"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

საცალო ვაჭრობის ინდუსტრია - თავისუფალი ნიშა და განვითარების პერსპექტივა

საცალო ვაჭრობის ინდუსტრია - თავისუფალი ნიშა და განვითარების პერსპექტივა

გრძელვადიან პერიოდში, კონკურენტუანრიანობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ყველა კომპანია მიმდინარე მოვლენების შესახებ გამუდმებით განახლებულ ინფორმაციას ფლობდეს. გეჭიროს ბიზნესის პულსზე ხელი ზრდის თქვენს ადაპტაციის უნარის მაქსიმალურად სწორ გამოყენებას. ნელ-ნელა საქართველოში ბაზარი სულ უფრო გაჯერებული ხდება და ჩნდება საჭიროება თამაშის ახალი წესების შემოტანის. მაგალითად, საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში, „Global Retail  Development Index“-ის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილზე პოზიციონირებს და წინა წელთან შედარებით ერთი საფეხურით არის დაწინაურებული. ინდექსი შემუშავებულია 25 მაკროეკონიმიკურ მაჩვენებელსა  და  საცალო ვაჭრობის სპეციფიკურ ცვლადებზე დაყრდნობით. ის ზომავს ქვეყნის პოტენციალს დარგში, ბაზრის მოცულობას და ტევადობას. GRD ინდექსის მიხედვით  საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარის მხოლოდ 72% ათვისებული.2013 წლის საცალო გაყიდვების მთლიანი მოცულობა საქართველოში 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.  აღნიშნული თანხის  80% თბილისზე მოდის. ის ფაქტი, რომ ბაზრის 28% თავისუფალია, დადებით სიგნალს აძლევს ახალ შემომსვლელებს და ინვესტირებისთვის საინტერესო გარემოს ხდის. შესაბამისად, დარგის არესბულმა მოთამაშეებმა სტატეგული განვითარების დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ არსებული გარემოება და მოემზადონ გამძაფრებული კონკურენციისთვის.

როგორ უნდა მოემზადოს კომპანია შესაძლო ცვლილებებისთვის ინდუსტრიაში და რა მინიმალური სტრატეგიული გადაწყევტილებების წინაშე შეიძლება დადგეს ის, არის კითხვა, რომელიც მყისიერად ჩნდება გარემოს თუნდაც ზედაპირული ანალიზის დროს. ერთი ვარიანტია, გამუდმებით თვალყური ვადევნოთ ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლებს, შევავსოთ ის ინსაიდერული ინფორმაციით და ზუსტად განვსაზღვროთ კომპანიის პოზიციონირება დარგში. ეს ერთი შეხედვით არც თუ ისე რთული პროცესია,მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება აღმოვაჩენთ, რომ  საქართველოში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლების ანალიზს აკეთებს; დახურული კარტით თამაშის წესი მყარადაა გამჯდარი ჩვენს ბიზნეს კულტურაში და ფაქტიურად ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა არ ხდება კომპანიებს შორის.  შესაბამისად რაც არ უნდა გამრთული კომპანია გვქონდეს, ფაქტიურად შეუძლებელია მომავლის პროგნოზირება. მეორე ვარიანტი, როგორ შეიძლება ვიღებდეთ გამუდმებით განახლებულ ინფორმაციას, არის საკონულტაციო ან კვლევითი ორგანიზაციის ჩართულობა, რომელიც მხოლოდ თქვენთვის მოამზადებს პროექტს და ერთი კონკრეტული მომენტისთვის გეცოდინებათ რა ტენდენციები აქვს ბაზარს, ინდუსტრია სასიცოცხლო ციკლის რა ეტაპზეა და თქვენს თავსაც იპოვით სტრატეგიულ რუკაზე.  ეს მომსახურება იაფი ნამდვილად არ ჯდება, სამაგიეროდ ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ თქენი კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

მაგალითად საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში, რომელსაც  დაახლოებით 10% ზრდა ქონდა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, კომპანიების უმრავლესობას გაყიდვები 20% შეუმცირდა. ამის მიზეზად ისინი გამძაფრებულ კონკუნრეციას ასახელებენ და ფიქრობენ, რომ ინდუსტრიაში ბაზრის წილის მნიშვნელოვანი გადათამაშება მიდის. რეალურად კი მიზეზი ძლიერი სუბსტიტუტის გამოჩენაშია. ონლაინ ვაჭრობა როგორც კლასიკური საცალო ვაჭრობის ჩამნაცვლებელი სულ უფრო ინტენსიურ ძალად გვევლინება. 2013 წელს ჩინეთში ონლაინ ვაჭრობის 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა, საშუალოდ განვითარებად ქვეყნებში ონლაინ ვაჭრობას 20-25% უჭირავს. საქართველოშიც მზარდი ტენდენციაა. მომხარებელი უპირატესობას ონლაინ ვაჭრობას ფასის, არჩევანის მრავალფერვნების და შესყიდვის იოლი ფორმებით აკეთებს – ვაჭრობის ეს ფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ქართული ონლაინ მაღაზიების კულტურა ფაქტიურად არ არსებობს და ნიშა აბსოლუტურად თავისუფალია. ის დროა, საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მოთამაშეებმა აღნიშნული ტენდენცია გაითვალისწინონ და სტარტეგიული გადაწყვეტილების მიღებისას ეს შესაძლებლობა განიხილონ როგორც გაფართოვების  და განვითარების უალტერნატივო გზა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ მყარ კონკურენტულ პოზიციონირებას განსაზღვრავს. ასე რომ, საცალო მოვაჭრეებო, გაითვალისწინეთ – გახადეთ თქვენი ბიზნესი ქართული ბაზრისთვის ინოვაციური და იფიქრეთ, ონლაინ ვაჭრობის დანერგვის შესაძლებლობაზე.

 

გააზიარე