საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

კორონავირუსის პანდემიის დროს რესტორნების კრიზისი გარდაუვალია, მსოფლიოში კვების დაწესებულებები ან დისტანციურ მუშაობაზე გადადის, ან იკეტება

კორონავირუსის პანდემიის დროს რესტორნების კრიზისი გარდაუვალია

კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა და მსოფლიოს მთავარ გამოწვევად იქცა, რესტორანი ხდება პირველი ბიზნეს დაწესებულება, რომელსაც  პრობლემები შეექმნა. შეფ-მზარეულებსა და რესტორნების მფლობელებს მოუწიათ რესტორნების დაკეტვა, რაც ამ ეტაპზე მარტივად პროგნოზირებადია.

 საფრანგეთში, დანიაში, ესპანეთში და აშშ-ში რესტორნების ასოციაციები მაქსიმალურად ცდილობენ გამოსავალის პოვნას და სწრაფად ადაპტაციას დისტანციური სერვისებისა და ეფექტური კონტროლის სისტემის დანერგვის გზით:

  • აშშ-ს ფაინ დაინინგ რესტორანი გადავიდა გამოძახების სერვისებზე

 სიეტლის ფაინ დაინინგ რესტორანმა, სახელწოდებით Canalis, დაკეტვა გადაწყვიტა და დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა: საუზმეგამოძახებით,“ “ვახშამი ოჯახისთვის,“  “კვება მძღოლისთვის”და..

მათ ვებ-გვერდზე  https://canlis.com/  წაიკითხავთ: “Fine dining is not what Seattle needs right now. Instead, this is one idea for safely creating jobs for our employees while serving as much of our city as we can. We’ve got this, Seattle.”

  • დანიაში პიცის უფასოდ  მიტანა

ეს პიცერია თავის მუდმივ მომხმარებელს მიწოდების სერვისს სთავაზობს, თუ ისინი სახლში გამოიძახებენ პიცას.

https://www.instagram.com/mamemi_pizzeria_romana/?utm_source=ig_embed

  • ლოს-ანჯელესში მომხმარებლის შემოწმება რესტორნის შესასვლელში

კომპანია Sichuan Impression-მა რესტორნის შესასვლელში ინფრაწითელი თერმომეტრების გამოყენება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ სიცხე დაგიფიქსირდათ, რესტორანში არ გიშვებენ.

  • ნიუ იორკში The Plumed Horseმა “შავი ხელთათმანის პოლიტიკადანერგა

The Plumed Horseმა მაგიდების 60 პროცენტი აიღო და დასაჯდომი ადგილების დისტანცია 3 მეტრამდე გაზარდა. ყველა თანამშრომელს ობიექტი უკლებლივ, ეკიპირებით ამუშავებს. მან ასევე თითოეული თანამშრომლის ვალდებულებად აქცია რესტორანში შესვლისთანავე შავი სადეზინფექციო ხელთათმანების გამოყენება.

  • იაპონიაში საკვების შეკვეთისას უფასო პირბადეებს მიღებთ

ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა იაპონურმა კვების ქსელმა Meituan-მა გადაწყვიტა შკვეთისას ყველა მომხმარებელი უზრუნველყოს პირბადებით და მუყაოს ქაღალდზე დაბეჭდილი უსაფრთხოების წესებით. მუყაოს ქაღალდი გამოიყენება ერთჯერად სუფრადაც.

  • ბრიტანეთში რესტორნებმა შექმნეს ვაუჩერის სქემა

ბრიტანეთში, მაგალითად Harts Group და Kricket-ი  მომხმარებლების წახალისების მიზნით, სთავაზობენ მათ 30% -იანი ფასდაკლების ვაუჩერებს, თუ საკვებს სახლიდან შეუკვეთავენ, მათ რესტორანში მისვლის მაგივრად.

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების, უნივერსიტეტებისა და სხვა ადგილების დროებით დაკეტვა, სადაც  ადამიანები შეიძლება მასობრივად იკრიბებოდნენ, რესტორნებზე დიდ გავლენს მოახდენს. ფეხით გადადგილების შეზღუდვა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო პროფილაქტიკური ზომების ნაწილია.

კვების დაწესებულებებმა, პირველ რიგში, უნდა დაიცვან რეკომენდაცია, რომლითაც სურსათის ეროვნული სააგენტო http://nfa.gov.ge/ge/ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს  მიმართავს და მოუწოდებს მათ, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და  წერილობითი ფორმითაც გაუგზავნიან.

რეკომენდაციები კვების დაწესებულებებისთვის:

  • გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;

  • ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);

  • სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;

  • ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;

  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;

  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ კი ჩადეთ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;

  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;

  • ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;

  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.

  მიუხედავად ყველანაირი ზომის მიღებისა, რესტორნის გაყიდვების მკვეთრი ვარდნა თბილისში უკვე შეინიშნება, ამიტომ ბევრი ადგილობრივი კვების დაწესებულება იძულებული გახდება  დახუროს რესტორანი. ამის წინაპირობა ან, მეტიც, დასტური – პანდემიის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში მომხმარებლების 50-პროცენტიანი კლებაა. შესაბამისად, სარესტორნო სფეროში კრიზისი გარდაუვალია, ამიტომაც უმჯობესია, მდგომარეობის დასტაბილურებამდე კვების დაწესებულებები ან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეს, ან დაიკეტოს.

https://www.instagram.com/p/B9ptTu3lJWE/  

https://www.instagram.com/p/B9gvoFqJ4nd/

ბლოგი რეგულარულად განახლდება იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციას მივიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციადან (WHO) https://www.who.int/

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა