საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

ტრამპმა აშშ-ის რესტორნების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ანტიკრიზისული ჯგუფი შექმნა

ტრამპმა აშშ-ის რესტორნების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ანტიკრიზისული ჯგუფი შექმნა

ამერიკის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ნამდვილად კრიტიკის დიდ ქარცეცხლში მოუწევს გავლა. რესტორნების ექსპერტების ანტიკრიზისული ჯგუფი, ფაქტობრივად, ფასთფუდის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებისგან შედგება, რომელთა ბრუნვაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდია. გასტრონომიული გიგანტები, და დამოუკიდებელი რესტორნები მწარედ აკრიტიკებენ ტრამპის გადაწყვეტილებას და შიშობენ, რომ არსებული ჯგუფი ტიპურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამიტომაც დამოუკიდებელი რესტორნების წარმომადგენლები, ცნობილი შეფები და რესტორატორები, როგორებიც არიან უილ გიდარა (“ნაინ მედისონის პარკი“), ხოსე ანდესი, შონ ბროკი, ნიკ კოკონა (“ალინა“) დამოუკიდებელ ჯგუფად გამოიყვნენ და ამბობენ, რომ მათი მიზანია ინდუსტრიაში არსებული უფსკრულის შეჩერება. ისინი “ტრამპის ჯგუფს” მძიმედ აკრიტიკებენ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

იმ დროს, როცა ავსტრიის, გერმანიისა და ბევრი სხვა ქვეყნის ასოციაციები, პალატები და ფედერაციები სწორი პროფესიული გზავნილებით გამოირჩევიან, აშშ-ში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. როგორ ჟღერს “მაკდონალდსის,“ “საბვეისა“ და “სტარბაქსის“ ხმა გასტრონომიულ სფეროში? ისე, რომ კრიტიკა არ აყოვნებს.

გასტროექსპერტების ჯგუფი შედგება შემდეგი ადამიანებისგან:

  • კრის კემპჩინსკი, “მაკდონალდსის“ აღმასრულებელი დირექტორი
  • ჯინ ლი უმცროსი, Darden რესტორნების აღმასრულებელი დირექტორი (მშობელი კომპანია Olive Garden, LongHorn Steakhouse, Capital Grille)
  • ჯეიმს ქვინსი, კოკა-კოლას აღმასრულებელი დირექტორი
  • რეიმონ ლაგუარტა, PepsiCo- ს აღმასრულებელი დირექტორი
  • ჯონ ჩიდსი, ჰიპერმარკეტ მეტროს აღმასრულებელი დირექტორი
  • დევიდ გიბსი, YUM- ის აღმასრულებელი დირექტორი. ბრენდები (დედა კომპანია KFC, Taco Bell, Pizza Hut)
  • კევინ ჯონსონი, Starbucks- ის აღმასრულებელი დირექტორი
  • ვოლფგანგ პაკი
  • თომას კელერი
  • ჟან – ჟორჟ ვენგენიხტენი
  • დანიელ ბულუდი

15 მილიონი თანამშრომელი დგას გაურკვეველი მომავლის წინაშე. აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა შეფმზარეულები ანტიკრიზისულ ჯგუფში მხოლოდ მას მერე დაამატა, როდესაც სტუმარ-მასპინძლობის სფერომ ის მძიმედ გააკრიტიკა. ამის შემდეგ ჯგუფში დაამატეს: ვოლფგანგ პაკი; თომას კელერი; ჟან – ჟორჟ ვენგენიხტენი და დანიელ ბულუდი. ამავე რესტორატორებმა და შეფ-მზარეულებმა ერთი თვის წინ  შექმნეს კამპანია, რომელმაც სახელმწიფო და კერძო სექტორს დახმარებისკენ მოუწოდებდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში რესტორნები წელიწადში დაახლოებით 880 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ და ეს სფერო ქვეყნის მასშტაბით მეორე უმსხვილეს დამსაქმებლად მიიჩნევა. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი რიცხვისა, ინდუსტრიას არ ჰყავს ლობირების ძლიერი უნარის მქონე წარმომადგენლობა, რომელიც დამსაქმებელთა და მუშათა ინტერესებს დაიცავს. ამიტომ ჩნდება კითხვა: გადაურჩება თუ არა ამერიკის გასტრონომია კორონავირუსის კრიზისს? ერთსულოვნება ხომ ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა