საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

იტალია ტურიზმის აღსადგენად ზომების მიღებას გეგმავს

იტალია ტურიზმის აღსადგენად ზომების მიღებას გეგმავს

იტალია კორონავირუსის კრიზისის გამო კატასტროფულ 2020 წელს ელოდება, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია, სავარაუდოდ, 120 მილიარდ ევროს ზარალს ნახავს.

 

ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ტურიზმის გასაძლიერებლად იტალიის მთავრობა, დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის შვებულების ბონუსით“ უზრუნველყოფას განიხილავს. დაფინანსება განსაზღვრულია ტურიზმის აღდგენისთვისაც.” ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ოჯახებს, ბავშვებს და, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ იტალიაში ტურიზმის აღდგენას“ – განაცხადა ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკამ, რომის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს იმაზე, თუ რა მოცულობის უნდა იყოს ვაუჩერი, თანხა ამ ეტაპზე დაზუსტებული არაა. ”ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ იტალიური ტურიზმის განვითარებას, რადგან აშკარაა, რომ გარკვეული პერიოდის გატარება უცხოელი ტურისტების გარეშე მოგვიწევს. ამიტომ ტურიზმის სფერო ორმაგად საყურადღებოა. 

იტალიელების საზღვარგარეთ გამგზავრება მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ახლა დახმარება სჭირდება და თითოეული იტალიელის ვალია, ინვესტიცია განახორციელოს საკუთარ ქვეყანაში”- თქვა მინისტრმა. იტალიის ქალაქების მერები ქვეყნის მასშტაბით, ნაციონალური და საერთაშორისო ტურიზმის განახლებას ელოდებიან. ხელისუფლება სხვადასხვა ქალაქის მერთან ერთად ტურიზმის გადასარჩენად ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. იტალიის ტურიზმი 2020 წელს COVID-19-ის გამო კატასტროფული შედეგების მოლოდინშია. 

იტალიის ტურიზმის სფერო მარტიდან – მაისის ბოლოდე 30 მილიონით ნაკლებ ღამისთევას ელოდება. პანდემიამ ყველაზე მეტად სტუმარ-მასპინძლობის სფერო დააზიანა. იტალიის რესტორნები 30 მილიარდი ევროს ზარალს ვარაუდობენ და 50 000-ზე მეტი რესტორანი იძულებული იქნება, ერთი წლით დაიკეტოს. მიუხედავად ამისა, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტი იჩენს ინიციატივას, 18 მაისის შემდეგ ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში ეტაპობრივად გაიხსნას ის რესტორნები, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაიცავენ.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა