I'm results-driven and detail-oriented IT Project Manager with a demonstrated history of working on international projects, higher education in business administration along
with geeky interest in computer science.
რა არის Lean Six Sigma
Lean და Six Sigma მეთოდოლოგიების იდეალური წყვილია როცა საქმე მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას, დანაკარგის შემცირებას, პროდუქტიულობის გაზრდას და დეფექტების აღმოფხვრას ეხება.
დანაკარგი ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ეს დანაკარგი დრო ან ფულია. Lean Six Sigma ორი მეთოდოლოგიის გაერთიანებაა (Lean და Six Sigma) რომელიც მნიშვნელოვან პროცესებს აჩქარებას რათა ორგანიზაციებმა პრობლემების გადაჭრა უფრო სწრაფად შეძლონ, ისე რომ არ შეწყვიტონ ღირებულების შექმნა მომხმარებლისთვის. Lean მეთოდოლოგია მიმართულია დანაკარგის შემცირებისკენ, ხოლო Six Sigma მეთოდოლოგია ეხმარება ორგანიზაციებს დეფექტების რაოდენობა პროცესების გაუმჯობესებით და შეუსაბამობების გამოსწორებით. Lean და Six Sigma გაერთიანებით მიიღება მეთოდოლოგია რომელიც ეხმარება ბიზნესს დროისა და ბიუჯეტის მართვაში.
დანაკარგის 8 ტიპი:
Six Sigma ძირითადად კონცენტრირებულია დანაკარგის შემცირებაზე და იგი ერთმანეთისგან განასხვავებს 8 ტიპის დანაკარგს:
- დეფექტი
- გადაჭარბებული წარმოება
- ლოდინის დრო
- აუთვისებელი ტალანტი
- ტრანსპორტირება
- ინვენტარი
- გადაადგილება
- ზედმეტი გადამუშავება
ამ 8 ტიპის დანახარჯის შემცირების შედეგად ორგანიზაციას შეეძლება პრობლემები უფრო სწრაფად გადაჭრას, შეამციროს დეფექტები პროცესში და გაზარდოს პროდუქტიულობა.
გადაჭარბებული წარმოება მოიცავს ყველა ისეთ პროდუქტს რომელიც იმაზე მეტი რაოდენობით არის წარმოებული ვიდრე ორგანიზაციას სჭირდება, რაც თავისთავად ნიშნავს ზედმეტად დახარჯულ დროს და ენერგიას. გამოუყენებელი ტალანტი ნიშნავს ისეთ დანაკარგს, როცა კომპანია თანამშრომელს ისეთ პოზიციაზე ამუშავებს სადაც ის არ არის კვალიფიციური ან დატრენინგებული. ტრანსპორტირების დანახარჯი, (ასევე ცნობილი როგორც მიტანის დანახარჯი), არის დრო შეკვეთის მომზადებიდან კლიენტისთვის ჩაბარებამდე. ინვენტარი, ოპერაციები ან მოძრაობის დანახარჯები მოიცავს ყველა დროით დანახარჯს რომელსაც არ მოაქვს ფულადი ღირებულება ან არ არის ჭკვიანურად გამოყენებული.
Lean Six Sigma-ს პრინციპები
მიუხედავად იმისა რო Lean-ს და Six Sigma-ს საკუთარი პრინციპები აქვთ როგორც დამოუკიდებელ მეთოდოლოგიებს, Lean Six Sigma დამატებით პრინციპებს გვთავაზობს, რომელიც ამ ორი მეთოდოლოგიის გაერთიანებით არის მიღებული:
- იმუშავე კლიენტისთვის: დარწმუნდი რომ ყველა ცვლილება რომელსაც განახორციელებ კლიენტისთვის იქნება სასარგებლო, მაღალ სტანდარტებზე მორგებული და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
- იპოვე პრობლემა და კონცენტრირდი: შეეცადე არ გადაერთო სხვა საკითხებზე, მანამ სანამ მუშაობ ორგანიზაციული პროცესების დახვეწაზე. ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ დარჩი მასზე კონცენტრირებული და დანარჩენ საკითხებზე მას შემდეგ გადადი რაც მთავარ პრობლემას გარკვეულ დონემდე მიიყვან.
- შეამცირე “საცობები”: საცობებში იგულისხმება ისეთი პროცესები რომლებიც მუშაობას ანელებს, მათი მოძებნა და ოპტიმიზაცია ბიზნესის ეფექტურობას და ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
- ჯანსაღი კომუნიკაცია და გუნდის ტრენინგი: Lean Six Sigma-ს იმპლემენტაციამ შესაძლოა გაურკვევლობა წარმოშვას კომპანიაში. დარწმუნდით რომ ყველა გათვითცნობიერებულია და მზადაა ახალი მეთოდოლოგიის ასათვისებლად. აუცილებელია ჯანსაღი კომუნიკაციის შენარჩუნება გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად.
- იყავი მოქნილი და პასუხისმგებლიანი: მეთოდოლოგიის იმპლემენტაციის შემდეგ საჭიროა მასზე მუდმივი დაკვირვება, არაა აუცილებელი იმ გემზე დავრჩეთ რომელიც იძირება, შეგვიძლია გავხდეთ მოქნილები და წარუმატებლობის შემთხვევაში მეთოდოლოგია ჩვენს მდგომარეობას მოვარგოთ.
Lean Six Sigma- ქამრები
ამ მეთოდოლოგიის “ჩემპიონობამდე” საკმაოდ შორი გზაა, ისე როგორც შერეულ ორთაბრძოლებში,
Lean Six Sigma-ში სხვადასხვა ტიპის ქამრები, ანუ დონეები გვაქვს:
- თეთრი ქამარი: დამწყების დონის ქამარი, თეთრი ქამრის მფლობელს ესმის Lean Six Sigma-ს პრინციპები, რომელიც მოიცავს ტერმინოლოგიას, სტრუქტურას და მეთოდოლოგიის მიზნებს.
- ყვითელი ქამარი: ყვითელი ქამრის მფლობელს ღრმად აქვს გაანალიზებული Lean Six Sigma-ს პრინციპები, იგი იღებს მონაწილეობას პროექტის გუნდის აქტივობებში.
- წვანე ქამარი: მწვანე ქამრის მფლობელის მოვალეობებში შედის Lean Six Sigma პროექტების ინიცირება და მართვა, იგი ასევე ატრენინგებს თეთრ და ყვითელი ქამრის მფლობელებს. ამ ეტაპზე, ქამრის მფლობელს მეთოდოლოგიის სიღრმისეული ცოდნა აქვს.
- შავი ქამარი: შავი ქამრის მფლობელს აქვს ექსპერტული ცოდნა მეთოდოლოგიაში, იგი განიხილება როგორც მენტორი, მწვრთნელი და ლიდერი Lean Six Sigma პროექტებში.
- ოსტატის შავი ქამარი: ეს წოდება და შესაბამისად პასუხისმგებლობა, მეთოდოლოგიის არათუ პროექტში არამედ ორგანიზაციაში დანერგვას გულისხმობს, ქამრის მფლობელს პირდაპირ კომუნიკაცია აქვს აღმასრულებლებთან და ჩართულია მენტორობის და მონიტორინგის პროცესში.
- ჩემპიონი: მეთოდოლოგიის ყველაზე მაღალი წოდება განკუთვნილია აღმასრულებელი ლიდერებისთვის, რომლებიც ირჩევენ რომელი პროექტი განხორციელდება და ასევე უზრუნველყოფენ რომ მათ გუნდს ყველაფერი აქვთ რაც წარმატებისთვის დასჭირდებათ.
როგორ უნდა ინტეგრირდეს Lean და Six Sigma?
Lean-ის და Six Sigma-ს ინტეგრაცია საკმაოდ მარტივია, მითუმეტეს თუ ორგანიზაციას ერთ-ერთი მათგანი უკვე დანერგილი აქვს. თან სავარაუდოა რომ კომპანიების უმეტესობა ისედაც იყენებს Lean მეთოდოლოგიას, მიუხედავად იმისა ასე ეძახიან თუ არა ისინი მას. Lean-ის საფუძველი წარმოებიდან მოდის, სადაც ის ბიზნეს მეთოდოლოგიის და წარმოების პროცესის დეფექტის და დანაკარგის შესამცირებლად შექმნეს. Six Sigma-ც სათავეს ოპერაციებიდან და წარმოებიდან იღებს.
ამერიკის ხარისხის განვითარების ასოციაცია (ASQ) აცხადებს, რომ ყველაზე წარმატებული იმპლემენტაციები იწყება Lean მეთოდოლოგის დანერგვით და შემდეგ პრობლემების არსებობის შემთხვევაში საქმეში უკვე ტექნიკური Six Sigma შემოდის.
ყველა ორგანიზაციას ინდივიდუალური სტრატეგია ექნება Lean-ის და Six Sigma-ს ინტეგრაციასთან მიმართებაში. Lean უფრო მეტად ისეთ ხელსაწყოებს იყენებს როგორიც არის kaizen, ხოლო Six Sigma უფრო მეტად სტატისტიკურ ანალიზზეა დაფუძნებული, ექსპერიმენტებსა და ჰიპოთეზურ ტესტებზე.
როგორ გამოვიყენოთ Lean Six Sigma ?
როგორც ყველა მეთოდოლოგიაში, თეორიის გააზრების შემდეგ მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკაში გამოყენების გზები ვეძებოთ. Lean Six Sigma-ს პრაქტიკაში გამოყენება ბევრი ხელსაწყოთი, ტექნიკით და მეთოდით არის შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე პოპულარულია:
- 5 რატომ – ამ მეთოდის მიზანი პრობლემის ძირეულ მიზეზზე გასვლაა და იგი შემდეგნაირად მუშაობს:
- დაწერე პრობლემა ფურცელზე (დაფაზე, ეკრანზე…), რათა გუნდის ყველა წევრმა შეძლოს მასზე კონცენტრირება
- იკითხე რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა
- თუ პასუხი ძირეული მიზეზი არ არის იკითხე თავიდან
- იკითხე რატომ ხუთჯერ მაინც, ძირეულ მიზეზე გასასვლელად (თუ საჭიროა)
- რეგრესიული ანალიზი – რეგრესიული ანალიზი სტატისტიკური პროცესია ორ ცვლადს შორის დამოკიდებულების დასადგენად. მათი ვიზუალიზაცია ცხადად გვანახებს რა კონკრეტული შედეგი მოყვება, კონკრეტულ ქმედებებს. თუმცა რეგრესიულმა ანალიზმა შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს, ამის თავიდან ასაცილებლად კი უნდა გავითვალისწინოთ რომ:
- როცა ორ ცვლადს შორის კორელაციაა, შესაძლოა ვიფიქროთ რომ ერთი იწვევს მეორეს, თუმცა ეს შესაძლოა მცდარი დებულება იყოს, რადგან კორელაცია არ ნიშნავს რომ ერთი ცვლადი იწვევს მეორეს.
- რეგრესიულ მოდელში ორი ცვლადს შორის შესაძლოა ისეთი მჭიდრო კორელაცია იყოს რომ გართულდეს ინდივიდუალურად მათი ეფექტების გარჩევა
- პარეტოს დიაგრამა – პარეტოს დიაგრამა ვიზუალურად გვაჩვენებს განსხვავებს მონაცემთა სხვადასხვა ჯგუფს შორის, რაც სამუშაო გუნდს აძლევს საშუალებს გამოარჩიონ ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც პროცესს აქვს. პარეტოს დიაგრამა ხშირად ყველაზე მნიშვნელოვან ხელსაწყოდ არის მოხსენიებული, რომელიც მიზეზების იმ 20%-ის იდენტიფიცირებაში გვეხმარება, რომლებიც პრობლემების 80%-ს იწვევენ.
- კაიზენი – კაიზენის მეთოდი გულისხმობს მუდმივ დაკვირვებას, იდენტიფიცირებას და ცვლილებების ეტაპობრივად იმპლემენტირებას სამუშაო პროცესში. კაიზენის მეთოდოლოგიის მიხედვით, ნებისმიერი პრობლემა ან დანაკარგი შესაძლოა შემცირდეს, კოლექტიური მუშაობით, როცა ყველა ცდილობს მინიმალური დეფექტების შემცირებას დღის განმავლობაში.
Lean Six Sigma-ს საკმაოდ ბევრი ხელსაწყო და მეთოდი აქვს, შეგიძლიათ იხილოთ როგორც კომერციული ასევე უფასო შაბლონები.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on სექტემბერი 24, 2020
- on აგვისტო 21, 2020
- on აგვისტო 7, 2020
- on ივლისი 23, 2020
- on ივლისი 10, 2020
- on ივნისი 26, 2020
- on მაისი 29, 2020
- on მაისი 15, 2020