მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გლობალური რისკების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 140 ქვეყანაში 12 000-მდე ბიზნესსუბიექტის გამოკითხვის შედეგად შედგა.
საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკებად დასახელდა:
- ინტერესთა კონფლიქტი – 58%
- მთავრობის მარცხი – 30%
- უმუშევრობა – 27.5%
- არასწორი ურბანული დაგეგმარება – 27.5%
- ენერგო ტარიფების შოკი – 22.5%
- ფისკალური კრიზისი – 22.5%
- უმართავი ინფლაცია – 22.5%
- კიბერ თავდასხმები – 20%
- ღრმა სოციალური არასტაბილურობა – 20%
- რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი – 17.5%
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშში საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკად უმუშევრობა სახელდებოდა. მას ნომერ პირველ პრობლემად გამოკითხულთა 52% ასახელებდა, წელს კი მთავარ რისკად უმუშევრობა ბიზნესსუბიექტების 27.5%-ს მიაჩნია. გლობალურად ბიზნესის კეთების მთავარ რისკად კი სწორედ უმუშევრობა მიიჩნევა (31.9%).
ანგარიში ჯამში 30 რისკს აფასებს, ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად კი საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელებას, წყლის კრიზისს, მონაცემთა მოპარვას და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ჩამოშლას ასახელებენ.
დატოვე კომენტარი