"ვარ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი. ბლოგებში განვიხილავ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნესისთვის სხვა აქტუალურ თემებს."

CSR და კორპორაციული მოხალისეობა

CSR და კორპორაციული მოხალისეობა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიების მონაწილეობა თემის/საზოგადოების განვითარებაში სხვადასხვა სახით შეიძლება გამოიხატოს. დღეს მინდა განვიხილოთ კომპანიის თანამშრომლების ჩართულობა თემში არსებული გამოწვევების მოგვარებაში. თანამშრომლების ასეთი აქტიურობა კორპორაციული მოხალისეობის სახელითაა ცნობილი.

კორპორაციული მოხალისეობა ძირითადად ორი ფორმით ვლინდება:

  1. ფიზიკური შრომა;
  2. ცოდნის და ექსპერტიზის მიწოდება/პრობონო საქმიანობა.

რა ფორმას აირჩევს ორგანიზაცია, დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობაზე, თანამშრომელთა რაოდენობასა და კვალიფიკაციაზე და თვითონ თემში არსებულ საჭიროებაზე.

მაგალითად, თუ გადამწვარი ტყის საფარის აღსადგენად, კომპანია, რომლის უშუალო საქმიანობა არ არის გამწვანებასა და ტყეების გაშენებასთან დაკავშირებული, გადაწყვეტს თანამშრომლები ჩართოს ასეთ საქმიანობაში, მაშინ მისი თანამშრომლების ჩართულობა გამოიხატება საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ ფიზიკურ შრომაში. ამავდროულად, თუ კომპანია მოიწვევს გამწვანების სპეციალისტს, რომელიც თავისი ცოდნის ფარგლებში საერთო სასიკეთო საქმის გასაკეთებლად უფასოდ გაუწევს კომპანიას ხეების დარგვის შესახებ კონუსლტაციას, გამწვანების სპეციალისტი ჩაერთვება პრობონო სერვისში. კომპანიამ შეიძლება სხვა კომპანიებიც გამოიწვიოს/წაახალისოს საზოგადოებრივად სასრგებლო საქმიანობის შესასრულებლად და ამით ეს საქმიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს. ასეთი მაგალითები ბევრი გვაქვს საქართველოში.

დღესდღეობით მრავალი კომპანიის საქმიანობა სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და ისინი დიდ გლობალურ კორპორაციებად გვევლინებიან. შესაბამისად, მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია და ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპნონენტი – კორპორაციული მოხალისეობის სტრატეგია ხდება უფრო გლობალური.

როგორ შეიძლება კომპანიამ გამოიყენოს კორპორაციული მოხალისეობა,როგორც საკუთარი საქმიანობის მხარდამჭერი ძლიერი იარაღი? ამის ახსნას „გავლენის სფეროების მოდელის“ გამოყენებით შემოგთავაზებთ. ეს მოდელი  IBLF (არამომგებიანი გლობალური ორგანიზაცია) წარადგინა1992 წელს და 2010 წელს მოახდინა მისი დახვეწა.

მოდელი 6 კომპონენტისგან შედგება. განვიხილოთ თითოეული თანმიმდევრობით:

ლიდერობა და ღირებულებები. გლობალური კორპორაციული მოხალისეობა ხშირად გამოიყენება როგორც მორალის,ღირებულებებისა და მისიის შექმნის ინსტრუმენტი კომპანიაში. მაგალითად, Salesforce.com პირველმა დანერგა მოდელი 1/1/1,რაც იმას ნიშნავს,რომ ის პროდუქციის 1% , კაპიტალის 1% და თანამშრომელთა სამუშაო საათების 1% უბრუნებს საზოგადოებას. კომპანია თანამშრომლებს აძლევს 4 ანაზღაურებად საათს თვეში , ანუ 6 დღეს წელიწადში მოხალისეობრივი შრომის გასაწევად. მათ სჯერათ,რომ მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი (85%) აქვთ იმიტომ, რომ თანამშრომლებისა და კომპანიების ფასეულობებს შორის თანხვედრა არსებობს და მოხალისეობრივი საქმიანობით კომპანიის ღირებულებები სხვა (ვთქვათ, ახალ მოსულ) თანამშრომლებზე. კომპანია მხარს უჭერს მოხალისეობას, მაგრამ პროცესის ორგანიზების უფლებას უტოვებს თანამშრომლებს.

თანამშრომლების მიერ მართულმა ასეთმა ინიციატივებმა შესაძლოა სხვა უფრო გრძელვადიანი პარტნიორობები წარმოშვას. მაგალითად: ირლანდიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერმა დისტანციურად დაიწყო მუშაობა  კენიის ერთ-ერთი სკოლისთვის. შემდეგ დაიქირავა ახალი თანამშრომლები და საბოლოოდ შექმნა სწავლის დაფინანსების პროგრამა კენიელი გოგოებისთვის.

თანამშრომლები. ხშირ შემთხვევაში გლობალური კორპორაციული მოხალისეობა კომპანიების მიერ გამოიყენება როგორც თანამშრომლების განვითარების საშულება.

მაგალითად, Ernst & Young-ს ლათინურ ამერიკაში ჰქონდა სპეციალური პროგრამა,რომელიც იმ თანამშრომლებს რომლებსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, აკავშირებდა რეგიონში დამწყებ მეწარმეებთან. ერთი თანამშრომლის ისტორია ასეთია: ალენი,რომელიც გახლდათ ტრანზაქციების რჩევების მენეჯერი, დაეხმარა ბუინის ზოოპარკს გაემჯობესებინა ბიუჯეტირების პროცესები. თავდაპირველად,ზოოპარკი დაარსდა როგორც ცხოველების თავშესაფარი და ახლა უკვე ჰყავს 2500-ზე მეტი ცხოველი.ის გახდა უდიდესი ზოოპარკი ჩილეში. რომ დავუბრუნდეთ კომპანიის მიზანს:- თანამშრომელთა უნარების განვითარებას, ეს მიზანი ნამდვილად კარგად შესრულდა. ალენისთვის ზოოპარკის დახმარება აღმოჩნდა საკუთარი პროფესიული უნარების : ადაპტაციის, პრობლემის გადაჭრისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარების საშუალება. მოერეს მხრივ, განვითარდა ის კონკრეტული მეწარმე და ამით სარგებელი მიიღო საზოგადოებამაც. 

ბაზრის განვითარება. გლობალური კორპორაციული მოხალისეობა გამოიყენება ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა საჭიროებების გასაგებად. მაგალითად, ინტელის საგანმანათლებლო მომსახურების კორპორაციული პროგრამა 2010 წელს მოქმედებდა 7 ქვეყანაში და მოიცავდა 52 თანამშრომლის ჩართულობას სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებში. ამ თანამშრომლებმა მოიცვეს ჯამში – 40 000 სტუდენტი და 1000 მასწავლებელი. ეს იყო 2 თვიანი პროგრამა ტრენინგებით დაწყებული და კონულტაციებით დამთავრებული, რომლებიც ეხებოდა ინტელით გაძლიერებული Classmate PCs -ს გამოყენების სწავლებას.

ასეთი პროგრამები წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეთა ჩართვის შესაძლებლობას, რის შედეგად კომპანია იღებს უკუკავშირს თავისი პროდუქტების და სერვისების გამოყენების შესახებ. თანამშრომლები კი – სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილებას, კომუნიკაციის უნარების დახვეწას, პროგრამის ბენეფიციარები -კონკრეტული პროდუქტის გამოყენების ცოდნას.

მიწოდების ჯაჭვის გაძლიერება. გლობალური კორპორაციული მოხალისეობა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მომწოდებელთა გასაძლიერებლად და საერთო ღირებულებებისა და სტანდარტების განსავითარებლად. მაგალითად, Carrefour España’s Commercio Solidario – მ შემნა  ესპანეთის ბაზრისთვის ეკვადორელი ფერმერების საკვები პროდუქტების ხაზი. ამ პროექტით ფერმერებმა შექმნეს მცირე ასოციაციები და მიაღწიეს დიდ წარმადობას. კარფურის მოხალისეები მუშაობდნენ დასვენების დღეებსა და შვებულების ხარჯზე და მიაღწეს პროდუქციის,დაგეგმვისა და ლოჯისტიკის  ხარისხის გაუმჯობესებას და შექმნეს პროდუქციის რეგულარული მიწოდება და კარგი გაყიდვები.

საზოგადოების განვითარება. ზოგ შემთხვევაში გლობალური კორპორაციული მოხალისეობის პროგრამები კომპანიას ეხმარება ჩაერთოს საზოგადოების მოწყვლადი ფენების დასახმარებელ პროგრამებში. GlaxoSmithKline-ის PULSE არის ინიციატივა, რომელიც მოუწოდებს თანამშრომებს ჩაერთონ 6 თვიან პროგრამაში არამომგებიან ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და თავისი ცოდნა მოახმარონ გაჭირვებულ პაციენტებს.ეს პროგრამები თანამშრომელბს ეხმარება ლიდერობის უნარების განვითარებაში,ხოლო საზოგადოებას გაჭირვებულ ნაწილს – სამედიცინო სერვისების მიღებაში.

გარემო. გლობალური მოხალისეობის პროგრამების ფარგლებში, დიდმა კორპორაციებმა შესაძლოა გარემოს დაცვის კუთხით ითანამშრომლონ სამოქალაქო და სამთავრობო ორგანიზაციებთან ,განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, IBM -ის  The Executive Service Corps მუშაობს IBM-ის Corporate Service Corps-თან ერთად. ის ჩამოყალიბდა IBM’s Smarter Cities Challenge-ს გასაძლიერებლად ,რათა დახმარებოდნენ 100 ქალაქს გამკლავებოდნენ ყველაზე რთულ გამოწვევებს გარემოს დაცვის კუთხით. IBM-ის ექსპერტები თავის ცოდნას და დროს უთმობდნენ ქალაქების მთავრობებს, რათა გაეხადათ ქალაქები უფრო ეფექტური და ენერგოდამზოგავი.

კორპორაციულ მოხალისეობას სარგებელი. კორპორაციულ მოხალისეობას სარგებელი მოაქვს ყველა ჩართული მხარისთვის: კომპანიისთვის თანამშრომლისთვის და საზოგადოებისთვის.

  1. კომპანიის შემთხვევაში უმჯობესდება მისი რეპუტაცია, თანამშრომლებს შორის მორალი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კომპანიას ბაზრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს ახალი პროდუქტები;
  2. თანამშრომლებისთვის – იძენენ ახალ ცოდნას, უნარებს, ნაცნობობას და გამოცდილებას;
  3.  საზოგადოებისთვის – იქმნება მატერიალური და არამატერიალური სარგებელი.

კორპორაციული მოხალისეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  სხვადასხვა მხარეების დასაკავშირებლად. ერთ პროექტში შეიძლება ჩართული აღმოჩნდნენ: ბიზნესი, სამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.

ჩვენ ქვეყანაში, კორპორაციული მოხალისეობის პროგრამები მრავლად გვხვდება. მის უფრო მეტად განსავითარებლად კარგი იქნებოდა სპეციალური ნომინაცია დაემატოს საქართველოში არსებულ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  სხვადასხვა კონკურსებს. 

გააზიარე