"დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს. 2012 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და ამჟამად ვარ ნორთისტერნის უნივერსიტეტის (Northeastern University, Boston, Mass, USA) ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი".

Apple-ის ინოვაციის საიდუმლო რეცეპტი

Apple-ის ინოვაციის საიდუმლო რეცეპტი

რამოდენიმე კვირის წინ Apple-მა iPhone 7 გამოუშვა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ისტორია, როდესაც პროდუქზე მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას. წარმატებული პროდუქტების სერიის შემდეგ, ლოგიკურია, რომ Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია, ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალით და ყველაზე დიდი მოგებით მსოფლიოს მასშტაბით. ყველაფერი კი 1976 წელს დაიწყო, როდესაც სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ ვეინმა დაარსეს პატარა ტექნოლოგიური კომპანია. 1977 წელს Apple დარეგისტრირდა ვეინის გარეშე, რომელმაც $800 მიიღო თავისი წილისთვის. ვეინმა მალე ვერ გააცნობიერა საკუთარი შეცდომა (დღეს მისი 10%-იანი წილი Apple-ში თითქმის 60 მილიარდი ეღირებოდა) რადგან Apple წარმატებული კომპანია დიდი ხნის შემდეგ გახდა. წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები 1980 წელს დაიწყო, როდესაც Apple ბაზარზე გავიდა როგორც სააქციო საზოგადოება და მოიზიდა იმ დროისთვის ყველაზე დიდი კაპიტალი და ერთ დღეში მსოფლიო მილიონერთა სია 300 ადამიანით გაზარდა.

iPhone 7-ის პრეზენტაციის შემდეგ ბოსტონ კონსალტინგის ჯგუფმა გამოაქვეყნა რეპორტი, სადაც Apple-ს აღიარებულია, როგორც ყველაზე ინოვატორული კომპანია. Apple-ის ინოვაციების საიდუმლო რეცეპტი ეკოსისტემური ინოვაციაა, ის სისტემური ორგანიზაციური კულტურა, რომელიც ინოვაციას კომპანიის სხვადასხვა შრეზე გამოყოფს პრიორიტეტად:

• პროდუქტების კონტექსტში, Apple-ის წარმატება მდარე ტექნოლოგიების პოპულარიზაციაშია. ასეთი ტექნოლოგიების მაგალითებია: Multitouch, მაუსი, დღევანდელი Apple-ის კომპიუტერების მაუსი, თითის ანაბეჭდი და USB. ეს ტექნოლოგიები Apple-მდეც არსებობდა, მაგრამ Apple-მა მოახდინა მათი ბაზარზე ყველაზე წარმატებული იმპლემენტაცია.

• Apple ხაზს უსვამს კორპორატიულ სტრუქტურის მნიშვნელობას და არა პროცესების. Apple-ის ყველაზე წარმატებული პროდუქტები რამოდენიმე ადამიანის არაოფიციალური შეკრებით დაიწყო, იერარქიისა და ფორმალური ორგანიზაციის გარეშე. ზუსტად ეს კორპორატიული სტრუქტურა ეხმარება Apple-ს შეინარჩუნოს ინოვატორის როლი ბაზარზე.

• და საბოლოოდ, წარმატების მთავარი რეცეპტი მათი ბიზნეს მოდელია. Apple-მა შექმნა ეკოსისტემა სადაც კომპიუტერი, ტელეფონი და mp3 ფლეიერი ერთი სისტემის ნაწილია. თუ Apple-ის ერთი პროდუქტი მოგწონს, მაშინ ყველა მოგწონს. ადვილია პროდუქტებს შორის სინქრონი. Apple უყურებს ინოვაციის პროცესს, როგორც პროდუქტების სერიას და არა როგორც ავტონომიური პროდუქტების წარმოებას.

აღსანიშნავია, მმართველობის როლიც ეკოსისტემური ინოვაციის კონტექსტში. Apple-ი წარმოუდგენელია ჯობსის გარეშე და ჯობსი Apple-ის გარეშე. ჯობსის ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება სამი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის შექმნაა:

1. ეკრანის გაზიარება მაკით და ფეიჯმეიკერით;

2. კომპიუტერის მიერ შემუშავებული. ანიმაცია პიქსართან ერთად (ბევრმა არ იცის რომ პიქსარი ჯობსის დაარსებულია)

3. დაიწყო მედიის შერწყმის პროცესი i-tunesის და i-pad/i-phone-ით

ზუსტად ამ მესამემ განაპირობა ახალი ინდუსტრიის შექმნა – სატელეფონო აპლიკაციების, რომელთა გარეშეც რთულია დღევანდელობის წარმოდგენა. ზუსტად ამას ვგულისხმობდი ეკოსისტემური პროდუქტების განვითარებაში.

Apple-მა პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები მასობრივი მოხმარების საგნებად აქცია და შეძლო ისინი nice to have-იდან must have-ად გადაექცია. Apple-მა იცის რა უნდა მის მომხმარებელს და ხდის მას მოდურად. ეს დაჯგუფება მომხმარებლის მოთხოვნასა და ზუსტი პროდუქტების მიწოდებას შორის Apple-ის ინოვაციის მიმწოდებლად და გამომგონებლად აყალიბებს ბაზარზე – სწორედ ეს არის  Apple-ის ინოვაციის საიდუმლო რეცეპტი.

გააზიარე