"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."
რა ელის რუსეთს ყირიმის ანექსიიდან ოთხი წლის შემდეგ?
XXI საუკუნე პოზიტიური გზავნილების, გამოწვევების, ერთმანეთზე ზრუნვის და სოციალური პროგრესის ეპოქაა. ცივილური საზოგადოება მიისწრაფვის სტაბილურობისკენ, სადაც პაციფიზმი საკმაოდ სწრაფად იმყარებს პოზიციებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც თეორიულად უკვე აღარ უნდა გვეშინოდეს დაპყრობითი ომების როგორც ასეთის, როდესაც ეროვნული ინტერესების დაცვა ხდება არა იარაღით ხელში, არამედ ყველაფერი ტრანსფორმირდება და ბრძოლის ველი ტრანს-ნაციონალური კომპანიების და საერთაშო ორგანიზაციების დონეზე ინაცვლებს.
მდგრადი განვითარების კონცეფცია სწრაფად გადმოდის პრაქტიკაში და თანამედროვე ადმიანის სოციალური მოტივატორი ხდება. რაც დრო გადის სულ უფრო ნაკლები მზაობა არსებობს აგრესიული და არაჰუმანური ქმედებების მიმართ. სწორედ ამიტომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას ცივილიზებულმა დასავლეთმა თავდაპირველად ვერაფერი დაუპირისპირა. მსგავსი ქმედება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არავინ აღმოჩნდა მზად მოცემული სცენარისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პრეცენდენტი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და ამავე დროს, არღვევდა ყველა საერთაშორისო ნორმას და კანონმდებლობას, დასავლურმა ბიუროკრატიულმა მანქანამ დაიწყო ნელი მოქმედება და გამოსავალი სანქციებში იქნა ნაპოვნი.
თავდაპირველი ნაბიჯები იყო საკმაოდ არაადეკვატური და უსუსური. 2014 წლის მარტსა და აპრილში ცნობილი გახდა იმ ოფიციალური რუსი და ყირიმელი თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც გახდნენ სანქციების პირველი მსხვერპლნი, სანქციები ასევე ამოქმედდა იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ქონდათ საკმაოდ ახლო კავშირი ვლადიმერ პუტინთან და მის ხილულ მხარდამჭერად მოიაზრებოდნენ. მას მერე მოყოლებული სანქციები ეტაპობრივად ფართოვდებოდა და მოცემული მომენტისთვის უკვე მოიცავს რუსეთის ფედერაციის ბიზნეს სექტორს, ფინანსურ, ენერგო და სამხედრო ინდუსტრიას.
სანქციების დაწესების პირველი დღიდანვე არ ცხრება კამათი მათი ეფექტურობის შესახებ. ყველა თანხმდება იმ ფაქტზე, რომ სანქციების პირველი საფეხური რომელიც ძირითადად ინდივიდუალური პირების აქტივების წინააღმდეგ იყო მიმართული ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. სამაგიეროდ მეორე ეტაპი, რომელიც სექტორალური სანქციების დაწესებას ისახავდა მიზნად ბევრად უფრო ეფექტური გამოდგა. 2014 წლის ივლისის სექტორალური სანქციების შემდგომ ფაქტიურად ყველა ფინანსურმა ორგანიზაციამ შეუწყვიტა რუსეთის ფულადი რესურსებით მომარაგება. მოცემული სანქციების შედეგების გასამყარებლად პარალელურ რეჟიმში დაიწყო ასევე ნავთობის ფასების დაახლოებით 48%-ით შემცირება, რამაც ცხადია ბევრი თავსატეხი გაუჩინა რუსეთის ეკონომიკას, რომელიც დიდ წილად დამოკიდებული იყო ენერგომატარებლების ექსპორტიდან შემომავალ ფულად რესურსებზე.
მოცემულმა ნაბიჯებმა ასევე გამოიწვია რუსული რუბლის ვარდნა, და არასტაბილურობა (2013 წელთან შედარებით რუსული რუბლი დაახლოებით 60%-ით გაუფასურდა), სამომხმარებლო კალათის საგრძნობი გაძვირება, კაპიტალის ინტენსიური გადინება რუსეთიდან და ა.შ. ცხრილში მოცემულია რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარამატრების საპროგნოზო დინამიკა 2018 წლის ჩათვლით, საიდანაც ჩანს, რომ 2016 წელი უმძმესი იქნება მისი ეკონომიკისთვის.
დასახელება | 2014 წ. რეალური | 2015 წ | 2016წ | 2017წ | 2018წ | ||||
სცენარი 1 | სცენარი 1 | სცენარი 2 | სცენარი 1 | სცენარი 2 | სცენარი 1 | სცენარი 2 | |||
,,იურალსის” მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასი. ერთი ბარელის ფასი გამოხატული აშშ დოლარში | 98 | 60 | 70 | 60 | 75 | 60 | 80 | 60 | |
მიმდინარე წლის დეკემბრის ინფლაციის პროცენტული ცვლილება წინა წლის დეკემბრის ინფლაციასთან შედარებით | 11,4 | 10,8 | 5,1 | 4,5 | 4,2 | 4,0 | 4,0 | 4,0 | |
მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული ცვლილება წინა წელთან შედარებით | 0,6 | −3,2 | 0,7 | −1,2 | 2,4 | 0,0 | 1,7 | 1,7 | |
ხარჯები პირველადი მოხმარების პროდუქციაზე | 0,9 | −5,6 | −0,4 | −2,0 | 2,9 | −0,8 | 2,4 | 2,9 | |
1,3 | −5,9 | −1,2 | −2,1 | 3,5 | −1,9 | 2,9 | 3,2 | ||
კაპიტალის მთლიანი დაგროვება | −7,3 | −22 | 4,9 | −4,1 | 6,1 | 4,3 | 0,3 | 1,5 | |
−2 | −4,9 | 1,1 | −1,1 | 6,4 | 1,3 | 1,6 | 3,2 | ||
წმინდა ექსპორტი | 29,8 | 73,3 | 0,9 | 15,4 | −13,1 | −2,3 | −2,3 | −10,1 | |
ექსპორტი | −0,1 | 0,9 | 2,2 | 1,0 | 2,0 | 1,3 | 1,6 | 1,8 | |
იმპორტი | −7,9 | −21,7 | 2,6 | −3,5 | 6,7 | 2,4 | 2,8 | 5,5 | |
ეროვნული ვალუტის % ზრდა წლის განმავლობაში | 2,2 | 2−7 | 4−9 | 0−5 | 10−15 | 2−7 | 8−13 | 7−11 | |
ფულადი მასის (ვიწრო გაგება) %ზრდა წლის განმავლობაში | 2,7 | 0−2 | 2−4 | (−2)−2 | 9−11 | (−1)−3 | 7−9 | 4−8 | |
არასაფინანსო ორგანიზაციებისთვის კრედიტის % ცვლილება, რომელიც გამოხატულია რუბლსა და უცხოურ ვალუტაში მთელი წლის განმავლობაში | 25,9 | 2−7 | 4−9 | 0−5 | 10−15 | 2−7 | 8−13 | 7−11 |
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის კონტრსანქციებმა, ასევე თავად დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმაც, არა მარტო რუსეთზე იქონია გავლენა, არამედ ევროპის ქვეყნებზეც. ამაზე საკმაოდ იშვიათად საუბრობენ, თუმცა ზოგიერთი გაანგარიშებით რამდენიმე ასეული ათასიდან ორ მილიონამდე (როიტერსი, 22 ივნისი, 2015) ვროპელმა დაკარგა სამუშაო ადგილი.
დაწესებულ სანქციებს რუსეთის მხრიდან აქტიური თავდაცვითი პოლიტიკა მოჰყვა, რომელიც ძირითადად სამოქალაქო თვითშეგნების გამყარებისკენ იყო მიმართული. რუსული პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერების შედეგად, მივიღეთ საკმაოდ მობილიზებული საზოგადოება, რომელიც დასავლეთს და აშშ-ს ადანაშაულებს ქვეყნის ყველა წარუმატებლობაში და აქტიურად უჭერს მხარს პუტინის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში.
ეკონომიკური სანქციები, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, ვერ ცვლის მის პოლიტიკურ კურსს, ამ ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად იმყარებს ფეხს უკიდურესი რადიკალიზმი, რომელიც ახდენს კონფლიქტის ესკალაციას უკრაინაში და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საიმედო უსაფრთხოების სისტემის არსებობას მსოფლიოში. არსებულ კონტექსტში დღითიდღე ცხადი ხდება, რომ ურთიერთობის მსგავსი ფორმატი მალე ამოწურავს თავის რესურსს. დავბრუნდებით თუ არა ცივი ომის პერიოდში, ეს ალბათ არავინ უწყის, თუმცა ცხადია, ის რაც არ მოხდა 2008-ში, მოხდა 2014-ში, რუსეთის აგრესიამ მსოფლიო გამოაღვიძა. პროცესი იქნება ნელი და მტკივნეული და ოდესმე შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მაგრამ რუსი ხალხი გაჭირვებას მიჩვეულია, ეკონომიკური სიდუხჭირე მალე ვერ გატეხს მას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პერიოდში შეტევას მძლავრი სოციალური ხასიათი ქონდეს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 23, 2018
- on აგვისტო 17, 2017
- on დეკემბერი 7, 2016
- on ნოემბერი 2, 2016
- on ოქტომბერი 11, 2016
- on სექტემბერი 22, 2016
- on სექტემბერი 20, 2016
- on სექტემბერი 13, 2016