Grant Thorton-ის ბიზნეს–ანალიტიკური ბლოგი

GDP-ის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად

GDP-ის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, GDP-ის  გლობალური ზრდის მოლოდინები 2015 წლისთვის 3.5%-მდე დაეცა წინა წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით – 3.8%. ფონდის მმართველი პარტნიორის, კრისტიან ლაგარდის შეფასებით, მოლოდინები ძალიან მყიფე და ცვალებადია, ეს განსაკუთრებით ეხება ევრო ზონას.  სიტუაციას მეტნაკლებად აბალანსებს ამერიკული ბაზრის შედარებით მაღალი მოლოდინები. არსებული გათვლები ცხადია აისახება 2015 წლის მსოფლიო ბაზრების სავაჭრო პოტენციალზე.

2014 წელს GDP-ის ზრდის მაჩვენებელი 3.1% შეადგენდა. მოლოდინები განსაკუთრებით პესიმისტურია საფრანგეთში (0.9%), გერმანიაში (1.3%), იტალიასა (0.4%) და იაპონიაში (0.6%). შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალია და იაპონია რეცესიაშია, საფრანგეთი – სტაგნაციაში. ამის პარალელურად ჩინეთის ეკონომიკაში შეინიშნება მცირე ვარდნა 2014 წლის მონაცემით, GDP-ის ზრდა 7.4%, 2015 წლის პროგნოზით 6.8%-მდე შემცირდება. ლათინური ამერიკის რეგიონში მოლოდინის ზრდა ძალიან მარგინალურია. დსთ-ს რეგიონში ასევე მცირე პროცენტული ზრდაა ნავარაუდევი ნავთობის ფასის ვარდნისა და უკრაინის კრიზისის ფონზე რუსეთისთვის შემოღებული სანქციების გამო.

საქართველოში GDP-ის ზრდის მოლოდინები საგრძნობლად შემცირდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორგაფიკზე იხილეთ GDP-ის 2014 წლის ბოლო კვარტლის მონაცემების შედარება 2015 წლის პროგნოზულ მაჩვენებლებთან.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა