"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა კომპანია “ეფლი”?

როგორ გამდიდრდა კომპანია “ეფლი”?

2018 წლის აგვისტოში ამერიკული კომპანია Apple-ის ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ის არის პირველი კომპანია, რომლის ღერებულებამაც ტრილიონ დოლარს მიაღწია.

მეორე კომპანია, რომელიც ტრილიონიან ზღვარს გადასცდა “მაიკროსოფტია”. კომპანიის ღირებულება ნიშნავს გამოშვებული აქციების ჯამურ ღირებულებას. “ეფლის” აქციების ფასი გამოშვების დღიდან (1980 წელი) დღემდე დაახლოებით 50 ათასი პროცენტით არის გაზრდილი.

“ეფლი” 1976 წლის პირველ აპრილს დაარსეს სტივ ჯობსმა, სტივ უოზნიაკმა და რონალდ უეინმა. თუმცა, 1977 წელს უეინმა თავისი წილი უოზნიაკს მიჰყიდა. კომპანიის პირველი პროდუქტი კომპიუტერი “ეფლი” იყო, რომელიც წარმატებით იყიდებოდა, თუმცა არ იყო სრულყოფილი პერსონალური კომპიუტერი, რეალურად პროცესორებს აწყობდა.

1977 წელს კომპანიის შემოსავალი 775 ათასი დოლარი იყო, 1980 წელს კი უკვე 118 მლნ დოლარი. “ეფლი” საჯარო კომპანია 1980 წელს გახდა, ანუ საფონდო ბირჟაზე 100 მლნ დოლარის აქციები გაყიდა.

1984 წელს “ეფლმა” სრულყოფილი პერსონალური კომპიუტერის – “მაკინტოშის” წარმოება დაიწყო და საკმაოდ მასშტაბური სატელევიზიო სარეკლამო კამპანია აწარმოა. სარეკლამო რგოლს, რომლის რეჟისორი რიდლი სკოტი იყო, “1984” ერქვა, რაც ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანთან იყო კავშირში. სარეკლამო რგოლის იდეა იყო, რომ 1984 წელი არ იქნება ორუელის “1984” წლის მსგავსი, რადგან “მაკინტოში” გამოდის.

თავიდან ახალი კომპუტერი კარგად იყიდებოდა, მაგრამ მაღალი ფასის გამო, მალევე გაყიდვები შემცირდა. ურთიერთობა დაიძაბა სტივ ჯობსსა და კომპანიის მმართველ (CEO) ჯონ სკალსს შორის. 1995 წელს ჯობსი და უოზნიაკი კომპანიის მმართველობას ჩამოშორდნენ, მხოლოდ აქციონერებად რჩებოდნენ. მათ, “ეფლის” ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, კომპიუტერების და პროგრამული უზრუნველყოფის ახალი კომპანია “ნექსთი” დააარსეს.

1985-1997 წლებში “ეფლს” ჰქონდა როგორც წარმატებული პროექტები, ასევე წარუმატებელი. 1993 წელს აღმასრულებელი დირექტორი სკალი მაიკლ სპინდერმა ჩაანაცვლა. “IBM”-ის მხრიდან გაზრდილი კონკურენციის გამო “ეფლს” საქმე გაურთულდა და სტივ ჯობსის კომპანია “ნექსთი” შეიძინა მისი ოპერაციული სისტემის გამოსაყენებლად. ამ გარიგების შედეგად, ჯობსი “ეფლში” აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა და ეს თანამდებობა 2011 წლის იანვრამდე ეკავა. ამავე წლის ოქტომბერში კი გარდაიცვალა.

“ნექსთის” შესყიდვამ და სტივ ჯობსის დაბრუნებამ “ეფლი” გაკოტრებას გადაარჩინა.

1998 წელს კომპანიამ პირველი “iMac” გამოუშვა, რომელიც წარამტებით გაიყიდა.

2001 წელს გამოვიდა “ეფლის” ინოვაციური პროდუქტი “iPod”. 2003 წელს შეიქმნა “iTunes Store”. 2006 წელს “ინტელთან” თანამშრომლობით გამოდის  “MacBook Pro”.

2003-2006 წლებში “ეფლის” ერთი აქციის ფასი 6 დოლარიდან 80 დოლარამდე გაიზარდა.

2007 წელი კომპანია “ეფლისთვის” ახალი დიდი ერის დასაწყისი იყო, რადგან ამ წელს გამოუშვა პიველი “iPhone” და შეიქმნა “Apple TV”. გაყიდვაში გამოსვლიდან 30 საათში 270 ათასი “iPhone” გაიყიდა.

2010 წლის ოქტომბერში კომპანიის ერთი აქცია უკვე 300 დოლარი ღირდა.

წარამტება ფაქტობრივად უწყვეტად გაგრძელდა. კომპანია ქმნიდა ახალ პროდუქტებს და აუმჯობესებდა არსებულებს. ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკის დიზაინერთა ჯგუფი. 2012 წელს კომპანიის ღირებულებამ 624 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2013-2018 წლებში “ეფლი” 6-ჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ბრენდად.

2018 წელს ეფლის შემოსავალმა 266 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 59 მილიარდი დოლარი. დღეს კომპანიაში 132 ათასი ადამიანია დასაქმებული.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა