ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ქვეყნების რეიტინგების ცვლილებების გავლენა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სარგებელზე
2008-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ევროპის სახელმწიფო ვალის კრიზისს. მას შემდეგ, რაც 2009 წელს საბერძნეთმა მშპ-ს 12.7%-იანი ბიუჯეტის დეფიციტი მიიღო, ევროზონის ქვეყნები აღმოჩდნენ მძიმე სიმართლის წინაშე, რომლის თანახმადაც რამდენიმე მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას გაუჩნდა სახელმწიფო ვალის დაფარვის პრობლემა.
ამავე პერიოდში სამი უმსხვილესი სარეიტინგო კომპანიის (Standard & Poor’s (S&P), Fitch Ratings (Fitch) და Moody’s) მიერ საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთისთვის რეიტინგების მნიშვნელოვან დაქვეითებას ქონდა ადგილი, რაც მათი საკრედიტო რეიტინგის “საინვესტიციო შეფასებიდან” “სპეკულაციურ შეფასებამდე” დაქვეითებაში გამოიხატა, შედეგად, ამ ქვეყნებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სპრედებმა ზრდა დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტს მნიშვნელოვანი გავლენა ქონდა ევროზონის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ინვესტორებისთვის აღნიშნული ძალიან ცუდი სიურპრიზი აღმოჩნდა, მსგავსი მდგომარეობა აქამდე მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში გვხვდებოდა. შესაბამისად რისკისადმი ინვესტორების მგრძნობელობა გაიზარდა და დაიწყო კაპიტალის გადამისამართება უფრო “safe” ქვეყნებსა და საინვესტიციო პროექტებში.
ბუნებრივად გაჩნდა შეკითხვა: რა გავლენა ქონდა სამი უმსხვილესი სარეიტინგო კომპანიის (Standard & Poor’s (S&P), Fitch Ratings (Fitch) და Moody’s) მიერ საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთისთვის რეიტინგების მასიურ დაქვეითებას ამ და სხვა ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სპრედებზე?
აქ მოცემულ კვლევაში ზემოთ დასმული საკითხის ანალიზისათვის ქვეყნის ფიქსირებული ეფექტის პანელური რეგრესიის ანალიზის მეთოდი იქნა გამოყენებული, რომელიც განიხილავს 2000 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ევროკავშირის 10 სახელმწიფოს (ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი) ყოველთვიურ მონაცემებს. საბაზისო მაჩვენებლად გერმანიის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სპრედები იქნა გამოყენებული.
ეკონომეტრიკული ანალიზისათვის გამოყენებულია ევროპის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემები. კვლევაში განხილულია სამი უმსხვილესი სარეიტინგო კომპანიის (S&P, Moody’s და Fitch)-ის მიერ 2000 – 2013 წლებში განხორციელებული რეიტინგის ცვლილებები.
ანალიზის თანახმად, სარეიტინგო კომპანიების მიერ მოცემული ქვეყნების საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებამ გამოიწვია სპრედების მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო რეიტინგის ზრდას მნიშვნელოვანი გავლენა არ ქონია სპრედებზე. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ეკონომეტრიკული ანალიზის შემდეგი ორი შედეგი:
სარეიტინგო კომპანიების მიერ რეიტინგის დაქვეითების შემდეგ მოდელის თანახმად განსახილველი ქვეყნების სახელმწიფო ბონდების სპრედები დაახლოებით 0.27%-ით გაიზარდა.
რეიტინგის ზრდის ცვლადს აქვს მოსალოდნელი დადებითი ნიშანი, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი ცვლადი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდელი აჩვენებს სარეიტინგო კომპანიების მიერ რეიტინგის ზრდის უმნიშვნელო გავლენას განსახილველი ქვეყნების სახელმწიფო ბონდების სპრედებზე. ეს შედეგი აიხსნება იმ ფაქტით, რომ შესასწავლი პერიოდი ემთხვევა ზოგადად ფინანსური კრიზისის აქტიურ პერიოდს მოცემულ ქვეყნებში. ამიტომ სწორედ კრიზისის გამო, რეიტინგის გაუმჯობესებას ჰქონია დიდი გავლენა სახელმწიფო ბონდების სპრედებზე.
ანალიზის თანახმად, ქვეყნებს შორის გადადინების ეფექტები მნიშვნელოვანია რეიტინგების დაქვეითების დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფო რეიტინგის დაქვეითება ესპანეთში და საბერძნეთში მომხდარმა დაქვეითების ფაქტებმა სხვა განსახილველ ქვეყნებშიც გაზარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სპრედები. საბერძნეთიდან უარყოფითი გადადინების ეფექტი ცნობილია სახელწოდებით: “Greek contagion”, რაც ევროზონის ღრმად ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემის პირობებში ლოგიკური შედეგია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 11, 2021
- on სექტემბერი 5, 2020
- on ივლისი 8, 2020
- on ივნისი 9, 2020
- on მაისი 5, 2020
- on მარტი 27, 2020
- on თებერვალი 26, 2020
- on იანვარი 30, 2020