"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

ტურიზმი სტიქიის შემდეგ

ტურიზმი სტიქიის შემდეგ

მოგზაურობისადატურიზმისკონკურენტუნარიანობისინდექსის (T&T CI,  Travel and Tourism Competitiveness Index) რეიტინგში, 2015 წლისათვის საქართველოს 71-ე ადგილი უკავია. იმავე რეიტინგში საქართველოს 2011 წელს 73-ე, ხოლო 2013 წელს 66-ე ადგილი ეკავა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტურიზმის კუთხით ქვეყანაში ცვალებადი მდგომარეობაა. 2015 წლისათვის საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა შემდეგი ინდიკატორებისათვის: ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობა და ჰიგიენა, გარემოს მდგრადობა, უსაფრთხოება და დაცულობა, ხოლო გაუარესდა ისეთი ინდიკატორებისათვის როგორიცაა ფასების კონკურენტუნარიანობა, მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა, სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა.

 

ინდიკატორი

რეიტინგი 2013 წელს

რეიტინგი 2015 წელს

ჯანმრთელობა და ჰიგიენა

37

31

უსაფრთხოება და დაცულობა

51

32

ტურიზმის ინფრასტრუქტურა

82

50

გარემოს მდგრადობა

74

52

მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა

17

53

ფასების კონკურენტუნარიანობა

52

66

სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა

61

67

საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა

101

94

2014 წლის წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მთლიან გამოშვებაში ტურიზმის სფეროების წილი 6.6%-ს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ტურიზმის პროდუქციის მთლიანი გამოშვება წლების

სტაბილურად იზრდებოდა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობაც 2015 წლის პირველ კვარტლამდე. 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კი ქვეყანაში შემოვიდა 2.4%-ით ნაკლები უცხო ქვეყნის მოქალაქე 2014 წლის პირველი კვარტალის იგივე მაჩვენებელთან შედარებით. რაც ქვეყანაში არსებულ გამკაცრებულ რეგულაციებს შეიძლება დავაბრალოთ. მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლიც ითვალისწინებდა გამკაცრებულ სავიზო და ბინადრობის რეგულაციებს. თუმცა აღნიშნული რეგულაციები მალევე კვლავ შემსუბუქდა. საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი უკვე წლებია თურქეთს უკავია, საქართველო პოპულარულია სომეხ და აზერბაიჯანელ ვიზიტორთა შორისაც. საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ძირითად ჯგუფში შედის რუსეთი და ეკროკავშირის ქვეყნებიც. თუმცა, 2015 წლის  თებერვალი-მარტის განმავლობაში ქვეყანაში შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა დიდი დენადობის მქონე ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა უკრაინა (13%-ით), თურქეთი (8%-ით) და რუსეთის ფედერაციია (3%-ით). გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის სამჯერ შემცირდა ვიზიტორთა ნაკადი ირანიდან, 41%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა ფილიპინებიდან, 31%-ით ნაკლები პოლონეთიდან, 29%-ით ნაკლები ჩინეთიდან და 15%-ით ნაკლები საბერძნეთიდან.

მიუხედავად 2015 წლის პირველ კვარტალში შემცირებული ვიზიტების რაოდენობისა, აღნიშნულ პერიოდში ტურიზმის მთლიანი გამოშვება 10%-ით გაიზარდა 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც დიდი ალბათობით ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარეობს. თუ 2015 წლის პირველ კვარტალში ნაკლები ტურისტი იყო და ნაკლებ უცხოურ ვალუტას ხარჯავდა ქვეყანაში, სანაცვლოდ გაცვლითი კურსიც უფრო მაღალი იყო 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, რამაც ტურიზმის სფეროში მთლიანი გამოშვების ზრდა გამოიწვია. თუ გადავხედავთ გაცვლითი კურსის სტატისტიკას, დავინახავთ, რომ თუ 2014 წლის პირველ კვარტალში ერთი დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 1.75 ლარი იყო, 2015 წლის პირველ კვარტალში 1 დოლარის საშუალო ღირებულებამ 2.07 ლარს მიაღწია, ანუ დოლარის ღირებულება მიახლოებით 18%-ით გაიზარდა.

რა მდგომარეობა გვაქვს 2015 წლის მეორე კვარტალში? აპრილი-მაისის მონაცემები ტურიზმის მთლიანი გამოშვების შესახებ ჯერ უცნობია, თუმცა 2015 წლის აპრილ-მაისში ქვეყანაში შემოვიდა 8%-ით მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აპრილი-მაისის განმავლობაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოდენობა მომავალი ზრდის შესახებ იმედის მომცემი იქნებოდა, რომ არა 13 ივნისს ქვეყანაში მომხდარი სტიქია. წყალდიდობიდან რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ონლაინ გაკეთებული ჯავშნები უქმდებოდა.     

აღნიშნულის გამოსაკვლევად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 40-მდე სასტუმრო. გამოკითხვაში სტანდარტულ სასტუმროებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებმაც. გამოკითხულ სასტუმროთა 24% მდებარეობს თბილისში, 29% საზღვაო კურორტზე, ხოლო 47% სამთო კურორტზე. გამოკითხულ სასტუმროთა 35%-მა სამწუხაროდ პასუხზე უარი განაცხადა. ხოლო იმ სასტუმროების განცხადებით, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო, ივნისის თვეში საშუალოდ ჯავშანი გააუქმა მომავალი სტუმრების ხუთმა პროცენტმა. მათგან ვინც ჯავშანი გააუქმა 73% ტურისტი იყო, ხოლო 27% ბიზნეს ვიზიტორი. სტუმართა უმრავლესობა (64%) ვინც ჯავშანი გააუქმა იყო დსთ-ს ქვეყნებიდან, ძირითადად კი რუსეთიდან და უკრაინიდან, 14% ევროპიდან, 14% აზიიდან, ხოლო 8% ამერიკიდან. გამოკითხული სასტუმროების შეფასებით, ჯავშნების გაუქმების გამო მათი შემოსავალი საშუალოდ 12%-ით შემცირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას ცხოვრებისა და გადაადგილების უსაფრთხო პირობები. მოხდეს მოსალოდნელი სტიქიების პრევენცია და შეიქმნას სტაბილური და უსაფრთხო გარემო. მოხდესქვეყნის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე.

გააზიარე