"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

დამანგრეველი ინოვაციები

დამანგრეველი ინოვაციები

შემთხვევით შეცდომაში არ შეხვიდეთ და დამანგრეველის ქვეშ რამე ნეგატიური არ იგულისხმოთ. დამანგრეველი ინოვციები ყველაზე პროგრესული და პოზიტიური ცვლიელლებია თანამედროვე სამყაროში და მასზე დგას დღევანდელი განვითარების მიღწევები, რომელიც ახალ სამომხარებლო სეგმენტს ქმნის.

მანქანა, ტელეფონი, ტელევიზორი, ინტერნეტი – აი ეს არის ინოვაციები, რომელმაც თავდაყირა დააყენა ინდუსტრიალიზმი. არსებობს ინოვაციები, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ დარგს კი არ ცვლის, არამედ ყველა მიმართულებაზე ახდენს გავლენას და მთლინად ანგრევს არსებულ ბიზნეს კონიუნქტურას. აი წაარმოიდგინეთ, რომ ჭადრაკს თამაშობთ და გახურებულ ბრძოლაში, ვიღაცამ დაფა წაგინაცვლათ მარჯვნივ ან მარცხნივ – სწორედ ასეთი შოკისმომგვრელია ბაზრის ყველა მოთამაშისთვის ის სიახლეები, რომელიც თავდაყირა აყენებს დინამიურად განვითარებულ სიტუაციას და ცვლის თამაშის წესებს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის ინოვაციები საშუალოდ 30 წელიწადში ერთხელ ხდება.
ძირითადად როდესაც ინოვაციებზე ვსაუბრობთ, უფრო აქტუალურია, განვიხილოთ ისეთი სტარტაპული წამოწყებები, რომელიც არსებულ დარგში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. შევეცდები მოგიყვეთ, როგორ შეიძლება წარმატებული სტარტაპის შექმნა გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, სადაც დიდ მოთამაშეების მყარად პოზიციონირებენ და დარგში შესვლის მაღალ ბარიერებს ქმნიან. ეს თეორია „Disruptive Innovations” (დამანგრეველი ინოვაციები) სახელით არის ცნობილი და მასზე პირველად 1995 წელს დაიწერა.

დამანგრეველი ინოვაციები ყველა ინდუსტრიაში იქმნება. ეს არის მცდელობა, 1) როდესაც ბიზნესი მეტად უახლოვდება არსებული მოთამაშეებისგან უყურადღებოდ დატოვებულ მომხმარებელს და ზუსტად მის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტს თავაზობს, ან 2) აბსოლუტურად ახლებურად გაიაზრო კლასიკური ბიზნესი და შექმნა ინოვაციური ბიზნესმოდელი, სადაც თავად ქმნი ახალ მომხარებელს.

როგორც წესი, დამანგრეველი ინოვაციებით ახალი სტარტაპები შემოდიან ბაზარზე. ისინი. მეინსტრიმულ კომპანიებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულ გზას ირჩევენ: ეძებენ ისეთ სეგმენტებს, რომელსაც დიდი მოთამაშეები სათანადო ყურადრებას არ აქცევენ ან თავად ქმნიან ასეთ სეგმენტებს და მას შემდეგ, რაც პროდუქტი მინიმალურ სიცოცხლისუანრიანობას დაამტკიცებს, მერე სთავაზობენ კლასიკურ მომხარებელს თავიანთ მომსახურებას ან პროდუქციას.

წარმატებული ანტრეპრენიორები – ადამინები, რომლებიც ახალ ბიზნესებს ქმნიან ძირითადად სწორედ ასე ცდილობენ ბაზარზე შეღწევას. ინოვაციური გარღვევა რომ მოახდინო არ არის მარტივი; მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ შემდეგი:

1. დამანგრეველი ინოვაციების კეთება არ არის ერთჯერადი ამოცანა, რომლის წინაშეც კომპანია დგას. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გამუდმებით მოითხოვს ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც ერთდორულად არის გათვალისწინებული ყველა მეგაპატერნი და კონვერგენციის პრინციპებს ეყრდნობა.

2. დამანგრეველი ინოვაციები როგორც წესი განსხვავებულ ბიზნესმოდელზე იგება. ინოვაციური ბიზნესდიაზაინის და მოდელის შექმნა/განხორციელბა შესაძლებელია თუ გამოხვალთ არსებული ჩარჩოებიდან და თქვენ კოგნიტურ რუკას გასაქანს მისცემთ.

3. არ გეგონოთ, რომ ყველა დამანგრეველი ინოვაცია წარმატებას მოგიტანთ. კვლევების მიხედვით, ექვსი ასეთი კომპანიიდან მხოლოდ ერთი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, თუმცა, ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესია ზოგადად აღებული სტარტაპების წარმატების მაჩვენებლთან, სადაც ათიდან მხოლოდ ერთი ინარჩუნებს სიცოცხლეს.

თუ შენი არჩეული გზა ბიზნესის კეთების დამანგრეველი ინოვაციების პოსტულატებს ეყრდნობა, ბევრი წინაღობის ადვილად გადალახვაა შესაძლებელი, მაგალითად – დასაწყისში შენი არსებობა ნაკლებად აღიზიანებს არსებულ მოთამაშეებს და ვერ აღგიქვამენ პირდაპირ კონკურენტად. შენი მომხარებლის ძიების ხაზი , სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გადამწყვეტ როლს თამაშობს ინოვაციური ბიზნეს მოდელის შემუშავებაში, რომელიც მთლიანად ცვლის “Mind Map” -ს და საშუალებას გაძლევს ალტერნატიული ბაზარი შექმნა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, არა პრემიუმ სეგემნტზე, არამედ მასობრივ ბაზარზე გქონდეს წვდომა ძალიან ხანმოკლე ვადებში.

რომ შევაჯამოთ, ძვირფასო მეწარმეებო, ახალი ბიზნესის სულის ჩამდგმელებო: იფიქრეთ ისეთი კომპანიების დიზაინზე, სადაც არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ბაზარსაც თავად შექმნით!

გააზიარე