"ვქმნი სიმდიდრეს (არა მხოლოდ მატერიალურს) ხალხთან ერთად, ხალხისთვის - ციფრული ტექნოლოგებისა და სერვისების დიზაინის შექმნით. #ServiceDesign #civicTech #SaaS".
როდესაც ცვლი მსოფლიოს და ვერავინ გამჩნევს
იცით რა ხდება ამ ფოტოზე?
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მსოფლიოს ისტორიაში.
თუმცა ამ ისტორიის საუკეთესო ნაწილი არის შემდეგი: იმ პერიოდში ყურადღება არავის მიუქცევია.
“ადამიანი ჩაჯდა ყუთში და გაფრინდა.”
წლების შემდეგ, The New York Times-მა კითხა ერთ-ერთ გავლენიან ექსპერტს, თუ როდის შეძლებდა ადამიანი ფრენას, მან კი უპასუხა:
ყველაზე ინოვაციური პროდუქტები – ისინი, რომლებმაც მართლა შეცვალეს მსოფლიო, პირველად ვერ გაუგეს ან საერთოდ უარყო საზოგადოებამ, ჭკვიანი ხალხის ჩათვლით.
იგივე გზა გაიარა ტელეფონებმაც, როდესაც გამოგონების გაყიდვა უნდა მომხდარიყო ვესტერნ უნიონზე, მათ უპასუხეს, რომ “ამ ‘ტელეფონს’ აქვს ძალიან ბევრი ხარვეზები და სერიოზულად ვერ განიხილება როგორც მისი პრაქტიკული გამოყენება კომუნიკაციებში”.
იგივე მოხდა მანქანებზეც, როდესაც ჰენრი ფორდი არწმუნებდა მსოფლიოს, რომ მას ქონდა რაღაც მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში კონგრესმა გამოაქვეყნა წერილი: “უცხენო ურმები, რომლებიც მოძრაობენი ბენზინით შესაძლებელია მიაღწიონ 14 ან 20 მილს საათში. ჩვენი გზებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ავტომობილი მომაკვდინებელია საზოგადოებისათვის, რომელიც ამასთან ერთად წამლავს ატმოსფეროს. კერძო სექტორისათვის ხარჯი ბენზინის წარმოების არის იმაზე მეტი, ვიდრე მათი ფინანსური შესაძლებლობები…”
ცხადია, იგივე გზა გაიარა პერსონალურმა კომპიუტერმაც, რომლის მასობრივი გამოყენებაც საზოგადოებისგან აღიარებულმა მრავალმა ადამიანმა თავდაპირველად უარყო.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ “გამოგონება, მოითხოვს გრძელვადიან არასწორად გაგებას. შენ აკეთებ რაღაცას, რისიც ჭეშმარიტად გჯერა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში, საზოგადოდ აღიარებულმა ადამიანებმა შეიძლება გააკრიტიკონ ეს ძალისხმევა… თუ თქვენ ნამდვილად თვლით, რომ ისინი არ არიან მართლები, თქვენ უნდა მიიღოთ გრძელვადიანი მიუღებლოობა. ეს არის მნიშვნელოვანი და თანმდევი პროცესი გამოგონებისა”.
რატომ აქვს ძალიან ცოტა ადამიანს შესაძლებლობა და მოცულობა დაინახოს მომავალი?
“ვინაიდან, ადამინთა უმრავლესობას უმარტივდება მიხვდეს თუ რა რა არის, თუ თქვენ ეტყვით, რომ რასაც ისინი ხედავენ, არის არასწორი, ისინი ვერ დააკავშირებენ და არ მოეწონებათ თქვენი ხედვა. ისინი ცდილობენ გამოარკვიონ მათი მსოფლიო და იწინასწარმეტყველონ მომავალი და როდესაც ისინი აცნობიერბეენ, რომ მათთვის მომავალი არის ნაცრისფერი ან შავი, მათ ეშინიათ”, ჯეიმს კურიერი.
მეტიც, ბენ ჰორვიტზი, სტატიაში როგორ ვთქვათ სიმართლე, გვიზიარებს, რომ “სიმართლე, სიმართლის თქმასთან დაკავშირებით არის ის, რომ ის მარტივი არავისთვისაა. ის არც ბუნებრივია და ორგანული. ბუნებვრივია უთხრა ხალხს ის, რისი გაგებაც უნდათ. ის რაც ყველას ბედნიერს ხდის… სულ მცირე რაღაც პერიოდით. სიმართლის თქმა რთული სამუშაოა და მოითხოვს უნარ-ჩვევებს.”
ადამიანები ხედავენ იმას, რისი ხედვის შესაძლებლობაც აქვთ. როგორ გავზარდოთ ხსენებული შესაძლებლობა?
გავლენიან ინვესტორს, ჰოვარდ მარკსის რჩევას თუ გავითვალისწინებთ:
“იმისათვის რომ მიაღწოიო წარმატებას კონკრეტულ საკითხში, საჭიროა
1. ვისწავლოთ რაღაცები, რაც სხვებმა არ იციან,
2. დავინახოთ რაღაცები განსხვავებულად ან
3. მათზე უკეთესად მოვახდინოთ გარკვუელი საკითხების ანალიზი
— იდეალურ სიტუაციაში სამივე ერთად.”
თუმცა ის თვალი არ უნდა დაკვარგოთ, რომლისთვისაც სიახლეს ვქმნით, რათა კომუნიკაციაში არ ავცდეთ ერთმანეთს. საქმის ნაწილია შევქმნათ უხილავი ხილული და ნათლად გამოვხატოთ ის, თუ რას ვხედავთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 15, 2019
- on მარტი 12, 2019
- on მარტი 1, 2019