ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საბერძნეთის კრიზისი და მისი ზეგავლენა საქართველოზე
(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).
გასულ კვირას საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის გეგმიური ვალდებულების გასტუმრება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ კომერციული ბანკების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ ერთი კვირის ვადით შეაჩერა ბანკების საქმიანობა და შეზღუდვები დააწესა ბანკომატებიდან თანხის გატანაზე. 5 ივლისს კი დაინიშნა რეფერენდუმი, რომელზეც საბერძნეთის მოსახლეობის 61%-ზე მეტმა უარი უთხრა კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს უარყოფითი გადადინების ეფექტი ექნება ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებზე. ქვეყნის ფიქსირებული ეფექტის პანელური რეგრესიის მეთოდით განხორციელებული ეკონომეტრიკული ანალიზი ადასტურებს საბერძნეთის კრიზისის უარყოფით გავლენასევროკავშირის სხვა ქვეყნების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რისკიანობის მაჩვენებელზე.
აღნიშნული ანალიზი განიხილავს 2000-დან 2013 წლის ჩათვლით ევროკავშირის 10 ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი) სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზეარსებულ ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთებს (საბაზისო მაჩვენებლად გერმანიის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებიარის გამოყენებული) და სწავლობს 2009 წლიდან სამი უმსხვილესი სარეიტინგო კომაპნიის (Standard and Poor’s, Fitch, Moody’s) მიერ საბერძნეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და იტალიის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითების გავლენას ევროკავშირის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებზე.
ეკონომეტრიკული ანალიზი გვიჩვენებს, რომ გადადინების ეფექტი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა ევროკავშრის კონკრეტული ქვეყნის რეიტინგის დაქვეითება, ესპანეთში და საბეძნეთში მომხდარმა დაქვეითების ფაქტებმა ევროკავშირის სხვა განსახილველ ქვეყნებშიც გაზარდა სახელმწიფო ბონდების რისკის მაჩვენებელი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკების ინტეგრაციის დონე ძალიან მაღალია.
საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზეც. კერძოდ,ამ ქვეყნიდანფულადი გზავნილების, ექსპორტისმოცულობასა და ტურისტების რაოდენობაზე.ასევე, აღსანიშნავია საბერძნეთიდან ინვესტიციების მოცულობის მომავალი კლება,თუმცა აღსანიშნავია, რომამ უკანასკნელი მაჩვენებლით საქართველოში საბერძნეთი აქამდეც არგამოირჩეოდა.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით საბერძნეთიდან გადმორიცხვები მოცულობით რუსეთის შემდეგ მეორეა, მოხსენიებული ფაქტორებიდან საქართველს ეკონომიკისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ფულადი გზავნილების შემცირება შეიძლება იყოს.
2015 წლის მაისში საბერძნეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსული ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ 15.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.4 მლნ აშშ დოლარით (14%-ით) ნაკლებია 2014 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მაისში საქართველოშიფულადი გადმორიცხვების მთლიან მოცულობაში საბერძნეთიდან გადმორიცხვების წილი 15.7%-ს შეადგენს, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე (14%).
რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელს, საბერძნეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 69 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა და 15 მლნ აშშ დოლარით (18%) შემცირდა 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.
რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, 2015 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტის მოცულობამ 5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 47%-იანი კლება განიცადა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ მოცულობით ეს არ არის დიდი თანხა და ნაკლებია გზავნილების შემცირების მაჩვენებელზე.
საბერძნეთიდან შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურების ნაკადმა კი2015 წლის იანვარ-ივნისში2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით (790 ვიზიტი) დაიკლო და 6 829 შეადგინა.
დაწესებული ერთკვირიანი შეზღუდვები ნაკლებ გავლენას იქონიებს საბერძნეთიდან განხორციელებული გადმორიცხვების მოცულობაზე, როგორც ვნახეთ, არც ექსპორტის და ტურისტული ნაკადების შემცირებაა დიდი მოცულობის. მაგრამ საბერძნეთში კრიზისის გაღრმავების და საბანკო სისტემაში შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი კლება აღინიშნოს საქართველოში ივლისის და შემდგომ თვეებში ფულადი გადმორიცხვების კუთხით.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 11, 2021
- on სექტემბერი 5, 2020
- on ივლისი 8, 2020
- on ივნისი 9, 2020
- on მაისი 5, 2020
- on მარტი 27, 2020
- on თებერვალი 26, 2020
- on იანვარი 30, 2020