ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
სარეიტინგო სააგენტოების როლი ევროზონის კრიზისში
ბოლო წლებში აქტიურად განიხილება ევროზონის კრიზისში სარეიტინგო სააგენტოების როლი. ამ მიმართულებით კინოინდუსტრიაც კი აქტიურობს, 2015 წელს Adam McKay მიერ გადაღებული იქნა ფილმი სახელწოდებით The Big Short, სადაც მთავარ როლებს ისეთი ცნობილი მსახიობები ასრულებენ როგორებიცაა: ბრედ პიტი, კრისტიან ბეილი, რაიან გოსლინგი, სტივ კარელი და სხვები, ფილმი ეფუძნება მიხაელ ლევისის მიერ 2010 წელს 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისის შესახებ დაწერილ წიგნს სახელწოდებით: The Big Short: Inside the Doomsday Machine. ფილმში აქტიურად არის გაკრიტიკებული სარეიტინგო სააგენტოების ქცევა 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს.
ეს განხილვა ახალი არ არის და სათავეს იღებს 1996-1998 წლების აღმოსავლეთ აზიის კრიზისის, 1998 წლის რუსეთის და 1999 წლის ბრაზილიის კრიზისებით. დისკუსიის მთავარი თემა ყოველთვის იყო საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების მიერ კრიზისის გაღრმავების საკითხი. რადგან ისინი ხასიათდებიან პროციკლური ქცევით და სუვერენული რეიტინგის დაქვეითებით ხელს უწყობენ ფინანსური ბაზრის მონაწილეების რისკ განწყობის ზრდას.
2009-2011 წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ევროზონის ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებში. 2000 წლიდან მოყოლებული აღნიშნული საკრედიტო რეიტინგების ცვლილებები სამ ფაზად შეგვიძლია გავყოთ: პირველი ფაზა, 90-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე სუვერენული რეიტინგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მეორე ფაზა, 2009 წლამდე სტაბილური პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, მესამე ეტაპი მასიური რეიტინგების დაქვეითება ფინანსური კრიზისის პერიოდში.
ძირითადი ევროზონის ქვეყნები რომლებსაც სუვერენული რეიტინგების ცვლილებები შეეხოთ არიან საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია და ირლანდია (PIIGS). თუმცა რეიტინგების დაქვეითებამდე საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია და ირლანდია განიცდიდნენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას რეიტინგებში. 1999 წელს ირლანდიამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ, მოგვიანებით 2001 წელს საბერძნეთმა ევროზონაში გაერთიანების შემდეგ მიაღწიეს სუვერენული რეიტინგების პიკს. ირლანდია, ესპანეთი და პორტუგალიისთვის ეს იყო AAA/Aaa, ხოლო საბერძნეთისთვის A+/A1. საპროცენტო განაკვეთებმა უპასუხა ტოპ რეიტინგებს და გერმანულ ბონდებთან შედარებით სპრედებმა მინიმუმს მიაღწია საბერძნეთისთვის 2006 წელს, ხოლო დანარჩენი ქვეყნებისთვის ცოტა ადრე. თუმა ბევრი ეკონომისტის მოსაზრებით სუვერენული რეიტინგების გაუმჯობესება იყო უფრო „მეგობრული“ ნაბიჯი სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან ვიდრე დაფუძნებული ამ ქვეყნების ეკონომიკურ ფუნდამენტალების გაუმჯობესებაზე. აღნიშნული მოგვიანებით გამართლდა კიდეც, მას შემდეგ რაც საბერძნეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ირლანდიამ კრიზისის პირველ ფაზაშივე განიცადეს საგარეო ვალის ზრდა, მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი, ძალიან დაბალი დანაზოგების დონე და უჩვეულოდ მაღალი უმუშევრობს მაჩვენებელი.
ყველაზე პრობლემური საბერძნეთის შემთხვევა გახლდათ. როგორც უკვე ავღნიშნეთ 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა შთამბეჭდავად, მაგრამ სუსტი მაკროეკონომიკური ფუნდამენტალების და ციკლზე დამოკიდებული ტურიზმის სექტორის გამო (რომელიც იყო ეკონომიკური ზრდის მთავარი წყარო) მნიშვნელოვნად დაზარალდა კრიზისის საწყის ეტაპზევე. საბერძნეთის მთავრობის მცდელობამ გამოეყვანა ქვეყანა კრიზისული სიტუაციიდან მნიშვნელოვნად გაზარდა მთავრობის ვალი. 2010 წელს S&P-მ გამოაცხადა საბერძნეთის სუვერენული რეიტინგის BB+-მდე დაქვეითება, ამას მოჰყვა ინვესტორების მხრიდან ეჭვების გაჩენა, მთლიანად ევროზონის ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით.
მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა თანამედროვე ფინანსურ სისტემაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დროთა განმავლობაში, კაპიტალის ბაზრების ზრდასთან ერთად, სააგენტოების სარეიტინგო შეფასებებისადმი ნდობა გაიზარდა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები გადაიქცნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად ინვესტორების მოლოდინების ჩამოყალიბების პროცესში.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 11, 2021
- on სექტემბერი 5, 2020
- on ივლისი 8, 2020
- on ივნისი 9, 2020
- on მაისი 5, 2020
- on მარტი 27, 2020
- on თებერვალი 26, 2020
- on იანვარი 30, 2020