"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ეს შეუძლებელია! საოცარი უკრაინელები და... მთელი დანარჩენი სამყარო!

Forbes-WEB-22030705

მე ც დღეს უკრაინელი ვარ@ დიახ, მე ც ვარ და კომპიუტერში, მობილურში, აიპედში ვზივარ და ვამოწმებ ამბებს უკრაინიდან! ჩემი ძმები, ჩემი უკრაინელები, მადლობას მწერენ „ზა ვიოსლა“, ბიჭები, ოქროები, მაგათ ვენაცვალე!

რა ხდება მსოფლიოში? რა ხდება და თვითმფრინავში ერთხელ მაინც ძალიან სერიოზულ საჰაერო ჯანჯღარში თუ მოხვედრილხართ, ესე იგი ხვდებით, რა შარში ვართ ყველა ერთად.

საქმე ფრიად რთულად არის და ამ დროს ახსნა ძალიან მარტივია: არ გაუტარა დასავლეთმა ვლადიმირს ახირება! ვაღიარებ, ვოლოდიმირი გამოდგა ლეგენდა (აქ მაინც შევთანხმდეთ, რომ ეს კაცი პელეც არის და მარადონაც), -ჰოდა, ამ ლეგენდამ იარა მაგრად! ჩემი პატივისცემა მას!

ახლა, რა დარჩა რუსეთს? ძალიან გამეცინა, ხერსონში რუსი „ბიდლოს“ ჩაყვანაზე ამბები რომ წავიკითხე – კუდით ქვა ასროლინეს, ვენაცვალე ხერსონელებს! არ მუშაობს ვოვას „რუსკი მირ“-ის სამყარო! რუსებით დასახლებულ ხარკოვს რომ დაბომბავ, არ იმუშავებს, ცხადია! თორე ოდესა დედა, დგას და იდგება!

რა ხდება შემდეგ? არ არის კარგად ეს ვლადიმირი 🙂 უკან არ იხევს, სიცოცხლე ტკბილია, მესმის, მაგრამ ასე მგონია, არც აქვს გზა: უკრაინა კიდევაც რომ დაიპყროს, მისი პოლიტიკური და ფიზიკური ბედ-იღბალი განსაზღვრულია – არც ჰააგა ასცდება და არც ყულფი!

ლეგენდარულმა ამერიკულმა დაზვერვამ ყველაფერი ზუსტად თქვა, თავდასხმის თარიღით დაწყებული, კიევზე შეტევით დასრულებული, მაგრამ… ეს სასწაული უკრაინელი ხალხი ვერ დათვალა ვერავინ! ჰო, მესმის, ყველა სცენარით, შიშველი ხელებით ტანკების კოლონას არ ეგონათ, რომ დაუდგებოდა, კარგად რომ გაქუსლავდა ხერსონიდან უკრაინული დროშების ფრიალით 🙂 რუსული ტანკების კოლონა, არ ეგონათ ანალიტიკოსებს იქ, დასავლეთში და არც იმ აქოთებულ რუსეთში!

ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს გაისვრის? შეიძლება (რა უბედურებაა, რომ ამაზე გამოცხადებულად და გადაჭრით ვერ ამბობ, არ არსებობს, არ იზამს მაგას), თუმცა, ჯერ ერთი, მაგ ღილაკამდე შორია და მეორეც ერთი, სიცოცხლე ტკბილია, რუს გენერალსაც უყვარს კომოში დასვენება! და რაც მთავარია, ამერიკული ანტიბირთვული თავდაცვა მოყვანილია სრულ მზადყოფნაში!

კარგი ბატონო, არ გაისვრის! რა გამოსავალი აქვს პუტინს? რეალურად და პრაქტიკულად არც არაფერი! ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ღიად მიმართავს „ვიღაცებს“, წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფტენბერგი მადლია მსოფლიოსთვისო, რუსი ოლიგარქი ჯილდოს აწესებს პუტინის თავისთვის – არაფერია შემთხვევით!

ერთი კვირა რუსეთის საფონდო ბირჟა არ გაიხსნა – სწორია! როდესაც ლონდონის ბირჟაზე „სბერბანკის“ აქცია 1 ცენტამდე დაეცა, როდესაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აღმასრულებელ ჯგუფს გაკოტრებაზე შეაქვს განაცხადი, მესმის, რომ რუსული იმპერია იმსხვრევა! აუ, როგორ მენანება 🙂 !

უსმანოვებს, აბრამოვიჩებს, მორდაშოვებს და თვით როტენბერგებსაც კი უყვარდათ ტკბილი ცხოვრება! მათთანაც კი დაარღვია პირობა პუტინმა! ეს ხალხი ვლადიმირის ფულს უვლიდა და მწყემსავდა და არც უღალატებდა მას, რომ არა თავად პუტინი!

პუტინი ჩავიდა ფსონს ბოლომდე – შეხედა გამოსვლას ავღანეთიდან, შეხედა აშშ-ის მხცოვან პრეზიდენტს, შეხედა გერმანიის ახალ კანცლერს და, რაც მთავარია, შეხედა აწ უკვე საყოველთაო პოპულარობის მქონე, „თმაგაჩეჩილ“ ბრიტანეთის პრემიერს და იფიქრა, „მევიდა ჩემი დრო“! ავღანეთში 9 წლის მანძილზე 15 ათასამდე კაცი მოკვდა. უკრაინაში, 9 დღეში – 9 ათასი! ვიცი, რომ არ ადარდებს ვლადიმირს, წვავს ადგილზე მკვდარ მებრძოლებს უდმურტიიდან და სხვა რეგიონებიდან, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს უკრაინული სამსახურები! ზარი დედასთან, განადგურებული ოკუპანტების ასეულობით კადრები და… დაბომბილი მშვიდობიანი მოქალაქეები! ასეა, როდესაც სახელმწიფო სამსახურები მუშაობს! როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები რეალურად ფუნქციონირებს – ვისაც მაგ. ქ. მიკოლაევის მერი არ გიყვართ, არ წაიკითხოთ ეს ბლოგი!

ძალიან გულწრფელად მინდა დავწერო ჩემს ბლოგში – ძალიან ძლიერია მხარდაჭერა დასავლეთიდან (2008 და 2014-სგან განსხვავებით), ბევრი სტინგერი, ბევრი ჯაველინი და ბევრი ბაირაქტარი უკრაინელებს, მაგრამ… თუ ვერ უკეტავს საფრენ ზონას უკრაინის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, არ უნდა შეეშინდეს ძლევამოსილ ალიანსს სუ-ების, მიგ-ების და პატრიოტების მიცემა მოძმე უკრაინელებისთვის! არ სჭირდება ამას პრანჭვა – ცივილიზებული სამყარო უკვე დე-ფაქტო ნაწილია ამ ომის! არ არის ეს ლიტონი სიტყვები – უკრაინა დგას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროს დაცვის მოწინავე ფრონტზე, უფრო სწორად, ფრონტის წინა ხაზზე!

საქართველოს ხელისუფლება! ჩემი რჩევა, ალბათ, არაფერია თქვენთვის, მაგრამ დადექით სიმართლის მხარეს, სწორ მხარეს, სტრატეგიულად გამართლებულ მხარეს – ნუ გეშინიათ, აღარ არის ვლადიმირი ის ვლადიმირი!

ბოლო დღეებში მიღებული საერთაშორისო სანქციების კასკადი, ცხადია, ძალიან სერიოზულად იმოქმედებს რუსეთზე! Standard & Poor’s-ის მიერ რუსეთის საკრედიტო რეიტინგის ჩამოქვეითება CCC-ის დონეზე ძალიან, ძალიან ცუდი სიგნალია ბიზნესსამყაროსთვის! მწარედ იშაყირა ხალხმა, „CCC დან CCCP მდე“ ერთი საფეხური დარჩა!

არ შეიძლება უკრაინის, ებრაული წარმოშობის პრეზიდენტს დააბრალო ნეონაცისტობა! არ მუშაობს! 93% მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ბრძოლაში! 75%-მდე ავიდა უკრაინელთა მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე! კიდევ უფრო მეტია ევროპულ კავშირში შესვლაზე – არადა, ნახეთ 2014 წლის მონაცემები! ნახევარიც კი არ იყო ამ ციფრების!

უნდა შეწუხდნენ! უნდა ინერვიულონ! უნდა შეექმნათ დისკომფორტი! არ არის ასე მარტივად ქვეყნისთვის, მაგრამ არც კომფორტის ზონა არ უნდა შეიქმნას აქ! დიასპორას – დიახ! მათი სახლია აქაურობა! არაქართველებს – შემოსვლა ვიზებით! რუსულ ბიზნესს – გამადიდებელი შუშით! მეტწილად უარით! რუს მამრებს – შემოსვლაზე აკრძალვა! არ ვიცი მე დისკრიმინაცია, როდესაც ვიცი, რომ საფრთხე აქვს ჩემს ქვეყანას! ცუდად მოგვიტრიალდეს, შეიძლება, ეგ ყველაფერი! რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მათი ქვეყნის მთავრობაზე უკეთ რუსული ოცნება ზრუნავს! „ჩვენ არ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი რუსებს“! ჩვენ არ უნდა „დავიწვათ“ დისკრიმინაციაში! კეთილი – აღიაროს ყველა რუსმა, ვისზეც შეიძლება გაიცეს ვიზა, რომ:

– საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ!

– აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ყირიმი, დონეცკი და ლუჰანსკი კი – უკრაინა!

არ ვითხოვ ოფიციალურ მოთხოვნებში, მაგრამ:

რა თქმა უნდა, #პუტინხუილო და #რუსკივაენიკარაბლიდინახუი!

გააზიარე