"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."
საქართველო სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპებით
ფაქტია:
ოფიცილაურად ორჯერ მოვახდინეთ დეკლარირება, რომ ჩვენ ვირჩევთ გზას ევროანტლანტიკურ სივრცის მიმართულებით – ხმა საქართველოს მოქალაქისა!ეს გზა არ გულისხმობს მხოლოდ გაიოლებულ სავიზო რეჟიმს ევროკავშირთან ან ნატოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს პირველ რიგში არის მკაფიო განაცხადი, რომ ჩვენი ღირებულებები შესაბამისობაში მოდის დასავლურ თანამედროვე კულტურასთან. უვიზო მიმოსვლა, ნატო და ა.შ. უფრო გრძელვადიანი შედეგია ჩვენი გადაწყვეტილებების, ვიდრე თვითმიზანი.
ეს ისე, ცნობისთვის
როცა არჩევანს აკეთებ, იმავდროულად გიწევს უარის თქმა სხვა ალტერნატივაზე. შესაბამისად თუ ვირჩევთ დემოკრატიას, უარს ვამბობთ დიქტატურაზე; თუ ვირჩევთ თანასწორობას, უარს ვამბობთ დისკრიმინაციაზე; ყველა ხელისუფალი, როგორც დაქირავებული (რომლის ფუქნციაც არის მართოს ჩვენი აქტივები) ვალდებულია, ჩვენს მიერ არჩეულ გზას მიჰყვეს, პროცესები დაალაგოს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად და ყოველი ნაბიჯი მიმართოს იქითკენ , რომ გრძელვადიან პერიოდში, ჩვენი ღირებულებებით ინსპირირებულმა, კონკრეტული შედეგებით დააგვირგვინოს დაწყებული საქმე.
ესეც რეალობა
დაგროვილმა კოლექტიურმა გამოცდილებამ და ნოუ ჰაუმ იმის თაობაზე, რომ შეიძლება დაქირავებულმა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით, (რომელიც მაქსიმუმ ოთხ წელს ატანს) არაეფექტიანი გადაწყვეტილება მიიღოს, მყარი სამოქალაქო თვითშეგნება ჩამოაყალიბა. დღეს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ხმაურიანი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ კონიუნქტურას ცვლის: ყოველთვის ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს, ვიღაცას/რაღაცას აზარალებს , ზოგიერთ პროცესს აჩერებს, ახალს წარმოშობს. მოკლედ, ეს დინამიკაა და მოვლენებიც შესაბამისად ვითარდება. ამიტომ ნაკლებად ვრეაგირებთ პოლიტიკურ ნიუსებზე (რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია). თუმცა არსებობს ცვლილელები, რომელზეც ყურადღების მოდუნება არ ღირს. ერთი კონკრეტული ფაქტის განზოგადება არასერიოზულია, მაგრამ თუ მოვლენების ჯაჭვს ვაგებთ და ლოგიკურად გვიჩნდება კითხვა – შემთხვევით ჩვენი დაქირავებული ხომ არ სცდება დაკვეთას? – მაშინ სწორედ ის დროა, შეახსენო მმართველს, რომ მოქალაქეებს ქვეყნის სტრატეგიული პოზიციონირება დიდი ხნის წინ გვაქვს განსაზღვრული და თამაშის წესების დამდგენიც სწორედ ჩვენ ვართ.
რა უნდა გვახსოვდეს
მოქალაქეებო – ქვეყნის მთავარო აქტიორებო, დამკვეთებო და პატრონებო: არ დაგავიწყდეთ, ეს ქვეყანა თქვენ გეკუთვნით. ყველა ხელისუფალი, არსებული თუ მომავალი, თქვენი ნების გამტარებელი უნდა იყოს. თქვენ გაქვთ ლეგიტიმური უფლება, გისმენდნენ, ითვალისიწინებდნენ და ასრულებდნენ თქვენს დაკვეთას.
როგორ უნდა მოვიქცეთ
ერთადერთი გზა გავძლიერდეთ და შევდგეთ როგორც სახელმწიფო არის ადეკვატური რეაქცია განვითარებულ მოვლენებზე. იმისთვის რომ ვიყოთ ადეკვატურები, უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ გრძელვადიანი პერსპექტივით. დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენს ღირებულებებთან შესაბამისობაში მოდის და გვაახლოვებს მიზანთან, გავიჩინოთ მდგრადობის შეგრძნება მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგიული ხედვით ყველა გადაწყვეტილებაში, ყველა საქმეში, ყველა ქმედებაში.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 23, 2018
- on აგვისტო 17, 2017
- on დეკემბერი 7, 2016
- on ნოემბერი 2, 2016
- on ოქტომბერი 11, 2016
- on სექტემბერი 22, 2016
- on სექტემბერი 20, 2016
- on სექტემბერი 13, 2016