ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
ნარკომანია და შრომის ბაზარი
Drugs are a lost bet with your mind.
Jim Morrison
ახალს არაფერს ვიტყვი იმის აღნიშვნით, რომ ნარკომანია თანამედროვეობის უბედურებაა. ეს არის ისეთი სახის დამოკიდებულება, რომელიც ანადგურებს ადამიანის პიროვნებას, აზიანებს მის ოჯახს და ტვირთად აწვება საზოგადოებას. როგორ აისახება ნარკომანია შრომის ბაზარზე? შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა დაახლოებით 50% დასაქმებულია. ზარალის ყველაზე დიდი კომპონენტი არის დაკარგული პროდუქტიულობა, რის შედეგადაც ვღებულობთ როგორც დაბალი ხარისხის, ისე შემცირებული რაოდენობის პროდუქტს ან მომსახურებას. დაკარგული პროდუქტის ღირებულება, მაგალითისთვის მხოლოდ შეერთებულ შტატებში, წლიურად შეადგენს დაახლოებით 120 მლრდ აშშ დოლარს. კიდევ ერთი საფრთხე არის ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ყურადღების კონცენტრაციის შემცირების, შესუსტებული და შენელებული კოორდინაციის და რისკის არაადეკვატური შეფასების შედეგად სამსახურში მიღებული დაზიანებები და სიკვდილიანობა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სფეროებს, რომლებშიც გამოიყენება მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა აპარატურა, რომელსაც შეუძლია, ადამიანი დააზიანოს ან მოკლას (მაგალითად, მძიმე მრეწველობა და ტრანსპორტირება). იზრდება ჯანმრთელობის პრობლემები და მათთან დაკავშირებული ხარჯები, რადგან ნარკოტიკები აზიანებს გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის, ფილტვების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებს. ცალკე დიდი პრობლემაა ფსიქიკის დაზიანება, კერძოდ, დეპრესია, ფსიქოზი, ბიპოლარული აშლილობა თუ სხვა. ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანს და მის ოჯახს საკმაოდ დიდი ოდენობის ფინანსური სახსრების დახარჯვა უწევთ რეაბილიტაციისა და დეტოქსიკაციის ცენტრებში. ცალკე პრობლემაა ფული, რომელიც საჭიროა ნარკოტიკების შესაძენად. გარდა იმისა, რომ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი თვითონვე მიექანება სამსახურის დაკარგვისკენ, უმუშევრობაც თავისთავად ზრდის ნარკომანიის ალბათობას. ანუ არსებობს ცირკულარული დამოკიდებულება ნარკომანიასა და უმუშევრობას შორის. სამსახური არ არის მხოლოდ ფინანსური შემოსავალი, ის არის დროის სტრუქტურირება და დაკავებულობა. მათი არქონის შემთხვევაში იზრდება თავისუფალი და ცარიელი დრო, რომლის შევსებასაც ადამიანი ხშირად ნარკოტიკების მეშვეობით ცდილობს.
ხშირად საზოგადოება თვალს ხუჭავს ნარკოტიკებზე, მაგრამ ეს ტენდენცია იცვლება. რადგან ნარკომანიას თუ დავტოვებთ მოუვლელად, ის არ არის გაცივება, რომ თავისით გაიაროს.
მე უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ ის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზარალი, რაც ნარკომანიას მოაქვს საზოგადოებისთვის. როგორც ზემოთ ვახსენე, მხოლოდ შემცირებული პროდუქტიულობა იწვევს დაახლოებით 120 მლრდ აშშ დოლარის დანაკარგს წელიწადში (ეს მხოლოდ აშშ-ში)). შემდეგ, პირდაპირი სამედიცინო ხარჯები ასევე წლის ჭრილში, შეადგენს დაახლოებით 12 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო დაახლოებით 60 მლრდ აშშ. დოლარი იხარჯება სისხლის სამართლის ხარჯებში (სისხლის სამართლის გამოძიება, სასამართლო ხარჯები და ციხის ხარჯები),
მუშაობა – ნივთიერებაზე დამოკიდებულების დაახლოებით 50% მუშაობს. ხოლო რა ეფექტიანობით მუშაობენ ისინი, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
წინამდებარე ბლოგში მე არ ვსაუბრობ ისეთ საშინელ სოციალურ ფასზე, როგორიცაა ბავშვების უყურადღებოდ გაზრდა, მათი იოლად ჩაბმა კრიმინალურ საქმიანობაში, ოჯახური ძალადობა, სისასტიკე და ა.შ.
მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი იტანჯება თუ იღუპება ნარკოტიკებისგან და საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული მათი განკურნების თუ სოციალური რეინტეგრაციის სრულყოფილი გზა. იმედად რჩება, რომ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო და უფრო აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე და ეს გზებიც გამონახული იქნება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023