ოპერაციული სისტემისა და მასთან დაკავშირებული სერვისების გათიშვის შედეგად, BlackBerry-ის კლასიკური მოდელების უმეტესობამ მუშაობა სამუდამოდ შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ძველი მოწყობილობა, რომლებიც Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფას არ ექვემდებარება, ვეღარ შეძლებს მონაცემთა გამოყენებას, ასევე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, ინტერნეტთან დაკავშირებას და ვერც ზარების, თუნდაც 911-ზე განხორციელებას.
კომპანიამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში აცნობა მომხმარებელს. მობილურების მწარმოებელს ამჟამად სურს, BlackBerry Limited-ის სახელწოდებით, მთელ მსოფლიოში, მთავრობებისა და საწარმოებისთვის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების მიწოდებაზე ფოკუსირდეს.
აღსანიშნავია, რომ BlackBerry სატელეფონო ბიზნესს მეტწილად 2016 წლიდან ჩამოშორდა, თუმცა წლების განმავლობაში თავისი ბრენდის ლიცენზირებას ტელეფონის მწარმოებლებისთვის, მათ შორის TCL-ისა და OnwardMobility-სთვის განაგრძობდა. OnwardMobility, 5G BlackBerry მოწყობილობისთვის, ტეხასში დაფუძნებული უსაფრთხოების სტარტაპია, რომელიც Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს.
მობილურების მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა 1996 წელს, Research In Motion-ად დაიწყო, რომელსაც ორმხრივი პეიჯერები უწოდა. მისი პირველი გაჯეტი, “Inter@ctive Pager”-ი მომხმარებელს ფიზიკური კლავიატურის, ერთგვარი ტექსტური შეტყობინების/ელფოსტის ჰიბრიდული საშუალებით, პასუხის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევდა. სამი წლის შემდეგ კი RIM-მა BlackBerry-ის სახელის ქვეშ პირველი მოწყობილობა BlackBerry 850-ით წარადგინა.
თუმცა BlackBerry-ის განვითარებას 2007 წლიდან Apple-ის სენსორული ეკრანის რევოლუციამ შეუშალა ხელი. მიუხედავად მცდელობებისა, BlackBerry-ის სენსორულ მოდელებს აკლდათ ის ძირითადი განმასხვავებელი, რასაც მისთვის ტაქტილური კლავიატურა წარმოადგენდა. BlackBerry-იმ საბოლოო უარი თქვა საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და Android-ზე გადაერთო. ასევე პრიორიტეტად თავისი უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა აქცია, გარკვეულ წარმატებებს კი საწარმოს უსაფრთხოებისა და საავტომობილო პროგრამულ უზრუნველყოფაში მიაღწია.
დატოვე კომენტარი