სტრატეგიული მენეჯერი, პარალელური კლასის დამფუძნებელი.

როგორ მივაღწიოთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?

როგორ მივაღწიოთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?

პანდემიის პირობებში გვჭირდება განვითარება და არა გადარჩენა. კრიზისის შემდეგ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და არა ძველ ნიშნულთან დაბრუნება. ბევრი დაიწერა და კვლავაც დაიწერება ანტი თუ პოსტ კრიზისული გეგმების შესახებ, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაც საერთო ელფერი დაკრავს, და სტანდარტული თეორიების თუ პრაქტიკების ჩარჩოებში არის ჩასმული. უკეთესი მომავლისთვის მეტი კრეატიულობა და განსხვავებული სტრატეგია არის საჭირო.

დასაწყისისთვის გავიაზროთ სად ვიმყოფებით და რატომ გვჭირდება სწრაფი ზრდა. ყველაზე ნათელ წარმოდგენას ეკონომიკის შესახებ გვაძლევს მთლიანი შიდა პროდუქტის გაზომვა ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოში მშპ ერთ სულზე დაახლოებით 4 260 დოლარია, მაშინ როდესაც მსოფლიოში, ეს  მაჩვენებელი  საშუალოდ 11 300 დოლარს შეადგენს. ეს მონაცემები ორ რამეს გვასწავლის. პირველი 2,4-ჯერ უფრო ღარიბულად ვცხოვრობთ ვიდრე საშუალო დონის ქვეყნები. მეორე, თუ თავისუფლების მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ ისევ  სიღარიბეში ვართ, ნიშნავს რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. 

 სხვისი გამოცდილებიდან რომ ვისწავლოთ, გადავხედოთ როგორ გამდიდრდნენ სწრაფად ქვეყნები:

პირველი, იაფი ადამიანური კაპიტალით ან ბუნებრივი რესურების (ნავთობი, ოქრო, გაზი) გაყიდვით მიღწეული სწრაფი ეკონომიკური ზრდა – არცთუ ისე მდიდრები ვართ და მაქსიმალური ექსპლუატაციის პირობებშიც, სავარაუდოდ ეკოლოგიური პრობლემები მეტი გვექნება ვიდრე სარგებელი.  

სტაბილურობა, კვალიფიციური სამუშაო ძალა, თავისუფალი ვაჭრობა და საგადასახადო შეღავათები – ირლანდიისთვის ან პოლონეთისთვის ამ ყველაფერმა სასწაული მოახდინა, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიების, არაპროგნოზირებადი ჩრდილოელი მეზობლის  და სხვა ხელშემლელი ფაქტორების გავითვალისწინებთ, არც ამ მოდელზე უნდა ავაგოთ ოცნების კოშკები.

მესამე მოდელი – ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს “Disruptive Innovations”, რაც გულისხმობს ისეთი ინოვაციების განვითარებას, რომელიც არსებულ პროდუქტს თუ მომსახურებს გახდის უფრო იაფს, მარტივს და მათთვის ხელმისაწვდომს ვისაც აქამდე არ შეეძლო აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა. ამის საუკეთესო მაგალილთს წარმოადგენს იაპონია. იაპონურმა კომპანიებმა დაიწყეს არსებული ტენდეციების დანგრევა და მრავალი სახეობის პროდუქტი გახადეს ხელმისაწვდომი მილიარდობით ადამიანისთვის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. მაგალითად ტოიოტამ ეს შეძლო ავტო ინდუსტრიაში, სონიმ – ტელევიზორი, რადიო და შემდგომში ციფრული ფოტოაპარატი გახადა ბევრად ხელმისაწვდომი, ქენონმა კი საშუალება მოგვცა სახლებისა თუ ოფისებისთვის მასიურად შეგვეძინა საბეჭდი მანქანები. “Disruptive Innovation”-ზე ფოკუსირების სტრატეგიამ იაპონიას მოუტანა ორნიშნა ეკონიმიკური ზრდა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, უმუშევრობის დონე მინიმუმამდე შემცირდა და ომის შედეგად განადგურებული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერსი ეკონომიკა განვითარდა.

გამდიდრებული იაპონელები კი სტრატეგიიდან გადაერთვენენ ფინანსურ მაჩვენებლებზე. ამას მოჰყვა ინვესტიციები ნაკლებხარჯიან და მოკლევადიან პროექტებში, რამაც საბოლოოდ ქვეყანა შეიყვანა ლიკვიდურობის ხაფანგში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სიტუაცია, როდესაც საპროცენტო განაკვეთი ნულთან არის გათანაბრებული, მონეტარული ინსტრუმენტები სტიმულის ნაცვლად დეფლაციას იწვევს და ეკონიმიკის ზრდა 1 პროცენტის ფარგლებშია. მიმდინარე პერიოდში უკვე სამხრეთ კორეა ცდილობს იაპონიის მაგალითის გამეორებას და აქტიურად აკეთებენ ინვესტიციებს “Disruptive Innovation” მიმართულებით, მაგ Hyundai და Kia.

მიუხედავად იმისა, რომ რესურსების ეფექტურად გამოყნება და რეფორმები აუცილებელია განვითარებისთვის, საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა “Disruptive Innovation”-ზე გადის, რაც მიღწევადია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთად მუშაობის შემთხვევაში.

ეხლა, ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ “Disruptive Innovation”-ს შეუძლია ქვეყნის მნიშვნელოვნად განვითარება, რატომ არავინ საუბრობს ამ მოდელზე ან არ ვიყენებთ? ასეთი უგულებლყოფა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული:

“Disruptive Innovation”, როგორც ეკონომიკური მოდელი არ არის აღიარებული, შესაბამისად მისი სწავლება არ ხდება ბიზნესის და ეკონომიკის სკოლებში, სადაც განათლებას იღებენ ადამიანები, რომელბიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებლები.

მიზეზი ასევე არის ის, რომ მსგავს ინოვაციებში ინვესტიციების განხორციელება არის საკმაოდ რისკიანი და გრძელვადიანი. უცხელი ინვესტორი ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია “Disruptive Innovation”-ში ინვესტირებას არ განახორციელებს, ამისთვის საჭიროა ადგილობრივი კაპიტალის მობილიზება. მაგარმ ადგილობრივი საინვესტიციო კომპანიები თუ კერძო ინვესტორები ინვესტიციების შესაფასებლად  ეყრდნობიან ფინანსურ მაჩვენებლებს – ROIC, IRR, RONA, Payback period. შესაბამისად უპირატესობა ენიჭება მოკლე პერიოდში მაღალი მოგების მომტან ინვესტიციებს ან გრძელვადიან მაგრამ სტაბილურ პროექტებს (ენერგეტიკა, ლოჯისტიკა). მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია,  ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საკმარისი არ არის.

კრიზისმა წარმოშვა როგორც საფრთხეები, ასევე შესაძლებლობები. პირველ რიგში ეს არის შესაძლებლობა გავაანლიზოთ წარსულში გადადგმული მცდარი ნაბიჯები და მოვახდინოთ პოლიტიკის გადახალისება. თუ იგივე პრიორიტეტები გვექნება რაც კრიზისამდე გვქონდა და მხოლოდ იმ სექტორების  დახმარებზე ვიფიქრებთ რასაც პანდემიამ ზიანი მიაყენა, ისევ სიღარიბეში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება.   

განვითარებისთვის გვჭირდება რესურსების ფოკუსირება “Disruptive Innovation”-ზე. საფუძველი ბევრი მიმართულებით უკვე ჩაყრილია. საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სტარტაპ საქართველო, ასევე კერძო სექტორი –  500 Startups შემოსვლა საქართველოში, სტარტაპერი, სტარტაპ ლაბები. მაგრამ ეს ყოველივე არ არის საკმარისი, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება, და რაც ყველაზე მთავარია აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ ინოვაციებზე, არამედ რევოლუციური პროდუქტის შექმნაზე. 

დასასრულს, დავამატებ რომ, “Disruptive Innovation”-ის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მომხმარებელთა ფოკუსირება ქართულ პროდუქტებზე, რის დეფიციტსაც ნამდვილად  განვიცდით. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს მოვიშველიებ – “სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მშვენიერს “უცხოს“ უწოდებენ, კარგ ქართულ თხილს “ბერძნულს“, ხოლო საუკეთესო ცერცვსაც “ბერძნულს“. ყველაფრის წარმოებას ვერც შევძლებთ და არც გვჭირდება, მაგრამ საჭიროა რომ ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნა გავზარდოთ. ნდობის აღსადგენად დავიწყოთ მარტივით, რაც უფასოა და ხარისხიც ადვილად შემოწმდება – ვნახოთ როგორ მუშაობს ახალი ქართული ბრაუზერი Stack.

გააზიარე