სამართლის მაგისტრი, LLM, თსუ დოქტორანტი, ადვოკატი, იურიდიული ფირმა “ბიესეიჩ”-ის მმართველი პარტნიორი, ავტორი და წამყვანი გადაცემის "სამართლის საქმის კურსი", “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის“ (FreMa) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 4: COVID-19, ბიზნესი და სამართალი.

COVID-19-ის ხანა მსოფლიოს ისტორიაში მკაფიოდ დაგვამახსოვრდება, როგორც ბიზნესის მესაჭეებს, ისე ამ ბიზნესის მრჩეველ იურისტებს.

რამდენიმე ასეთ დასამახსოვრებელ ამბავს მოგითხრობთ:

  • déjà vu ნავთობის ინდუსტრიაში

ნავთობის ფასები კვლავ არასტაბილურია. გასული თვის ბოლოს, ფასები კიდევ ერთხელ დაეცა,  აშშ-ს ნავთობის ფასმა უარყოფითი ნიშნული დააფიქსირა. მიზეზი, ისევ, მოთხოვნა-მიწოდების დარღვეული ბალანსი[1] და “ვარსკვლავების“ ფასების ომია.

უარყოფითი ფასი, ლირიკის გარეშე, ნიშნავს იმას რომ გამყიდველს იქით უწევს მყიდველის ტრანზაქციის დაფინანსება, რაც, ბუნებრივია რომ არც ნავთობკომპანიების და არც მათი ინვესტორების ინტერესია. შედეგად, გასული თვის ბოლო გაჯერებული იყო ნავთობის ინდუსტრიის სევდით. მათ შორის, აღსანიშნავია, ერთ-ერთი ამერიკული ნავთობკომპანიის აღმასრულებლის გამონათქვამი: “ჩვენ გავქრებით როგორც ინდუსტრია“.

ინდუსტრიის აღსასრულის თემამ გააცხოველა დებატები კლიმატის ცვლილების შესახებ. დაისვა კითხვა, “იმსხვერპლებს თუ არა კორნავირუსი ნავთობის ინდუსტრიას და ხელს შეუწყობს თუ არა ეს კლიმატის გადარჩენას?!“ ყველანი ვთანხმდებით, რომ პოსტ COVID-19-ის ხანა აღარ იქნება ისეთი როგორიც მანამდე, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ისეთივეა, როგორც თავად შეკითხვა.

სინამდვილეში კი უარყოფითი ნიშნული, ეს არის ნაკლები წარმოება, ნავთობის წარმოება-ვაჭრობის ნაკლები ფინანსირება, ან/და გაძვირებული ფინანსირება, სამომხმარებლო დონეზე კი რესურსის მოსალოდნელი ნაკლებობა ან/და გაძვირება.

მივყავართ თუ არა ამ ყველაფერს გლობალურ რეცესიასთან?! მოთხოვნის ზრდას ენერგიის მოხმარებაზე, ხშირად, ეკონომიკის ზრდას უკავშირებენ. მცირდება ენერგიის მოხმარება, მცირდება ეკონომიკა. ბოლოდროინდელი მოთხოვნის დაცემა, მაღალი ალბათობით, გლობალური რეცესიის წინაპირობაა.[2] მსოფლიო ეკონომიკა მცირდება. თუმცა, საბოლო სიტყვა, ალბათ მაინც ენერგოეფექტურობამ უნდა თქვას.

ამ ამბავს ისე ვერ დავასრულებთ თუ არ აღვნიშნეთ, რომ, ზოგადად, ენერგომომარაგება ეროვნული მნიშვნელობის და ინტერესის საგნად განიხილება. ამიტომაც არის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები, ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ ადგილობრივ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას, მათ შორისაა, ხელმისაწვდომი ფინანსირება თუ საგადასახადო შეღავათები. [3] 

და ბოლოს, დიდმა ბრიტანეთმა დაანონსა გადახდისუუნარობის აქტში (Insolvency Act 1986) “არამართებული ვაჭრობის“ (“Wrongful trading”) ნორმების მოქმედების 2020 წლის პირველი მარტიდან 2020 წლის 30 ივნისამდე რეტროსპექტულად შეჩერება. რაც ნიშნავს იმას, რომ კრიზისის პერიოდში დირექტორები შეძლებენ ვაჭრობის გაგრძელებას, ბიზნესის გადარჩენის და კრედიტორების ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, იმგავარად რომ არ იქნებიან პასუხისმგებელნი “არამართებული ვაჭრობისთვის“. [1]

[1] https://www.gov.uk/government/news/regulations-temporarily-suspended-to-fast-track-supplies-of-ppe-to-nhs-staff-and-protect-companies-hit-by-covid-19

https://www.lawblacks.com/2020/04/06/wrongful-trading-laws-relaxed-but-directors-duties-remain/

[1]

[1] https://www.gov.uk/government/news/regulations-temporarily-suspended-to-fast-track-supplies-of-ppe-to-nhs-staff-and-protect-companies-hit-by-covid-19

https://www.lawblacks.com/2020/04/06/wrongful-trading-laws-relaxed-but-directors-duties-remain/

  • საკონსტიტუციო კრიზისი ევროპაში

“გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ, მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს ომი გამოუცხადა“[5]. საქმე ეხება ევროპის ცენტრალური ბანკის 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებას ფინანსურ ბაზარზე აქტივების შეძენის ჩარჩო პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია აქტიური ჩარევით ევროზონაში ინფლაციის დაბალანსება.

საჩივრის ავტორები მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში დავობდნენ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არღვევდა “ფულადი-დაფინანსების აკრძალვას“[6] და “გადაცემის პრინციპებს“.[7] მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 11 დეკემბერს დარღვევა ვერ დაადგინა, განსხვავებით გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელმაც განიხილა რა აღნიშნული საქმე, 2020 წლის 5 მაისს დაადგინა, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს საპირისპირო გადაწყვეტილებისა, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იყო ultra vires და იქვე, დაუწუნა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს “პროპორციულობის“ პრინციპის გამოყენება.[8]

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურობას შეაფასებს

2020 წლის 23 აპრილს, საქართველოს მოქალაქემ სარჩელით მიმართა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ გახადა (მათ შორის) მეტად საჭირბოროტო საკითხი: საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის დეკრეტით უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურობა.

ეს ამბავი, მიხვდებოდით, რომ ჯერ არ დასრულებულა. თუ რა ბედი ეწევა საქართველოს მოქალაქის სარჩელს მოგვიანებით აუცილებლად მოგიყვებით.

მანამდე, კი თავისუფალ დროს გავიმეოროთ უქმეებზე ჰობსის “სოციალური ხელშეკრულების თეორია“, რადგან არასდროს ვიცით, თუ როდის დაგვჭირდება.

[1] 2019 წელს მსოფლიო დღიურად აწარმოებდა და მოიხმარდა 100 მილიონ ბარელ ნავთობს;

[2] ეკონომიკის შემცირებათან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდება, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია პანდემიის ხანგრძლივობა და იქნება თუ არა პანდემიის მეორე ტალღა.

[3] ამ მხრივ, ძალიან საინტერესო მიმოხილვა აქვს გაკეთებული ქვეყნების მიხედვით ბეიქერ მაქინზის

https://www.bakermckenzie.com/-/media/files/insight/publications/2020/05/government-intervention-schemes-per-8-may–incl-summary.pdf.

[4] https://www.gov.uk/government/news/regulations-temporarily-suspended-to-fast-track-supplies-of-ppe-to-nhs-staff-and-protect-companies-hit-by-covid-19

https://www.lawblacks.com/2020/04/06/wrongful-trading-laws-relaxed-but-directors-duties-remain/

[5] https://www.bloomberg.com/news/articles/2020-05-05/eu-court-faces-declaration-of-war-from-germany-s-top-judges

https://www.businesstimes.com.sg/government-economy/eu-court-faces-declaration-of-war-from-germanys-top-judges

https://www.ft.com/content/79484c01-b66b-4f81-bdc6-fd4def940821

[6] prohibition of monetary financing (Art. 123 TFEU);

[7] the principle of conferral (Art. 5(1) TEU in conjunction with Art. 119, Art. 127 et seq. TFEU);

[8] https://www.bundesverfassungsgericht.de/SharedDocs/Pressemitteilungen/EN/2020/bvg20-032.html;

გააზიარე