"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

ექსპორტის შემცირების მიზეზები და პერსპექტივები

ექსპორტის შემცირების მიზეზები და პერსპექტივები

(ავტორი: თათული დუშუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

ბოლო პერიოდში არაერთი პოლემიკა, დისკუსია თუ განხილვა მიეძღვნა სავაჭრო ბრუნვის შემცირებას, რაც არაა გასაკვირი ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე. წმინდა ექსპორტის ცვლილება ხომ სავალუტო კურსის ცვლილების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; ექსპორტი შემცირებულია 26 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8 პროცენტით.

რამ გამოიწვია ექსპორტის შემცირება და რომელმა ქვეყნებმა შეამცირეს პროდუქტის ან მომსახურების მიღება საქართველოდან? რისი წარმოების ან რეალიზაციის პრობლემა შეექმნა ჩვენს ქვეყანას?

მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად ექსპორტის ღირებულებამ დაიკლო, დადებითი მოვლენაა ის, რომ ექსპორტის 6–პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ნიდერლანდებში, იტალიაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში. სამწუხაროდ, აღნიშნული ზრდა ბევრად გადაწონა ექსპორტის 51 პროცენტიანმა კლებამ დსთ-ს სწორედ იმ ქვეყნებში (აზერბაიჯანში, უკრაინაში, სომხეთსა და რუსეთში), რომლებიც  წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოედგენდნენ ექსპორტის მიხედვით (აზერბაიჯანი (20.2%), სომხეთი (11.2%), რუსეთი (9.4%) და უკრაინა (7.1%)).

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიცვალა ექსპორტიორი ქვეყნების გადანაწილებაც და ქართულ ექსპორტში წამყვანი წილი დსთ-ს ქვეყნებს აღარ უჭირავთ; ექსპორტის 30% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 36% დსთ-ს ქვეყნებზე და 34% სხვა დანარჩენ ქვეყნებზე.

          *წინასწარი მონაცემები.

საქართველოდან ექსპორტირებული ათი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფიდან, 2015 წლის იანვარ-აპრილში 2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების, ფეროშენადნობების, აზოტოვანი სასუქების, უალკოჰოლო სასმელების, მინერალური წყლებისა და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი. ექსპორტის ყველაზე დიდი პროცენტული კლება დაფიქსირდა მსუბუქ ავტომობილებისა (62.4%) და ყურძნის ნატურალურღვინოებზე (60.9%).

მსუბუქი ავტომობილების ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელიც 2014 წლის აპრილში გადავიდა ევრო 4-ის ეკოლოგიურ სტანდარტზე, რაც ითვალისწინებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების შემცირებას და ზღუდავს გარკვეული ტიპის ავტომობილების გამოყენებას. შესაბამისად, საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ სწორედ ევრო 4-ის ეკოლოგიურ სტანდარტზე გადასვლა გახდა აზერბაიჯანში საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემცირების მიზეზი. 2015 წლის იანვარ-აპრილში 8 330 ავტომობილით ნაკლები ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან აზერბაიჯანში, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 5.8-ჯერ ნაკლებია და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც გასული წლის იანვარ-აპრილში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი საქართველოს მთლიანი ექსპორტის მეხუთედს (20.8%) შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით კი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი საქართველოს მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 10.6%-ია.

ყურძნის ნატურალური ღვინოების მთავარი იმპორტიორი ქვეყნები2014 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდა უკრაინა გახლდათ (ყურძნის ნატურალური ღვინოების მთლიანი ექსპორტის 68% რუსეთზე მოდიოდა, 10% კი უკრაინაზე), მაშინ როდესაც 2015 წლის იანვარ-აპრილში2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით,  ყურძნის ნატურალური ღვინოებისექსპორტი 77.2%-ითშემცირდა რუსეთში და 65.8%-ით უკრაინაში.აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის კლების მიზეზად შეიძლება ამ ქვეყნებში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება მივიჩნიოთ. 

და კვლავ დავუბრუნდეთ ექსპორტის შემცირებას, როგორც ლარის გაუფასურების ერთ-ერთ (თუმცა არა გადამწყვეტ) ფაქტორს. ქვეყნის ექსპორტისა და სავალუტო კურსის ურთიერთდამოკიდებულება ორმხრივია. თუ ექსპორტის შემცირება იწვევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, გაუფასურებული ვალუტა ექსპორტიორებს ექსპორტის მოცულობის ზრდისკენ  უბიძგებს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არა მხოლოდ ლარის კურსი დაეცა დოლარის მიმართ, არამედ სხვა ვალუტებისაც (მითუმეტეს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების), რთული სათქმელია, რამდენად გამოიწვევს ლარის გაუფასურება მომავალში ექსპორტის ზრდას.

გააზიარე