ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად გამოყენებადი მაჩვენებელია და წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ფასების ყოველთვიური მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული ინდექსი ინვესტორებისთვისაც კარგი ინდიკატორია მომავალში პოტენციური გაყიდვების, წარმოების მოცულობის დაინფლაციური მოლოდინების ანალიზისთვის.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოთვლისთვის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია მოახდინოს მონაცემთა ბაზების ადაპტირება ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის ევროპულ ისტანდარტის (NACE) შესაბამისად, შემდეგი სექციებისთვის:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა;
  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ზომავს მწარმოებელთა მიერ წარმოებული საქონლის ფასების საშუალო დონის მაჩვენებლის ცვლილებას საბაზისო პერიოდთან შედარებით. ინდექსს სამი მთავარი გამოყენება აქვს:

  • როგორც ეკონომიკური ინდიკატორი,სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის ფასის მომავალი ცვლილების და ეკონომიკაში ინფლაციური წნეხის შესაძლო წარმოქმნის ადრეული საპროგნოზო მაჩვენებლია. შესაბამისად ეს ინდექსი ხშირად გამოიყენება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისას.
  • აღნიშნული ინდექსი გამოიყენება სხვა ეკონომიკური მონაცემების დროითი მწკრივების მაკორექტირებელ მაჩვენებლად.
  • იგი ასევე გამოიყენება გრძელვადიანი შესყიდვის და გაყიდვის კონტრაქტების ინდექსაციისთვის.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის დათვლა საქართველოში ზემოთმოყვანილი სტანდარტის ანალოგიურად ხორციელდება.

საქსტატის მიხედვით, 2015 წლის ივნისის თვეში  სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსიმაისთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-იანი ზრდა განიცადა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ივნისის თვეში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ერთ-ერთი მთავარი გავლენა დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 1.9%-იანმა ზრდამ მოახდინა. დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების აღნიშნული ზრდა ინდექსის ცვლილების მაჩვენებელზე 1.5 პროცენტული პუნქტით აისახა.სამთომოპოვებითი მრეწველობის ფასების ინდექსიკი 3.7%-ით შემცირდა, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0.16%პროცენტული პუნქტით აისახა.

დამამუშავებელ მრეწველობაში ფასების ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ქიმიური წარმოების ფასების 14.1%-ით (წვლილი თვის ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში: 0.85პროცენტული პუნქტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებისფასების 3.4%-ით (წვლილი თვის ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში: 0.52პროცენტული პუნქტი) ზრდით.

2015 წლის ივნისში 2014 წლის ივნისთან შედარებით კი ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა დამამუშავებელი მრეწველობის ფასების 12.9%-ით ზრდამ იქონია (რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 10.53პროცენტული პუნქტით აისახა).

სამთომოპოვებით მრეწველობაში ფასები 0.3%-ით გაიზარდა (რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 0.03პროცენტული პუნქტით აისახა).

დამამუშავებელ მრეწველობაში ფასების ინდექსის ზრდა გამოწვეულია ძირითადად საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ფასების 17.3%-ით (წვლილი წლიური ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში: 6.09 პროცენტული პუნქტი); ქიმიური წარმოების – ფასების 18.2%-ით (წვლილი წლიური ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში:  1.18 პროცენტული პუნქტი); მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ფასების – 7.1%-ით (წვლილი წლიური ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში: 1.13პროცენტული პუნქტი); ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო  საქმიანობი სფასების 29.9%-ით (წვლილი წლიური ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში: 0.94 პროცენტული პუნქტი) და რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოების ფასების27.8%-ით (წვლილი წლიური ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში: 0.60 პროცენტული პუნქტი) ზრდით.

გააზიარე