ბიზნესსექტორის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები საქართველოში

ბიზნესსექტორის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები საქართველოში

2017 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი პირი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% – კაცი. 

2017 წლის IV კვარტალში საქართველოში ბიზნეს სექტორის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების ათეული შემდეგია: 

სს გეფა 

საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში 

დასაქმებულთა რაოდენობა: 3750-ზე მეტი 

ენერგო პრო ჯორჯია 

საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება 

დასაქმებულთა რაოდენობა: 6000-მდე 

ნიკორა ტრეიდი 

საქმიანობა: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით 

დასაქმებულთა რაოდენობა: 2852 (2017 წ) 4561 (2018 წლის აგვისტო) 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი 

საქმიანობა:  საავადმყოფოების საქმიანობები 

დასაქმებულთა რაოდენობა: 3100-ზე მეტი (ევექსი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” წევრია, რომელიც ჯამში 15 151 პირს ასაქმებს (2018 წ III კვ) 

საქართველოს რკინიგზა 

საქმიანობა: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი 

დასაქმებულთა რაოდენობა: – 12 356 (2017 წლის III კვ) 

ჯორჯიან მანგანეზი 

საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

დასაქმებულთა რაოდენობა: 6000-მდე 

GWP 

საქმიანობა: წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილება 

დასაქმებულთა რაოდენობა:  3000-ზე მეტი 

ათეულში შედის კომპანია ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობს. ამასთან, კიდევ ორი სახელმწიფო კომპანია – თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილსერვის ჯგუფი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *