"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
გოლფი, ვისკი, თავისუფლება
ვისთანაც არ უნდა დაძაბოს, ვისაც არ უნდა დაუყვავოს ოჯახში, მეგობრებში, არამეგობრებში, გოლფი განუყოფელია. მე თვითონ გოლფისთვის მუღამის დაჭერის ორი მცდელობა მქონდა. არ დამცინოთ, მაგრამ არც ერთხელ – გოლფ-ქორთზე. ერთხელ ამერიკაში, ვისკის მომწოდებელმა, არა ნუდლსმა და ბიჭებმა, არამედ ერთმა წარმოშობით ბერძენმა პროვაიდერმა, მას მერე რაც უთვალავი და უმაგრესი ვისკი შევუკვეთეთ, რაღაც უნდა გაჩუქოთო და ჩემმა აჭარელმა დუუდმა (ანუ არიულ ენაზე ჯიმაკოჩმა; რას უშვრება მაინც კაცს ამერიკა, თორემ აჭარელი დუუდ რავარია?) გოლფის ოთახში სათამაშო კომპლექტი აირჩია. თან ვისკი, თან გოლფი და იყო ერთი ლაზღანდარობა, მაინც კარგია ახალგაზრდობა. არც კი გაგვჩენია არც ერთს სურვილი, გოლფის ნაღდი მოედანი მოგვეძებნა, აი ვისკის სამშობლოში – შოტლანდიაში (გახსოვდეთ არა, დაიმახსოვრე, მკითხველო, შოტლანდია. ჩავალთ მაქამდეც) ვისკი-ტურისთვის კი ხუთივე მზად ვიყავით. მეორეჯერ ჩემი საამაყო კალიფორნიელი ბიძაშვილის საბარგულში ჩანთას რო ვდებდი და გოლფის ყვანჯების (მგონი, ასე მონათლა ჩემმა მოგვარე, კეთილმა და ერთგულმა, მეზღაპრე კაცმა ჰოკიჯოხი) კააააი არსენალი რო დავინახე, ჩემს სახეზე ცინიკურ ღიმილზე პასუხად ეგრევე მიპასუხა ჯუნიორ პეტროვიჩმა, და-ძმებში ყველაზე ფიცხმა, დაგაზულმა და ანტრეპრენიორულად წინ წასულმა, არ გესმის, შე გოიმო, დიდი დილები (deal – ანუ გარიგებები, ანუ სძელკები სავეცკებისთვის) გოლფის თამაშის დროს კეთდებაო. ელექტროგიტარაზე რეზინის ხელთათმანებით უკრავენ სახე ნაღდად არ დამიკერია, რამე რო იყოს, ტაიგერ ვუდსიც კი მევასებოდა და როლექსის საათიც, მარა ნუ რაჭა იზ რაჭა ფორევა. არადა, თურმე გადი, ძმაო, გოლფ-ქორთზე, რა იცი, იქნებ აკადემიკოსის ან იშტოიანის მაგივრად და ვისკი-ტურის პარალელურად შოტლანდიაში მთლა უფროსსაც მოჰკრა სადმე თვალი.
გცხელათ? მეც. შეიძლება გაგანია ფეხბურთის ჩემპიონატის დროს გოლფზე საუბარი მაღალ სიცხესაც დააბრალოთ, მარა აბა ბორდ ნამბერ უანს ჰკითხეთ. რასაც ეგ მარ-ა-ლაგოში დადის… და არა მხოლოდ მარ-ა-ლაგოში.
მოკლედ, სათაურში როგორც არის პრიორიტეტები, გოლფი უეჭველი სწორ ადგილასაა. ამ კაცმა აშკარად კარგად იცის, რომ ბიზნესდილებისთვის, საქმიანი პოლიტიკური ლაპარაკებისთვის, მართლა მაგარი ადგილია გოლფ-ქორთი. თან მაქედან ფულს შოულობს, თან სიამოვნებას იღებს, თან საქმეებს ჩარხავს და თან ყველაზე ღონიერი ქვეყნის Chief-ია. მაგარია, ძმაო.
მტერია მტერიაო, მთელი ვაშინგტონური ისთებლიშმენტი ასე ეძახის ზეცისქვეშა კანცელარიას, სავაჭრო ომებიც და ტექნოლოგიური შპიონური თამაშებიც კააი გახურებულია, მარა რა გინდა. მარ-ა-ლაგოში, ანუ თავის ალაგაში კიდეც ჩაიყვანა და სულ აღფრთოვანებულები ვართ ერთმანეთით, მაგრა შევუბერავთ აწიო, იძახა. აბა რაა მამული, გოლფ-ქორთის ცვრიან ბალახზე თუ არ გაიგრიალე ელექტრომანქანით (გოლფის ზმანებისგან განსხვავებით, ეგ თეთრი ჯიგარი კი მესიმპათიურება რაღაცნაირად).
მერე იყო და იმ გიჟგადარეულს სანამ შეხვდებოდა, მეგობრებს „ზლოი ატაშოლი“ (ბავშვობიდან – ცუდად დაშორდა) მისცა, სინგაპურში მიგაზა, ალბათ ერთი იქაც გააგორა პატარა თეთრი ბურთუკები და იმ დარტყმულს ჩაეხუტა. ვისკისაც მისცემდნენ კაი გამოხდილს. დარტყმულის მამას კი უყვარდა მაგრად და კვიცი გვარზე ხტისო. მაგას არ დააყვედრებდა ბიძია სემი. ვისკის ბრალი იყო თუ უბრალოდ ქემისთრის, მტერი კი არა, სასწაული პიროვნებააო, ბევრი ვიცინეთ, ერთმანეთს მაგრა გავუგეთ და მსოფლიო გადავარჩინეთო. მომავალში პოლიგონების მაგივრად მაგარი სასტუმროები და გოლფის მოედნები შეიძლება გაიჩითოსო. როგორ მინდა ვირწმუნო, რომ მსოფლიო კოლმეურნეობის თავმჯდომარე მოქმედებს პრინციპით, მეგობრები ახლოს იყოლიე, მტრები კიდევ უფრო მეტადო.
მივედი მთავართან. 11-12 ივლისს ბრიუსელში დიდი შეკრებაა. 29 ფიცნადები მოკავშირე ხვდება ერთმანეთს. მცოდნე ხალხი დიდ გარღვევებს აღარ ჩივის, ოღონდ „კანადსკი ვარიანტი“ აღარ გაიმეოროსო. 13-ში, ნისლიან ალბიონზე დედოფალთან მიდის და იქიდან კი ჩაირბენს შოტლანდიაში, თავის მამულებში. მერე შენ რა გინდაო, არ მკითხავს ამის წამკითხავი? რას აშავებს კაცი, თავის საქმეებზე დადის და თან გოლფის ბურთსაც აგორავებსო. არც არაფერი მენდომებოდა, მაქედან სახლში რო მიფრინავდეს. არადა მიდის ჰელსინკიში. What is market about, ჰელსინკიც და ფინებიც მაგრად მიყვარს. მსოფლიოსაც კარგად აქვს დაცდილი. ეგ ის ჰელსინკია, ძია რონი რეიგანმა ტყლიპიანი რო ჩაიხუტა (მერე ვინ ჩაახუტა? ჩვენებურმა სილვერ ფოქს ნამბერ უანმა. რესპექტები), მარა აქ არ უჩანს ეგეთი პირი. დიდი დიდი, აქაც გამოვიდნენ და გვითხრან, რომ დღეიდან მსოფლიო კიდევ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აქამდე იყოო. არადა სირიაზე აქვთ სალაპარაკო, უკრაინაშიც რო გადაიმასიქნა ვვპ-მ თავზე, მაგაზე უნდა მოეთხოვოს და შემოდგომაზე ამერიკაში შუალედური არჩევნები რო მოდის და ეს მაოხრებელი რომ ხელის ფათურს არ აჩერებს, მაგაზეც. მე ჩემი დარდი მაქვს. მაინც მოვა დღე და ჩვენთან მიქარულებისთვის მოეკითხება, მარა მაგისთვის მუშაობაა საჭირო, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, და რაც მთავარია – ერთად. ჰოდა, თუ ეგ შეხვედრა ჯასთ შეხვედრისთვის, ანუ ჩემებურად გლეხურათა რო ვსთქო, „პრუწი“ გამოდგა, უეჭველი მაგრა გაილაღებს წითელი ვოვა. გაილაღებს და ესეც ცივილიზებულად გოლფის სათამაშოდ არ წავიდეს უცებ. სახლში წაშავდება, ხვლიკისფერებით ჩამაყუთებულ/გაჩარხულ მსოფლიოს ფინალს ჩაიბარებს და ისევ კაი ხალხს აგვიხირდება.
მოკლედ, თბილისში დილის შვიდი საათია, ჯერ არ ცხელა, მარა მე უცებ ისეთ გუნებაზე დავდექი, შუაგულ ვერაზე უილიამ უოლასივით მინდა დავიყვირო “FREEEEEEEDOOOOOM”!!!!
თავისუფლება მართლაც ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია, ტყვია მიზანში მოსახვედრია.
გაიხაროს ცხონებულმა ძია ჯანსუღმა ამ სიტყვებისთვის.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023