"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა “პეპსი“?
კომპანია “პეპსის“ ოფიციალური სახელი არის “პეპსიკო“ (PepsiCo). არ არის გასაკვირი, რომ ძირითადად “პეპსის“ სახელით მოიხსენიებენ, რადგან მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი პეპსია. 2018 წელს “პეპსიკომ“ 65 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 78 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს გადასცდა. დასაქმებული ყავს 263 ათასი ადამიანი.
1893 წელს ამერიკელმა ფარმაცევტმა კალებ ბრედჰემმა ჩრდილოეთ კაროლინაში სასმელი “ბრედის სასმელი“ დაამზადა, რომელსაც აფთიაქში ყიდდა. რამდენიმე წლით ადრე გამოჩნდა დღემდე მისი მთავარი კონკურენტი “კოკა-კოლა“. 1898 წელს სასმელს სახელი შეუცვალა და “პეპსი-კოლა“ დაარქვა. სასმელი წარამტებულად იყიდებოდა და ამიტომ, 1902 წელს ბრედჰემმა კომპანია “პეპსი-კოლა“ დააფუძნა. 1903 წელს კი სასმელის რეცეპტის პატენტი დაარეგისტრირა, ამავე წელს 8 ათას ქილამდე პეპსი გაყიდა.
კომპანიის საქმიანობა პირველ მსოფლიო ომამდე და შაქრის გაძვირებამდე კარგად მიდიოდა, 1923 წელს კი გაკოტრდა და ბრედჰემი ფარმაცევტულ საქმიანობას დაუბრუნდა. ამავე წელს კომპანია და პეპსის რეცეპტი “კრავენ ჰოლდინგმა“ შეიძინა, რომლისგანაც 1931 წელს ბროკერმა როი მეგარგელმა და ჩარლზ გუზმა შეისყიდა. გუზს 115 მაღაზიისგან შემდგარი ქსელი და რამოდენიმე რესტორანი ჰქონდა, სადაც კოკა-კოლას ნაცვლად პეპსი-კოლა შეიტანა გასაყიდად. კომპანიის საქმე დიდი წარმატებით არ მიდიოდა. 1940 წელს აქტიურ სარეკლამო კომპანიაზე გადავიდა. რეკლამები ძირითადად კომიქსებს დაუკავშრა, რამაც გაამართლა.
1950 წელს “პეპსი-კოლას“ მფლობელი “კოკა-კოლას“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალფრედ სტილი გახდა. მისმა აქტიურმა მცდელობამ გაეფართოვებინათ სარეკლამო კამპანია და გაყიდვების ფრომოუშენი, შედეგი გამოიღო, 50-იან წლებში კომპანიის შემოსავლები 11-ჯერ გაიზარდა და “კოკა-კოლას“ მთავარი კონკურენტი გახდა.
1965 წელს “პეპსი-კოლა“ კვების პროდუქტების კომპანია “ფრიტო-ლეისთან“ გაერთიანდა. გაერთიანებულმა კომპანიამ რესტორნების ქსელები “პიცა ჰატი“ და “ტაკო ბელი“ შეიძინა, რომლებიც მოგვიანებით გაყიდა. კომპანიის საქმე იმდენად წარმატებულად მიდიოდა, რომ “კოკა-კოლას“ გაყიდვებზე გადასწრების ამბიციაც კი გაუჩნდა.
1974 წელს პეპსი გახდა პირველი ამერიკული პროდუქტი, რომლის წარმოება და გაყიდვა საბჭოთა კავშირში დაიწყო. 1982 წელს უკვე პეპსის 7 ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში, აქედან ერთი სოხუმში იყო განთავსებული.
1984 წელს პეპსი იწყებს ახალ სტრატეგიას, მისი სარეკლამო სახეები ხდებიან ცნობილი მომღერლები და სპორტსმენები. პირველი ასეთი სარეკლამო სახე იყო მაიკლ ჯექსონი.
1990-იან და 2000-იან წლებში პეპსიმ რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის სასმელების და საკვების მწარმოებელი კომპანიები შეისყიდა. 2005 წელს კომპანიის შემოსავალმა 33 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2009 წელს 7 მილიარდ დოლარად 2 დიდი ჩამოსასხმელი ქარხანა იყიდა: “Pepsi Bottling Group“ და “ PepsiAmericas“. 2012 წელს დიდი რუსული სასურსათო კომპანია “Wimm-Bill-Dann Foods“ შეიძინა, რის შედეგადაც პეპსი სასმელების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია გახდა რუსეთში. 2012 წელს კომპანიის შემოსავალმა 65 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დღეს პეპსისთან ერთად კომპანიის ცნობილი და კარგად გაყიდვადი ბრენდებია: ლეისი, ტროპიკანა, 7 Up, მირინდა, აქუაფინა და სხვა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024