"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"
რა ღირს მოტივაცია?
როდისმე თუ გიფიქრია რატომ მუშაობენ თანამშრომლები შენს კომპანიაში? კარგი ხელფასი – ის პასუხია, რომელიც კვლევის შედეგად რესპოდენტების 58%-მა დააფიქსირა. მეორე, ყველაზე გავრცელებული პასუხი, ალტერნატივის არარსებობა იყო.
გაიცანით კომპანია Pfizer, 2014 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, ყველაზე ბედნიერი თანამშრომლების სამუშაო ადგილი. ეს შედეგი www.careerbliss.com-ის მიერ აშშ-ის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. კომპანია ფარმაცევტული ბაზრის მსოფლიო ლიდერია, სწრაფად მზარდი, ინოვაციური მონსტრი, ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ყველა კომპანიის მთავარი კონკურენტი. მანამ, სანამ მსოფლიოს მკვლევარები და ბესტსელერების ავტორები კომპანიებს მომხმარებელზე მეტ ზრუნვას ურჩევენ, Pfizer-ი თანამშრომლებზე უკვე ზრუნვას. ალბათ იფიქრებ, ერთი მეორეს არ გამორიცხავსო, მართალია, თუმცა მომხმარებელზე შენმა თანამშრომლებმა უნდა იზრუნონ. თანამშრომლებმა, რომლებიც ცხოვრების უდიდეს ნაწილს შენს კომპანიაში ატარებენ, შენი წესებით თამაშობენ, შენს ბრენდს ქმნიან. მომხმარებლებზე ის თანამშრომლები ზრუნავენ, გუშინ შენიშვნა რომ მიეცი, წლის ბოლოს კი პრემიის ჩარიცხვას უპირებ.
ბლოგის წერისას, ვიფიქრე, Pfizer-ის რიგითი თანამშრომლების კომენტარები, სტაჟიორების მოსაზრებები მომეძიებინა. უცვლელად გთავაზობთ: “მენეჯერების უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. მომწონს ,როცა შემიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება“ – ტექნიკური პროექტების მენეჯერი. მეორე საინტერესო კომენტარი: “Pfizer-ში 20 წელი ვიმუშავე და ეს საუკეთესო ადგილია სამუშაოდ. ყველა პატივისცემით გექცევა, გარემო გაძლევს ზრდის შესაძლებლობას და ანვითარებს შენს უნარებს.“ – კონტროლის ინჟინერი.
Pfizer-ში მუშაობის აღწერისას ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებია: “საოცარი გარემო“, “დიდი გამოცდილება“, “სწავლის შესაძლებლობა“. არსად, არავინ ახსენებს ხელფასს.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი, როზაბეტ მოს კანტერი ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერს: “ხელფასი საქმეს ხშირად აფუჭებს, თუ კომპენსაცია შეუსაბამოა ან უსამართლო. ხელფასი საქმეს აფუჭებს მაშინაც კი, როდესაც შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ერთადერთი მოტივატორია. თანამშრომლები მას სწრაფად ეჩვევიან და სხვა მოტივატორებს ეძებენ.” რა არის “სხვა” მოტივატორი?
Pfizer-ის ქეისი აქაც კარგი მაგალითია. ინდივივიდუალური ჯანდაცვის გეგმა, სამუშაო გრაფიკის დამოუკიდებლად დაგეგმვის შესაძლებლობა, წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა (მაგალითად, მარკეტინგის განყოფილებას აქვს საშუალება მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებთან მუშაობის და ა.შ.) გუნდური მუშაობის კულტურა, თანამშრომელთა განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია ის კრიტერიუმებია, რაც თანამშრომლებს ხელფასზე მეტად აინტერესებთ. ამაზე მოწმობს კომპანიის ლიდერობა “ბედნიერი თანამშრომლების” რეიტინგში.
დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას. მოცემული კვლევა 2014 წლის თებერვალში, თბილისში ჩატარდა. თუ შენი პასუხი, რესპოდენტებივით “მაღალი ხელფასია”, იცოდე, რომ ცდები. მოტივაცია ხელფასზე ძვირი ღირს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 8, 2016
- on მარტი 22, 2016
- on დეკემბერი 15, 2015
- on ნოემბერი 24, 2015
- on ნოემბერი 16, 2015
- on ოქტომბერი 13, 2015
- on აგვისტო 11, 2015