"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა “ამერიკან ექსპრესი“?
ფინანსური მომსახურების კომპანიამ “ამერიკან ექსპრესმა“ 2019 წელს 44 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 6.5 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 198 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 94 მილიარდი. დასაქმებული ჰყავს 65 ათასამდე ადამიანი.
“ამერიკან ექსპრესის“ აქციების ყველაზე დიდ წილს (18%-ს) უორენ ბაფეტის კომპანია “Berkshire Hathaway“ ფლობს.
“ამერიკან ექსპრესი“ ერთ-ერთი უძველესი ამერიკული კომპანიაა. ის 1850 წელს, დაარსეს ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ბუფალოში სამმა ბიზნესმენმა, რომლებსაც თავიანთი სატრანსპორტო კომპანიები ჰქონდათ. სწორედ ამ კომპანიების გაერთიანებით შექმნეს ერთობლივი სააქციო საზოგადოება. ეს ბიზნესმენები იყვნენ: ენრი უელსი, უილიამ ფარგოს და ჯონ ბატერფილდი. მათი კომპანიები და შემდეგ უკვე გაერთიანებული ახალი კომპანია საპორტო ქალაქებიდან საქონლის გადაზიდვებს ახორციელებდნენ. კომპანია თავიდანვე მაღალი ნდობით გამოირჩეოდა, მას გადასაზიდად ძვირიან ნივთებსაც ანდობდნენ.
1864 წელს, კომპანიამ საფოსტო გზავნილების ახალი სახეობა შექმნა, რომელიც კლიენტებს ნაღდი ფულის გადაგზავნის საჭიროებისგან ათავისუფლებდა. ფაქტობრივად. ფულადი გზავნილების მუშაობის დღევანდელ პრინციპს ჩაუყარა საფუძველი.
ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ კომპანიას 10 შტატში ჰქონდა 900-მდე ოფისი. 1868 წელს “ამერიკან ექსპრესი“ და მისი მთავარი კონკურენტი “Merchants Union Express Company“ გაერთიანდნენ და ახალ კომპანიას “American Merchants Union Express Company“ ეწოდა. მმართველი, უილიამ ფარგო გახდა. 1873 წლიდან კომპანიას დღევანდელი სახელი “American Express Company“ (Amex) ჰქვია.
1891 წელს “ამერიკან ექსპრესმა“ დააპატენტა სამგზავრო ჩეკები, რომელიც მომავალში თანამედროვე საკრედიტო ბარათებს დაედო საფუძვლად. 1895 წელს კი პირველი ევროპული ოფისი გახსნა პარიზში. ამ დროისთვის აშშ-ში უკვე 4,000-მდე ოფისი ჰქონდა გახსნილი. 1896 წელს ინგლისში შევიდა, ხოლო 1898 წელს გერმანიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მომსახურების მიწოდება არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში და ინდოეთშიც დაიწყო. 1910 წელს, კომპანიამ 25 მლნ დოლარამდე ღირებულების საგზაო ჩეკები გაყიდა.
1918 წელს, აშშ-ის მთავრობამ ტვირთების გადამზიდი კომპანიების ნაციონალზაცია განახორციელა. ნაციონალიზაციის ასარიდებლად “ამერიკან ექსპრესმა“ სრულად თქვა უარი მის თავდაპირველ საქმიანობაზე – გადაზიდვებზე და მხოლოდ საფინანსო და სამოგზუარო მომსახურებების მიწოდება განაგრძო. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმი გახდა, ბილეთების და სასტუმროს დაჯავშნიდან დაწყებული, სრული მომსახურების ჩათვლით.
მე-20 საულუნის პირველ ნახევარში ორი მსოფლიო ომი და “დიდი დეპრესია“ იყო. ასეთ დროს საფინანსო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება და პანიკა იწყება. თუმცა, “ამერიკან ექსპრესი“ ყოველთვის ახერხებდა მისი გაცემული ჩეკები გაენაღდებინა.
კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანია 1950-იანი წლები, როდესაც ჯერ “Diners Club“ შეიქმნა და 1958 წელს მწვანე ფერის ცნობილი საკრედიტო ბარათი, რომლის მნიშვნელოვნად დიზაინი დღემდე არ შეცვლილა. “Diners Club“-ის წევრობა ნიშნავდა წელიწადში 3 დოლარის გადახდას და კლუბის ბარათით პარტნიორ რესტორნებში 10%-იანი ფასდაკლების მიღებას. ეს იყო ფასდაკლებების ბარათის პირველი ვერსია, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული.
1960-იანი წლებიდან “ამერიკან ექსპრესმა“ მომიჯნავე დარგების კომპანიების შეძენა დაიწყო და შემოირთა “Fireman’s Fund Insurance Company“, საბროკერო ბიურო “Shearson Loeb Rhoades Inc“ და “Investors Diversified Services, Inc“. 1866 წელს კომპანიამ “Gold Card“ გამოუშვა, რომელიც უკეთეს პირობებს თავაზობდა კლიენტებს.
კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდებოდა და შესაბამისად, სხვა კომპანიების შემოერთებაც გრძელდებოდა. 1984 წელს, ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკი “Lehman Brothers“ შემოიერთა, რომელსაც 10 წელი ფლობდა (2008 წელს “Lehman Brothers“ გაკოტრდა. ასევე თანამშრომლობდა “Merrill Lynch“-თან.
2005 წელს “ამერიკან ექსპრესის“ შემოსავალმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2007 წელს 32 მილიარდს მიაღწია, მაგრამ 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო 2009 წელს ისევ 25 მილიარდს დაუბრუნდა. 2011 წლიდან მისი შემოსავლები უწყვეტად იზრდება და მაქსიმუმს – 44 მილიარდს 2019 წელს მიაღწია.
2010-იანი წლებიდან კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომსახურების ინტერნეტში გადატანაა. დღეს, აქვს საკუთარი აპლიკაცია, დაკავშირებული სოციალურ პლატფორმებთან.
“ამერიკან ექსპრესის“ ბარათები დღესაც ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს. 2006 წელს “ამერიკან ექსპრესის“ ბარათების გაცემა და თანმდევი მომსახურების გაწევა საქართველოშიც დაიწყო.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024