ნიკოლოზ მარკოზაშვილმა დაამთავრა თსუ-ს კიბერნეტიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა თსუ-ს მართვის თეორიის კათედრა. დაიცვა დისერტაცია საქართველოს აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში ოპტიმალური მართვის საკითხებში. დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა ESM-თბილისის მენეჯმენტის BBA და MBA პროგრამებს.  1994 წლიდან ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი ბიზნეს პროექტი. ამჟამად არის საკონსულტაციო ფირმის „Innova“ და სასწავლო ცენტრის „Sapienty Sat“ პარტნიორი.

სტრატაგემა - გამგები  გაიგებს | ნიკოლოზ მარკოზაშვილის ბლოგების სერია

მარკოზაშვილი მთავარი

სტრატაგემა („სამხედრო  ეშმაკობა“)  წინასწარ გათვლილი მოქმედებაა, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტას (ამოცანის ამოხსნას) ან/და არაცხადი მიზნის მიღწევას არსებული სიტუაციის გარემოებების გათვალისწინების გზით.

ჩინეთში ეს ცნება არსებობს არანაკლებ სამი ათასი წლის განმავლობაში.

(ჩინური წიგნიდან „ეშმაკობა ბრძოლაში – 36 სტრატაგემა“ (1985 წ.):

 „სტრატაგემა უხილავი  დანაა, რომელიც იმალება ადამიანის ტვინში და ბრწყინავს მხოლოდ  მაშინ, როდესაც ადამიანი მისი გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს“.

წყაროს სახით გამოვიყენეთ 2004 წელს გამოცემული დღეს უკვე ძალიან ცნობილი, ალექსეი ვოევოდინის წიგნი: Алексей Воеводин. Стратагемы. Стратегии войны, бизнеса, манипуляции, обмана (Et Cetera  Publishing Group, 2004).

თავიდანვე  გავამახვილებ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ  სტრატაგემა არ წარმოადგენს ქცევის შესაძლო რეცეპტს. ვოევოდინის აზრით, სტრატაგემები განსაზღვრავენ იმ ველს, რომელზეც იმყოფებით; იმ წესებს, რომლებსაც იცავთ ან არ იცავთ, ზოგჯერ კი იმ გზასაც, რომელსაც მიჰყვებით.

ჩინური ტრადიციის მიხედვით, არსებობს სტრატაგემის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი – ეფექტიანობა. არ არსებობენ მოკავშირეები და მეგობრები, ყველა – მტერია (ცხადი ან  არაცხადი). ზნეობა და  სხვა „სულიერი“ ატრიბუტები წარმოადგენენ ინსტრუმენტს, რომლითაც  შეგიძლიათ, ისარგებლოთ  საკუთარი მიზნების მისაღწევად (და არა – ნორმებს, რომლებიც ვალდებული  ხართ, დაიცვათ). ჩინური სტრატაგემის ზოგადი პრინციპია: „მიზანი ამართლებს საშუალებებს“ (გაგახსენდათ  მაკიაველი?)

ალექსეი  ვოევოდინი: «დღეს მსოფლიო უფრო მოქნილია და სტაბილური. ცხადი ან დამალული აგრესია არ არის რიგითი ადამიანის, პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის  ყოველდღიური პრაქტიკის აუცილებელი ელემენტი. უშუალო მოქმედებებს, სხვისი ქცევის არაცხად მანიპულირებას იყენებდნენ ყველა დროში და ყველა ქვეყნის პოლიტიკოსები და მმართველები.

სტრატაგემის რეალიზაციისთვის საჭიროა, გქონდეს ინსტრუმენტი – ცენტრალიზებული ძალაუფლება საქმის გამკეთებელი ლიდერით სათავეში…  სტრატაგემები ეფექტიანი ინსტრუმენტია, მაგრამ მათი გამოყენება ყოველთვის შეიძლება, განეიტრალდეს საკუთარი მმართველების არაკომპეტენტურობით“.

(წიგნი გამოვიდა 2004 წელს, დღეს კი 2022  წელია…)

ვოევოდინს შემოაქვს „ანტისტრატაგემის“ ცნება, რომლის ქვეშ  გაიგება ქცევის ისეთი  სტრატეგია, რომელსაც მივყავართ  წარუმატებლობისკენ და რომელიც უქმნის დამატებით პრობლემებს იმ  ადამიანებს, ვინც მის  განხორციელებას ცდილობს…

პირდაპირ  გადავიდეთ  ვოევოდინის  საბოლოო დასკვნებზე:

  • სტრატაგემების ცოდნა  არ არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის  გარანტირებული საშუალება.  მილიონობით ადამიანმა იცის ჭადრაკის  წესები, მაგრამ მხოლოდ  ერთეულები ხდებიან  დიდოსტატები  .„ვიცი“  და  „შემიძლია“ იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.
  • რა არის უფრო მნიშვნელოვანი – მიზანი თუ  მისი მიღწევის გზა? ზოგ შემთხვევაში შენი  წაგება  ნიშნავს მოგებას  და პირიქით – მოგება შეიძლება, წაგებას  ნიშნავდეს.
  • ზოგჯერ  ეშმაკობა  დაუშვებელია, რადგან  მეტყველებს შენს სისუსტეზე.
  • არსებობს სიტუაციები, როდესაც საქმე გვაქვს სიცოცხლის გადარჩენის  მხოლოდ ორ შესაძლო ვარიანტთან: იეშმაკო – ჩაიდინო საქციელი, რომელიც ეწინააღმდეგება მთელ შენ მიერ განვლილ ცხოვრების  გზას, მაგრამ ცოცხალი დარჩები, ან დარჩე ის, ვინც ხარ, მაგრამ ცოტა ხნით.

ცნობილი კითხვა – რა არის უკეთესი, ცოცხალი ძაღლი თუ მკვდარი ლომი?  ერთი ჭეშმარიტების ამ კითხვიდან  გამოტანა  მაინც  შეიძლება: შემოწმების  შედეგად  ზოგი ლომი შეიძლება აღმოჩნდეს  ძაღლი  ან  ტურა…

  • თითოეული ადამიანი  მიჰყვება საკუთარ გზას საკუთარი            მიზნებისკენ, ხედავს საკუთარ  სამყაროს.
  • თითოეული ადამიანი პოულობს ან ვერ პოულობს სტრატაგემებში „საკუთარს“…

მაგალითის სახით განვიხილოთ ჩინური სტრატაგემა: „წაიღე ის, რაც ცუდად  დევს“.

სტრატაგემა გამოიყენება  რესურსების  მისაღებად  ან/და  წარმატების მისაღწევად  ნებისმიერ, შეიძლება შემთხვევით, დაუგეგმავ გარემოში.

შემდეგი ორი კონკრეტული სიტუაცია აღებულია ვოევოდინის წიგნიდან:

  • „რუსეთში პრივატიზაციის დროს სახალხო საკუთრების მნიშვნელოვანი ნაწილიუცებ აღმოჩნდა დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან. გარკვეული პერიოდის  განმავლობაში მოქმედებდა ტოტალიტარული რეჟიმიდან დარჩენილი შიში. მაგრამ პრაქტიკამ  ყველას უჩვენა, რომ ყოველგვარი შიში აზრს  მოკლებულია. მიტაცება შესაძლებელია. დაუსჯელობის პირობებში ყველაფერია დასაშვები, შედეგად დაიტაცეს თითქმის ყველაფერი, რისი დატაცებაც შეიძლებოდა. ამასთან პრობლემას წარმოადგენდა არა  ვიღაცის გამდიდრება, არამედ ის, რომ არაგონივრული პოლიტიკის შედეგად მოხდა რთული ეკონომიკური მექანიზმების  მდგენელებად დაყოფა,  ტექნოლოგიური და ფინანსური ნაკადების დაშლა“.

დაყოფა, დაშლა?   არ  ესმოდათ ჩინოვნიკებს, რას აკეთებდნენ? თუ საკუთარ, პირად „ჭიას“ ახარებდნენ?   Sapienti Sat! (გამგები გაიგებს).

„შედეგად, 90-იან წლებში რუსეთში შეიქმნა სპეციფიკური სამართლებრივი კლიმატი, როდესაც დატაცება და კორუფცია იქცა ყოვლისშემძლე მოვლენად. სახელმწიფომ თვითონ გაუშვა ხელიდან „ცხვარი“ და წაღების მსურველების მოძებნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა“.

  • „1944 წელს რუსეთმა „შემოიერთა“ ტუვა. ეს მოხდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად. ყველას აინტერესებდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარე მოვლენები და არა ციმბირში მცხოვრები ხალხების ბედი“

გავიხსენოთ, რომ  რუსული 2008  წლის აგრესია დაიწყო პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს, ალბათ „შემთხვევით“…  გაითვალისწინა რა ორ  ავტონომიაში არსებული სეპარატისტული განწყობა („ცუდად იდო“), რუსეთმა „წაიღო“ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ ხელი კი არ შევუშალეთ, არამედ  გაუაზრებელი  მოქმედებებით გარკვეულწილად ხელი შევუწყვეთ რუსეთს  გეგმების განხორციელებაში. შედეგად  დავკარგეთ საკუთარი ტერიტორიის 20%…

  • აგრესორი შეიჭრა  მეზობელი ქვეყნის  ტერიტორიაზე. „წაღება“ შეეძლო, რადგან გაცილებით დიდი იყო და აშკარად (მისი აზრით) ჯაბნიდა სამხედრო  თვალსაზრისით.  აგრესიის  ფორმალური საბაბი იყო „მსხვერპლი“ ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, რომლებსაც აგრესორი საკუთარ მტრებად  მიიჩნევდა  და შიშს  გამოთქვამდა მათთან საერთო საზღვრის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით… მაგრამ სათადოდ ვერ  შეაფასა „მეგობრობა“. ამ  ქვეყნებმა გაუწიეს ტექნოლოგიური დახმარება აგრესიის მსხვერპლს და პრაქტიკულად  გააქრეს მისი სამხედრო უპირატესობა. მეზობელი ქვეყნების მიდგომას  საფუძლად ედო მოსაზრება: „აგისრულდება ის, რისიც გეშინია. და თუ  ვერ გაიგე და შეშინებას  გააგრძელებ, უფრო  შეგეშინდება…“ სიტუაცია დღესაც  რთული რჩება. მაგრამ ცხადია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი მოიგო  აგრესორმა, ის ვერ დაიბრუნებს სხვა ქვეყნების იმ  ნდობას, რომელიც არსებობდა აგრესიამდე. ამავე დროს, მსოფლიოს ექსპერტების თვალსაზრისით, უფრო მაღალი ალბათობით, აგრესორი დამარცხდება. ეს კი აგრესორის სათავეში მდგარი გუნდისთვის  სრულ კატასტროფას ნიშნავს…

ბოლოს მოვიყვან პატარა ნაწყვეტს ვოევოდინის  წიგნიდან. ამასთან რატომღაც მგონია, რომ ამ  შემთხვევაში რუსულიდან თარგმანი არ არის საჭირო.

«Винни-Пух и Пятачок решили  отнять у пчёл мёд. Мёд  находится в дупле дерева. С целью  маскировки собственных агрессивных действий Винни Пух поднимается на воздушном шарике к дуплу и поёт песенку: «Я тучка, тучка, тучка.  А вовсе не медведь. Как  приятно тучке  по небу  лететь.»  Предполагается, что  пчёлы примут медведя  на шарике за тучку. Почему? Потому, что два выдающихся стратега Пятачок и Винни-Пух именно так решили. Пчёлы, естественно, располагали собственными оценками  действительности. Экспедиция по захвату  мёда  провалилась.

Нелепо? Но нередко подобным образом  планируются и проводятся  рекламные, политические и прочие кампании.

Например, группа гениальных  Пятачков за счёт  средств доверчивого  политика гарантирует   ему  успех в его избрании. При  этом утверждается, что будут использованы самые современные секретные  технологии… Здравый  смысл  напрочь отметается. Как в глазах избирателей выглядят  акции штабов никого  не интересует, эффективность предвыборных мероприятий   не отслеживается, социологические  исследования не  проводятся – всё делается «на  глазок».

Как ни странно, подобные  кампании Пятачков иногда имею успех…»

მარცხნიდან: რევაზ ვაჩნაძე, სულიკო ქადაგიძე, ზურაბ ლილუაშვილი, ნიკოლოზ მარკოზაშვილი, ამირან ბაბუნაშვილი

გააზიარე