საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.
ხორვატია მზადაა დამსვენებლისთვის ზაფხულში გახსნას საზღვრები
“ყველა ქვეყნის ლიდერი, ვისაც ველაპარაკე, ცდილობს უახლოეს მომავალში გარკვეული მოდელი იპოვოს, რომ საზღვრების გახსნის საშუალება მოგვეცეს. ამიტომ ჩვენ უკვე ივნისის თვიდან მზად ვართ ზაფხულის ტურისტული სეზონის გასახსნელად” – ამბობს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი.
ხორვატია ვალდებულია საზღვრები გახსნას. სხვა შემთხვევაში ის არსებულ კრიზისს ვერ გადაიტანს. ამიტომ ავსტრიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები: კურცი და პლენკოვიჩი გუშინ ევროკავშირის ვიდეოსამიტზე ამ თემაზე ერთმანეთს ესაუბრნენ. ამის შემდეგ კურცმა ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: “ჩვენს ქვეყნებში ტურიზმის სეზონი კოორდინირებულად გაიხსნება, ზაფხულის სეზონზე ტურისტებს მივიღებთ. საამისოდ საზღვრებზე უსაფრთხოების სტანდარტებსაც უკვე ვაყალიბებთ.“ ავსტრიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკავშირის ვიდეოსამიტზე, პირველ რიგში, ევროკავშირის საზღვრების გახსნის საკითხი უნდა გადაიჭრას.
ხორვატული საინფორმაციო სააგენტოს, “ჰინას“ ცნობით, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი, ავსტრიის გარდა, სლოვენიის, უნგრეთის, ჩეხეთისა და გერმანიის ხელისუფლებასთანაც განიხილა. “მათ, ვისაც ვესაუბრე, უახლოეს კვირაში სურთ მოიძიონ მოდელი იმისთვის, რომ საზღვრების გახსნა და ზაფხულის სეზონზე ხორვატიაში დასვენება შეძლონ“- აღნიშნა კონსერვატიულმა პრემიერ-მინისტრმა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 22, 2021
- on აპრილი 29, 2020
- on აპრილი 26, 2020
- on აპრილი 22, 2020
- on აპრილი 21, 2020
- on აპრილი 16, 2020