"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა “ვესტერნ იუნიონი“?
“ვესტერნ იუნიონი“ მე-19 და მე-20 საუკუნეში აშშ-ში ტელეგრაფის გაგზავნაში მონოპოლისტი იყო, დღეს კი ძირითადად სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელებით არის ცნობილი. 2019 წელს “ვესტერნ იუნიონის“ შემოსავალმა 5.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 800 მლნ დოლარი. კომპანიის აქტივები 9 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 10 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 12 ათასი ადამიანი.
1851 წელს ამერიკელმა იურისტმა სამუელ სელდენმა და მეწარმე ჰირამ სიბლიმ დაარსეს “New York and Mississippi Valley Printing Telegraph Company“. კომპანია ტელეგრაფების გაგზავნის მომსახურებით იყო დაკავებული. 1856 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა აღადგინა გაკოტრებული კომპანია “New York & Western Union Telegraph Company“. ორ კომპანიას შორის კონკურენციას, გაერთიანება ამჯობინეს და ასე შეიქმნა “Western Union Telegraph Company“.
1860 წლამდე “ვესტერნ იუნიონმა“ მცირე კომპანიები შეისყიდა და მისი ტელეგრაფის ხაზები ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროს, ხოლო 1861 წელს ტრანსკონტინენტური ქსელი გაიყვანა და სამხრეთ ამერიკას დაუკავშირა. 1865 წელს კი რუსეთს დაუკავშირა – ალასკადან ციმბირში. კომპანიის სიმდიდრე ძალიან სრაფად იზრდეობოდა. 1858 წელს მისი კაპიტალიზაცია 376 ათასი დოლარი იყო, ხოლო 1876 წელს 41 მლნ დოლარი.
1871 წელს “ვესტერნ იუნიონმა“ ფულის გაგზავნის მომსახურების გაწევა დაიწყო. ტელეგრაფს თანდათან კონკურენციას ტელეფონი უწევდა. თავიდან სცადა სატელეფონო მომსახურების სექტორში შესვლა, მაგრამ ამ დროს ტელეფონზე საავტორო უფლება ჰქონდა “Bell Telephone Company“-ს, რომელთანაც სასამართლო დავა წააგო და ისევ ტელეგრაფზე და ფულად გზავნილებზე გადაერთო სრულად.
ტელეგრაფს ტელეფონთან კონკურენციის გაწევა უჭირდა, ამიტომ “ვესტერნ იუნიონი“ თანდათან ფულადი გზავნილებს მომსახურების გაფართოებაზე და დახვეწაზე გადაერთო.
1884 წელს როდესაც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე “დოუ ჯონსის“ ინდექსი შეიქმნა, “ვესტერნ იუნიონი“ იყო ერთ-ერთი იმ თერთმეტი კომპანიიდან, რომლებიც პირველად მოიცვა “დოუ ჯონსის“ ინდექსმა. 1900 წელს კომპანიას უკვე მილიონი მილის სიგრძის ტელეგრაფის ხაზი ჰქონდა გაყვანილი, მათ შორის, ორი საერთაშორისო ხაზი ზღვის ქვეშ გადიოდა.
1913 წელს კომპანია “AT&T“-ს შერმანის აქტის დარღვევაში დადეს ბრალი და იძულებული გახდა, კომპანიის წილი გაეყიდა, რომელიც “ვესტერნ იუნიონმა“ იყიდა. მომავალ წლებში კიდევ 500-მდე მცირე კომპანია შეისყიდა. 1943 წელს კი მთავარი კონკურენტი “ Postal Telegraph Inc“ იყიდა.
“ვესტერნ იუნიონი“ არ იყო უბრალოდ მომსახურების გამწევი კომპანია, ამავე დროს ინოვატორი იყო, ტექნოლოგიურ სიახლეებზეც მუშაობდა. 1935 წელს “ვესტერნ იუნიონმა“ უკვე ფაქსის მომსახურება დაიწყო, 1958 წელს “ტელექსის“, რაც ნაბეჭდი ტექსტის ფოტოდ გაგზავნას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სმს-ის წინამორბედი. მათ შორის გამოიყენებოდა ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა დღეს ფართოდ გამოყენებაში “<3” და “THX”.
ფულის გაგზავნის სისტემას რაც შეეხება, “ვესტერნ იუნიონმა“ შექმნა პირველი შესაძლებლობა ადამიანებს ბანკის გარეშე გაეგზავნათ და მიეღოთ თანხა. არ იყო საჭირო ბანკში ანგარიშის ქონა. კომპანიას ფულის ბრუნვისთივს საკუთარი რესურსი ჰქონდა.
1964 წელს “ვესტერნ იუნიონმა“ ტლეგრამის გადაცემა რადიოს გამოყენებით დაიწყო, რაც აღარ საჭიროებდა კაბელების გამოყენებას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწრაფად იზრდებოდა მსოფლიო ეკონომიკა და იზრდებოდა ფულადი გზავნილების ბრუნვაც. “ვესტერნ იუნიონი“ სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხსნიდა მომსახურების ოფისებს.
2000 წლიდან “ვესტერნ იუნიონმა“ ინტერნეტით ფულის გაგზავნის სისტემა დანერგა. 2001 წელს 150 წლის იუბილეზე 150-ე ფიალიალი გახსნა.
2006 წელს კომპანიამ ბოლო ტელეგრამი გაგზავნა და სრულად გადაერთო ფულადი გზავნილების მომსახურებაზე.
2019 წელს “ვესტერნ იუნიონ“ წამში 34 საერთაშორისო ტრანზაქციას ახორციელებდა. გაგზავნა 300 მილიარდი დოლარი თანხა. ოფისები აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ფულად გზავნილებს ახორციელებს 130 სხვადასხვა ვალუტაში.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024