"ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების (ESM) სკოლის მესამე კურსის სტუდენტი. პარალელურად ვასწავლი ბიზნესის საფუძვლებს რუსთავის 24-ე სკოლაში. ჩემი ინტერესის სფეროებია მარკეტინგული კვლევის მეთოდები, თამაშები და მომხმარებლის ფსიქოლოგია, ასევე სამეცნიერო კვლევები: მედიცინის, ფიზიკის და ბიომეცნიერების დარგებში".

ონკომკურნალობის ახალი სტრატეგია - “კიბო კიბოში”

ონკომკურნალობის ახალი სტრატეგია - “კიბო კიბოში”

კიბო, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, არის პატარა საზოგადოება. კიბოს უჯრედები ერთობლივად ქმნიან კარგად კოოპერირებულ სოციუმს და ერთობლივი ძალებით ვითარდებიან.

მეცნიერები მხოლოდ ახლა იწყებენ ამ საზოგადოებების წესების გაშიფვრას. თუ ისინი მიხვდებიან, როგორ მუშაობენ კიბოს  უჯრედები ერთობლივად, მაშინ შესაძლებელია მათ მიაგნონ სიმსივნის ზრდის შეჩერების გასაღებს. “ ჩვენ უნდა მივიყვანოთ კიბო კოლაფსამდე”- ეს არის მეცნიერების თანამედროვე გამოწვევა.

სიმსივნის განვითარება იწყება მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედები მუტირებენ და ირღვევა დამცავი მექანიზმის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელი უჯრედების რაოდენობის კონტროლს. უჯრედები იწყებენ ძალიან სწრაფად გამრავლებას, უკონტროლო ზრდის პროცესში ისევ მუტირებენ, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მათ  გამრავლებას.

როცა სიმსივნე გარკვეულ ზომას გადააჭარბებს, ორგანიზმი უკვე ვეღარ უზრუნვეყოფს მათ სისხლმომარაგებას, ვეღარ კვებავს საჭირო ნივთიერებებით და ზრდის სტიმულატატორებით.

როგორ უკმლავდება სიმსივნე ამ არასახარბიელო გარემოს? როგორც აღმოჩნდა, ამ დროს უჯრედები  იწყებენ კოოპერირებას.

განვითარების რაღაც ეტაპზე კიბოს უჯრედები “ხვდებიან” თუ როგორ გამოიმუშავონ ზრდის სტიმულატორი ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ არამარტო საკუთარი თავისთვის, არამედ გადასცემენ გარშემომყოფ უჯრედებსაც. ეს თვისება ყოფილა ყველაზე ნიშნეული კიბოს საზოგადოებებისთვის: რომ ისინი არამარტო “ხვდებიან” თუ როგორ გადაირჩინონ თავი, არამედ “ზრუნავენ” საზოგადოების სხვა წევრების კეთილდღეობაზეც.

ამგვარი უჯრედული კოოოპერაცია შესაძლებელია ძალიან გართულდეს და ჩაიხლართოს – როგორც ეს Dr. Edward J. Gunther,  პენის შტატის სამედიცინო კოლეჯის ონკოლოგმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, როდესაც სწავლობდნენ მკერდის სიმსივნეს თაგვებზე.

კოოპერაცია კიბოს საზოგადოებებში ძალიან ჰგავს ჭიანჭველების კოლონიებისას. ჭიანჭველები ინაწილებენ საქმეს და სხვადასხვა ინდივიდები სხვადასხვა საქმიანობაში სპეციალიზდებიან. ამგვარად თანშეწყობილი საზოგადოებები, როგორც წესი, წარმატებას აღწევენ და ვითარდებიან, რომ არა ერთი სისუსტე, რომელსაც შესაძლოა გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდეს საზოგადოებებზე.

ისინი შესაძლოა გაანადგურონ ან ძალიან დაასუსტონ “მატყუარა” ჯგუფის წევრებმა, რომლებიც არაფრისმაქნისობენ და სხვა უჯრედების შრომის ნაყოფით (ზრდის სტიმულატორებით) იკვებებიან , თავად კი არანაირი სარგებელი არ მოაქვთ საზოგადოებისთვის. თუ “მოღალატეები” ძალიან მომრავლდნენ, მაშინ მშრომელი წევრები ვეღარ გაწვდებიან კიბოს საზოგადოების კვებით მომარაგებას და ზრდა შეჩერდება. როგორც აღმოჩნდა მოღალატე წევრები ძალიან გავრცელებული ფენომენია კიბოს საზოგადოებებში. თავდაპირველად ეს აღმოჩენა გაკეთდა პანკრეასის ჯირკვლის კიბოს კვლევის დროს დოქტორ არჩეტის და მისი კოლეგების მიერ.

კიბოს “მშრომელი” უჯრედები შეიცავნ გენს  სახელწოდებით IGF-II, რომელიც პასუხისმგებელია ზრდის სტიმულატორების გამომუშავებაზე. ამავე კიბოში არიან უჯრედები რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოხსენებული გენი, შესაბამისად ისინი უსარგებლო და პარაზიტი წევრები არიან. მეცნიერები ცდილობნდნენ დაედგინათ შესაძლებელია თუ არა რომ ეგრეთწოდებულ “დეზერტირებს” უპირატესობა მოეპოვათ საზოგადოებაში .
ამის დასადგენად მკვლევარებმა ერთმანეთში აურიეს ორივე ტიპის უჯრედები და დააკვირდნენ მათ ქცევას. აღმოჩნდა რომ უსაქმურებმა დაიწყეს ზრდა მშრომელი უჯრედების გამომუშავებული ზრდის სტიმულატორების შთანთქმის საშუალებით და გამრავლდნენ იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე გამრავლდებოდნენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რომ ყოფილიყვნენ.

მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ უჯრედების კვლევაში და მიაგნეს ერთ ძალიან საინტერესო გზას, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახადეს კიბოს საზოგადოების სრულ კოლაფსამდე მიყვანა. ორივე ტიპის უჯრედები მოათავსეს საკვები ნივთიერებებითა და ზრდის სტიმულატორებით მდიდარ გარემოში. “ზარმაცებმა” არ დააყოვნეს და დაიწყეს ზრდა , მოიხმარდნენ რა არამარტო გარემოს ნივთიერებებს , არამედ “მშრომელი” უჯრედების მიერ გამომუშავებულ ზრდის სტიმულატორებსაც. ხოლო რაც შეეხება “მწარმოებლებს” ისინი უკან ჩამორჩნენ ზრდაში , რადგან ისინი მიუხედავად ხელსაყრელი გარემოსი, მაინც ხარჯავდნენ ენერგიას ზრდის სტიმულატორბის გამომუშავებაზე რაც შექმნილ სიტუაციაში სრულიად ზედმეტი და არასაჭირო იყო. გარკვეული პერიოდის მერე მოღალატეებმა შეძლეს და “დაიკავეს” მთლიანი პოპულაცია. კიბომ ზრდა შეწყვიტა.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს რომ თუ ექსპერიმენტს თავიდანვე დაიწყებნენ მოღალატე უჯრედების უფრო მეტი პროპორციით,მაშინ სიმსივნე ზრდას უფრო მოკლე პერიოდში გაწყვეტდა.

ამ აღმოჩენამ ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუხსნა ონკოლოგებს. დოქტორი არჩეტი და მისი კოლეგები მუშაობენ კიბოსთან ბრძოლის სრულიად ახალ სტრატეგიაზე. ისინი შეეცდებიან შექმნან “კიბო კიბოში”.

მკვლევარები იღებენ სიმსივნიდან მშრომელ , IGF-II  გენის შემცველ უჯრედებს, უთიშავენ მათ ამ გენს, ამრავლებენ და შემდეგ უკან ათავსებენ სიმსივნეში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აწ უკვე მოღალატეებად ქცეული კიბოს უჯრედები იმდენად შეძლებენ მომძლავრებას, რომ სიმსივნეს კოლაფსამდე მიიყვანენ .

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევები დიდი ხანია არ არის დაწყებული და ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ხდება მათი ექსპერიმენტირება, მეცნიერები ძალიან დიდი იმედის თვალით უყურებენ ამ მეთოდს. მისი მთავარი სიძლიერე სხვა მეთოდებთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ კიბოს რეციდივის შანსი თითქმის არ არსებობს. სიმსივნის თანამედორვე თერაპიები არ არის ეფექტური იმ მხრივ, რომ კიბოს უჯრედები ხდებიან რეზისტენტულები ამ თერაპიების მიმართ და არც ისე პატარა ალბათობით შესაძლებელია სიმსივნე დროთა განმავლობაში ისევ აღმოცენდეს და გავრცელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ სიმსივნე ისეთი დაავადებაა, რომელიც რეციდივის დიდი ალბათობით ხასიათდება, მეცნიერები ცდილობენ რომ მკურნალობა ეფექტური გამოდგეს გრძელვადიან პერსპექტივაში. “კიბოში კიბოს ინკორპორირების” მეთოდი კი სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში ხდის სიმსივნის მკურნალობას სტაბილურს.

გააზიარე