ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2015 წლის ექსპორტის მაჩვენებლების ანალიზი

2015 წლის ექსპორტის მაჩვენებლების ანალიზი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა მუდმივ ზრდას განიცდიდა, რასაც ვერ ვიტყვით მინდინარე წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე. 2015 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 24%-ით არის შემცირებული და 1 459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ამავე პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 23%-ით არის წარმოდგენილი.

 

ექსპორტის მოცულობა და წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში

იანვარი-აგვისტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსპორტი დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით. კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი 556 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და 45%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე. ევროკავშირში ექსპორტი 1%-ით არის გაზრდილი და 413 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. დსთ-ს ქვეყნების წილი ექსპორტში 38%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგირ პერიოდში 52% იყო. ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 28%-ია და შვიდი პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება, მაგრამ ამ ქვეყანაში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული. 2015 წლის რვა თვის მონაცემებით აზერბაიჯანში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 172.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 54%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მონაცემზე. შესაბამისად, აზერბაიჯანში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის პროცენტული წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 19.8%-დან 2015 წლის პირველ რვა თვეში 11.8%-მდე შემცირდა. აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობის კლების მთავარი მიზეზი ამ ქვეყანაში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობის მკვეთრი შემცირებაა. რაც გამოიწვია 2014 წლის 1 აპრილიდან აზერბაიჯანის ევრო 4-ის სტანდარტზე გადასვლამ, რომლითაც რეგულირდება ყველა სატრანსპორტო საშუალებიდან ტოქსიკური გამონაბოლქვის დასაშვები დონე.

ასევე ექსპორტის მოცულობის კლება აღინიშნება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რუსეთი (-47%), სომხეთი (-36%), თურქეთი (-16%). მნიშვნელოვანი ზრდაა ბულგარეთის (+28%), ჩინეთის (+49%), უზბეკეთის (74%) და კანადის (55%) მიმართულებებით.

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა

იანვარი-აგვისტო (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით  უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების საექპორტო ათეულს კვლავ სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს 172 მლნ. აშშ დოლარი (ექსპორტის 12%). თუმცა იგივე პერიოდში 2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტის 7%-იანი კლება დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ფეროშენადნობების ექსპორტი 149 მლნ. აშშ დოლარით (ექსპორტის 10%), წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 26%-იანი კლება. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი 125 მლნ. აშშ დოლარით (ექსპორტის 9%), წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით  66%-იანი კლება.

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები

იანვარ-აგვისტო, 2015* წლი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების კურსების გაუფასურება და შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ქართული ექსპორტის ზრდის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ასეთ ვითარებაში ესპორტის მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ასოცირების შესახებ შეთანხმების დახმარებით ევროპულ ბაზრებზე თავის დამკვიდრება და ამ გზით ქართული წარმოებისთვის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია.

გააზიარე