მარიამი პროექტების მენეჯერი, ფორბსის ბლოგერი და კონტრიბუტორია. მისი კვლევითი ინტერესებია მდგარდი ეკონომიკური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების მართვა საჯარო და კორპორატიულ დონეზე.

ამერიკის ყველაზე ექსცენტრული კომპანიის ტესლას ფილოსოფია

ამერიკის ყველაზე ექსცენტრული კომპანიის ტესლას ფილოსოფია

ტესლა იმ რისკიან კომპანიებს შორისაა, რომელთაც ურჩევნიათ სასწორზე დადონ თავისი ფული და იმუშაონ სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტისათვის საბაზრო მოთხოვნის შექმნაზე, ვიდრე არსებულ ბაზრის მახასიათებლებს მოერგონ და უარი თქვან ინოვაციაზე. დაახლოებით ორი ათწლეულის წინ, როდესაც ტესლა დაფუძნდა პალო-ალტოში, კალოფორნიაში ყველასთვის ძნელი იყოს იმის წარმოდგენა, რომ ელექტრონული ავტომობილი შეიძლებოდა ყოფილიყო მოდური, სწრაფი, კარგი ვიზუალის მქონე და მოსახერხებელი, რომელიც დაფარავდა დიდი დისტანციის მანძილს და რაც მთავარია, მომთხოვნ ამერიკელ მომხარებელს გაუჩნდებოდა მისი შეძენის სურვილი. 

ტესლას წარმოების ფილოსოფია ყოველთვის ტრიალებდა ინოვაციისა და პლანეტის მდგრადი მომავლის გარშემო. შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპანიას თავისი წვლილი შეეტანა გარემოში არსებული პრობლემების მოგვარებაში შემუშავდა “გენერალური საიდუმლო გეგმა – ტესლა”, რომლის ფარგლებშიც კომპანიის გუნდი ფოკუსირდა გრძელვადიან მომგებიანობაზე, მაგრამ ყურადღებიდან არ გამორჩენიათ ხარისხსა და იმ მიმზიდველ ელემენტებზე ზრუნვა, რაც ავტომობილს უნდა გააჩნდეს. 2003 წელს მცირე ზომის კომპანიისთვის წარმატების მომტანი გეგმა იყო, რომ დაერწმუნებინათ საზოგადოება ელექტრონული მანქანების კონცეფციის დიდებულებაში. ამ მიზეზის გამო, მოცემული ფინანსურ პირობებში, მათ გამოიყენეს ბაზარზე შესვლის განსხვავებული სტრატეგია – გამოუშვეს მცირე ზომის, თუმცა ფუფუნების კატეგორიაში არსებული ავტომობილი. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მათ ტესლას ბრენდის გამოშვება დაიწყეს როუდსტერით – მხოლოდ 500 მოდელით წელიწადში – ნაცვლად მოგვიანებით განვითარებული მასს-მოხმარების მოდელებისა, როგორიცაა X, S, 3 და Y.

მიმზიდველი ინტერიერი და ექსტერიერი

როუდსტერი არც მეტი, არც ნაკლები უმშვენიერესი, მართვადი ტექნოლოგიური ოცნებაა. კომპანიის გეგმებიდან გამომდინარე, როუდსტერის განახლებული მოდელი ქუჩებში 2022 წლიდან გამოჩნდება. ტესლას სხვა მოდელებთან მსგავსების გარდა, რაც მინიმალიზმსა და ელეგანტურობაში გამოხატება, როუდსტერს განმასხვავებელი მახასიათებლებიც გააჩნია. მაგალითად, ახალ როუდსტერს არ ექნება სარკეები, ისინი ჩანაცვლდება სპეციალური კამერებით, რომელიც გადასცემს მანევრირებისთვის ყველა საჭირო სიგნალს ავტომობილის კომპიუტერულ სისტემასა და მონიტორს. აღნიშნულ ტრანსფორმაციას ვიზუალურთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც აქვს და აეროდინამიკის, სიჩქარისა და მანევრირების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად შეიცვალა. ახალ ტესლა როუდსტერს არ ექნება არც კარის სახელურები, ნაცვლად ამისა, მათი გაღება ჩამონტაჟებული სენსორული მოწყობილობით ან პროგრამულად, მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ავტომობილის მობილური მინის ჭერი მისი კაბრიოლეტად გადაკეთების საშუალებას იძლევა.

სისწრაფე

სისწრაფე არის ის კომპონენტი, სადაც ტესლა როუდსტერი ყველაზე საინტერესო საუბრის საგანი ხდება. ეს 200,000 აშშ დოლარის ღირებულების საჩვენებელი მოდელი 90 კმ/სთ-ის აჩქარებას სულ რაღაც 1.9 წამში აღწევს. აღნიშნული მახასიათებელი კიდევ უფრო საინტერესოა, თუ როუდსტერს 260,000 აშშ დოლარის ღირებულების ლამბროჯინი ჰურიკანს შევადარებთ, რომელიც იგივე აჩქარებას მხოლოდ 2.8 წამში აღწევს. კიდევ ერთი სუპერ-ავტომობილი, რომელიც ასევე ჩამორჩება ტესლა როუდსტერს, არის 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბუგატი შირონი, რომელსაც ზემოხსენებული აჩქარებისთვის 2.4 წამი სჭირდება. ერთი კომპონენტი, სადაც ბუგატი შირონი ტესლა როუდსტერს სჯობნის არის ერთ საათში დაფარული დისტანიციაა, რაც 420 კმ-ია ბუგატი შირონის, ხოლო 402 კმ ტესლა როუდსტერის შემთხვევაში.

ტესლა თავის ტექნოლოგიას არც მეტი, არც ნაკლები სარაკეტო მეცნიერებასთან აკავშირებს. ტესლას დამფუძნებლის ილონ მასკის ტვიტერის განცხადებით, ახალი როუდსტერი 10 სარაკეტო, მცირე ზომის სამანერვო ძრავით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მისი აჩქარების მაჩვენებლს.

უსაფრთხოება

აღსანიშნავიაა, რომ ტელსას ერთ-ერთი ფოკუსი ავტო-პილოტის სრულყოფილებაა, რომელმაც მაქსიმალურად უსარფთხო უნდა გახადოს ავტომობილით მგზავრობა. მიუხედავად იმისა, რომ ავტო-პილოტით სარგებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გზებზე ინცენდენტების რაოდენობას, მსგავსი შემთხვევის თავიდან არიდება გარანტირებული არასდროს არის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალურ სამყაროში მართვის მოწმობის ფლობა მუდამ თუ არა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კიდევ საჭირო იქნება. ავტო-პილოტის ფუნქციონირებისას თუ ტესლას ავტომობილი ვერ აღიქვამს ადამიანს საჭესთან, კომპიუტერული სისტემა იძლევა გაფრთხილებას, რომ მძღოლი მართვის, მეტ-ნაკლებად, აქტიურ პოზიციაში გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი გაჩერდება. ავტო-პილოტი განსაკუთრებით კარგი დამხმარე ხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს სიტუაციის გაანალიზებასა და სწორი გადაწყვეტიელბის მიღებას. სწრაფი ანალიზის უნარი კი ერთ-ერთი კომპონენტია, რაშიც ტექნოლოგია მნიშვნელოვად აღემატება ადამიანს.

მოხერხებულობა

კომფორტულობასა და მოხერხებულობასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ ტესლას საჩვენებელ მოდელს შეუძლია ერთი დატენვის საშუალებით 997 კილომეტრი მანძილი დაფაროს. ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც 310,000 აშშ დოლარის ღირებულების სუპერ-ავტომობილ ასტონ-მარტინ დიბიეს სუპერლეგერას გავსებული საწავავის ავზით ზემოხსენებული მანძილის მხოლოდ მეოთხედის დაფარვა შეუძლია.

ტესლას ავტომობილების სრულად დატენვა სახლის პირობებში 3.5-4 საათშია შესაძლებელია, სპეცილაურ სუპერჩარჯერების სადგურებზე კი 1 საათში. რაც შეეხება დანახარჯებს, რეალური მომხმარებლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ტესლას დატენვის ერთი თვის ფასი უხეში გათვლით საშუალოდ 42 ლარს უდრის თუ ერთი კილოვატის ღირებულებას 18.5 თეთრით ვიანგარიშებთ. იგივე ხარჯი, ამერიკული სტანდარტით, ერთი კილოვატი დენის ღირებულების 11 ცენტზე დაანგარიშების შემთხვევაში, დაახლოებით 26 აშშ დოლარია.

ამ ყველაფრის შემდეგ, თუ კიდევ გიჩნდებათ კითხვა, შეძლებს თუ არა ტესლას განახლებული როუდსტერი კონკურენტების უკან ჩამოტოვებას და წარმატების მოპოვებას, მაშინ უნდა ნახოთ, როგორ დგება ქუჩაში ხალხის რიგი როუდსტერთან სამახსოვრო სურათის გადასაღებად.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა