"ვარ ილიაუნის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი, ფინანსისტი. ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას “Ernst & Young'', შემდეგ იყო „საქართველოს ბანკი“, ახლა კი “ლიბერთი ბანკში“ ვმუშაობ".

საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირი

საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირი

ბოლო პერიოდში საბანკო სექტორში ბევრ სიახლეს ჰქონდა ადგილი და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორი ის ერთ-ერთი სფეროა, რომელიც დინამიურობით გამოირჩევა. 2015 წლის იანვრიდან 21 კომერციული ბანკის ნაცვლად ბაზარზე 19 კომერციული ბანკი აგრძელებს ოპერირებას: კონსტანტა ბანკი თი-ბი-სი ბანკმა შეირწყა, ხოლო პრივატ ბანკი საქართველოს ბანკმა, შესაბამისად შერწყმის შედეგად კონსტანტა ბანკი და პრივატ ბანკი წყვეტს დამოუკიდებელი იურიდიული პირების სახით საქმიანობას.

ამ დროს მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ შერწყმის შედეგად მოსალოდნელ დადებით და უარყოფით  შედეგებზე. როგორც ყველა მოვლენას, ამ პროცესებსაც გააჩნია შესაბამისი ეფექტი თვითონ მომხმარებლისთვის, კომპანიისთვის, ეკონომიკისთვის, სახელმწიფოსთვის. ბანკების გამსხვილებას თან ახლავს, მყიდველი ბანკის გაძლიერება პროდუქტების გამრავალფეროვნების ჭრილში, ასევე იზრდება მომხმარებელთა რიცხვი, თუმცა ეს საკითხი მეტ-ნაკლებად სადავოა, რადგან არ გამოვრიცხავ კლიენტების გარკვეული ნაწილი დარჩეს მყიდველ ბანკთან, ხოლო გარკვეულმა ნაწილმა სხვა ბანკი აირჩიოს. ამ დროს მყიდველ ბანკს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს იმ კლიენტებთან ურთიერთობაში, რომლის შეწყმაც მოახდინა.  მყიდველი ბანკისთვის ამ დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია თუ როგორ გადავა მმართველობის ახალ სტილზე იმ ბანკის თანამშრომლებთან მიმართებაში, რომლის შეძენაც მოახდინა, ეს პირდაპირ კავშირშია და აისახება შეძენილი ბანკის მომხმარებლებზე. ბანკის გამსხვილებით მეტი კომფორტი იქმნება მომხმარებელისთვის ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ ბანკების გამსხვილებამ სავსებით შესაძლებელია შვას ნაკლებად კონკურენტული გარემო იგივე სესხების, დეპოზიტების ჭრილში.

ამასთანავე ამ ტიპის გაერთიანება პირველ ეტაპზ ემცირედი სახით უმუშევრობის ზრდას შეუწყობს ხელს, რადგან ერთი და იგივე პოზიციაზე ორი პირი ვერ იქნება დასაქმებული, გამოსავალი დასაშვებია იყოს ვთქვათ ერთი დ აიგივე განყოფილების ორ ბანკში დასაქმებული თანამშრომლებიდან მყიდველმა ბანკმა ნაყიდი ბანკის თანამშრომელი დაუქვემდებაროს მოადგილის სახით მყიდველი ბანკის განყოფილების უფროსს, მაგრამ ამ ტიპის გამოსავალი ყველა თანამშრომელთან მიმართებაში რთულია მოიძებნოს და თავისთავად დადგება საკითხი თანამშრომელთა გარკვეული ნაწილისთვის, რომ ეძებონ სხვა სამსახური.

ამ ორი ბანკის გამსხილება მიუთითებს საბანკო სექტორის მზარდი განვითარებისკენ, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ეფექტი ექნება ამას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ დროს უნდა გაკეთდეს ანალიზი იმისა თუ რა წილი უკავია ამ ორი ბანკის აქტივებს ჯამურად ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებაში.  საბანკო სექტორის ასეთი სწრაფი, დინამიური განვითარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის ცალსახად ღირებულია მოკლევადიან პერიოდში, თუმცა საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად ეკონომიკის სხვა სფეროებიც უნდა განვითარდეს საერთო ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებისთვის იმის ნახევარი ტემპით მაინც. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ გრძელვადიან პერსპექტივაში საბანკო სექტორის ასეთმასწრაფმა გამსხვილებამ შესაძლოა გარკვეული საფრთხე შექმნას, რადგან საკრედიტო რისკის მატარებელია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და 100%-ით დამოკიდებული გახდება ბანკის პოლიტიკაზე, რაც თავის მხრივ სახელმწიფო ადეკვატური რეაგირების გარეშე უკვე კონკრეტულ ადამიანთა ცხოვრების განმსაზღვრელი გახდება და საბოლოო ჯამში აისახება ქართულ საზოგადოებაზე. ამის ნათელი მაგალითია ლარის კურსის ცვალებადობის შედეგად შექმნილი ფონი და ყველა ჩვენთაგანისთვის უკვე ნათელი სიგნალი იყო იმისა, რომ ადამიანებს სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო ხელფასი ეროვნულ ვალუტაში და მცირედი რყევაც კი აისახება მსესხებლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე; შედეგი არის ის, რომ ლარის გაუფასურება იწვევს მსესხებლის გაღარიბებას. ამ დროს ყველაზე ოპტიმალურია სახელმწიფომ უკიდურესად დიდი ყურადღება გაამახვილოს ჯანსაღ ბალანსირებაზე, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას, რაც შესაძლებელია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალიზმისა და განათლების დონის ამაღლებით. ამის პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს ქვეყნებში (ბოლო პერიოდში ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია გერმანია -ბოლო 30 წლის შედეგით, ფინეთი – ბოლო 20 წლის შედეგით, თურქეთი – ბოლო 10 წლის შედეგით).

გააზიარე