"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა “ადიდასი“?
2018 წელს კომპანია “ადიდასის“ შემოსავლებმა 25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 2.5 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის აქტივები 17 მილიარდ დოლარამდე არის შეფასებული. დასაქმებული ჰყავს 57 ათასზე მეტი ადამიანი. ის არის სპორტული ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზეა “ნაიკის“ შემდეგ.
1924 წელს “ადიდასი“ დაარსეს გერმანელმა ძმებმა ადოლფ ადი დასლერმა და რუდოლფ დასლერმა. რუდოლფი კიდევ ერთი ცნობილი სპორტული კომპანია – “პუმას“ დამაარსებელია. “ადიდასის“ დაარსებაში და განვითრებაში კი უფრო დიდი წვლილი ადოლფს აქვს. კომპანიას 1949 წლამდე “ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა“ ერქვა.
24 წლის ადოლფ დასლერმა, რომელიც ხაბაზი იყო, სპორტული ფეხსაცმელების შეკერვა სამრეცხაოს ოთახში დაიწყო. ეს მოხდა გერმანიის პატარა ქალაქ ჰერცოგენაუხში, სადაც ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ იყო და ამიტომ კუსტარულად აწყობილ დანადგარებზე უხდებოდათ ფეხსაცმელების შეკერვა.
დასლერები ახერხებდნენ ფეხსაცმლის წარმოებაში სიახლეები შომოეტანათ (მაგალითად, რკინის წვეტებიანი ძირები, სქელი ტილოს ნაჭრის გამოყენება და ა.შ.) და შესაბამისად საქმე კარგად მისდიოდათ. 1927 წელს საწარმოში 25 ადამიანი მუშაობდა და დღეში 100 წყვილს ფეხსაცმელს კერავდნენ.
გარღვევა მოახდინეს, როცა ამერიკელი სპრინტერი უეინს ჯესი დაითანხმეს 1936 წლის ოლიმპიადაზე მათი შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით ეასპარეზე. ჯესმა 1936 წლის ოლიპმიადაზე 4 ოქროს მედალი აიღო. დასლერების ფეხსაცმლის ცნობადობა და რეპუტაცია სწრაფად გაიზარდა. მე-2 მსოფლიო ომამდე დასლერები წელიწადში 200 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს დასლერებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წარმოება დაევალათ. 1945 წელს ქარხანა ომის შედეგად თითქმის განადგურდა და აშშ-ს გავლენის სფეროში მოექცა. ომის დასრულების შემდეგ დასლერებმა დაარწმუნეს ამერიკელები, რომ მათ მხოლოდ ბიზნესი და ფეხსაცმელების წარმოება აინტერესებდათ. წარმოება აღდგა და თავად გერმანიაში მყოფი ამერიკლებიც მათი კლიენტები გახდნენ.
1947 წელს ძმებს უთანხმოება მოუვიდათ. რუდოლფ დასლერმა დააარსა ახალი კომპანია “რუდა“, რომელსაც მოგვიანებით “პუმა“ დაერქვა. ადოლფ, იგივე ადი დასლერმა კი 1949 წელს ახალი კომპანია “ადიდასი“ დაარეგისტრირა. ძმების კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ. ისე დაასრულეს სიცოცხლე, რომ არ შერიგებულან.
“ადიდასმა“ და “პუმამ“ გააგრძელეს უკვე წარამტებით ნაცადი მარკეტინგული კამპანია, ცნობილ სპორტსმენებს, მათ შორის გერმანიის ფეხბურთის ნაკრების წევრებს უფასოდ სთავაზობდნენ თავიანთი ფეხსაცმელების გამოყენებას. იყო მომენტები, როდესაც სპორტსმენებმა ფულიც კი მოითხოვეს, რომელიც მეტს გადამიხდით, მის ფეხსაცმელს ჩავიცმევთო.
1952 წელს “ადიდასმა“ ფინურ კომპანია “კარჰუ სპორტისგან“ ცნობილი სამხაზიანი ლოგო შეიძინა. 50-იანი წლების ბოლოს კომპანია სპორტული ტანსაცმლის და ჩანთების წარმოებას იწყებს.
1960-1970-იანი წლები კომპანიის აღმავლობის წლები იყო, გაყიდვები სწრაფად იზრდებოდა, თუმცა 1978 წელს ადოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიის მართვა მისმა მეუღლემ განაგრძო, რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა. მართვა შვილმა ჰორსტ დასლერმა გადაიბარა, მაგრამ მოულოდნელად, 1987 წელს ისიც გარდაიცვალა. მისმა დებმა კომპანია 1.6 მილიარდ ფრანგულ ფრანკად ფრანგ ბიზნესმენს და მოგვიანებით მინისტრს ბერნან ტაპის მიჰყიდეს. ტაპიმ “ადიდასის“ საწარმოები აზიაში გადაიტანა, რადგან წარმოება გაცილებით იაფი ჯდებოდა.
1997 წელს ტაპი დაიჭირეს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით. სესხის გადაუხდელობის გამო 2000 წელს “ადიდასი“ ბანკმა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ლუის დრეფიუსს 4.5 მილიარდ ფრანკად მიჰყიდა. დრეფიუსი საკმაოდ წარმატებული მმართველი იყო, 1993 წლიდან 2000 წლამდე კომპანიის შემოსავლები გააოთხმაგა. 2000 წელს კომპანიამ 7.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
2006 წელს “ადიდასმა“ კომპანია “რიბოკი“ შეისყიდა და ამით “ნიკეს“ მთავარი კონკურენტი გახდა მსოფლიოში. 2006 წელს კომპანიის მოგება 10 მილიარდი ევრო იყო, რომელიც 2012 წლისთვის 15 მილირდ ევრომდე გაიზარდა. 20 მილიარდს კი 2017 წელს გადასცდა.
დღეს ადიდასი აწარმოებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სპორტულ აქსესუარებს, ჩანთებს, ბურთებს, სუნამოებს. არის სხვადასხვა სპორტში რამოდენიმე გუნდის სპონსორი და ასევე მის პროდუქციას რეკლამას უკეთებენ მესი, სალაში, პოგბა, მარსელო, იოზილი, ბეილი, დიბალა და სხვა ცნობილი სპორტსმენები.
[RECOMMENDED]
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024