"ვარ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი. ბლოგებში განვიხილავ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნესისთვის სხვა აქტუალურ თემებს."

Toyota-ს გარემოსდაცვითი ხედვა - “მწვანე” მანქანა

Toyota-ს გარემოსდაცვითი ხედვა - “მწვანე” მანქანა

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ CSR-ის პრინციპების კომპანიის სტრატეგიასა და ყოველდღიურ სქმიანობაში ინტეგრირების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. გრძელვადიანი ხედვით და თანმიმდევრული ნაბიჯებით Toyota-მ შეძლო შეექმნა პასუხისმგებლიანი მოქალაქის რეპუტაცია, გაეზარდა საკუთარი პროდუქტისა და ხედვის ცნობადობდა და შესაბამისად აემაღლებინა გაყიდვების მაჩვენებელი. ასეთი მიდგომით მოიგო არა მარტო კომპანიამ, არამედ საზოგადოებამ და კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებულმა ჯგუფმა.

დღეს Toyota არის მსოფილოში უდიდესი ავტომობილების მწარმოებელი. Fortune Magazine-ის მიხედვით არის მეათე უდიდესი კორპორაცია. კომპანიის ძირითადი პრინციპია : “წვლილის შეტანა საზოგადოების წინსვლასა და ეკონომიკურ აღმავლობაში მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების წარმოებით”.

“Toyota-ს მისიაა გახდეს ამერიკაში ისეთი კომპანია, რომელსაც  ყველაზე მეტად სცემენ პატივს” – ხსნის ჯანა ჰართლაინი, Toyota-ს გარემოსთან კომუნიკაციების მენეჯერი. ამის მისაღწევად, ჯანა და მისი კოლეგები მუშაობენ მრავალ ინოვაციურ მანქანაზე, საწვავის ტექნოლოგიასა და ისეთი პარტნიორობების დამყარებაზე, რომლებიც საშუალებას მისცემთ შექმნან მობილური საზოგადოება, რომელიც ჰარმონიაში იქნება გარემოსთან. ამ გამოწვევის შედეგია უფრო სუფთა, მწვანე მანქანა!

კომპანიის ისტორია 1924 წელს იწყება, როცა Sakichi Toyoda-მ შექმნა Toyoda Model G Automatic Loom. დაწვრილებით ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო.

თუმცა, რაც კომპანია გაიზარდა, მან დაიწყო ფიქრი საკუთარ გაზრდილ როლზე საზოგადოებაში. მაგალითად : დააფუძნა Toyota USA Foundation – 10 მილიონი დოლარი შენატანით და იმ მისიით, რომ გახადოს Toyota ლიდერი კორპორაციული მოქალაქე. ფონდი ეხმარება პროგრამებს, რომლებიც მიმართულია გარემოზე, განათლებასა და უსაფრთხოებაზე, რომ გააძლიეროს სხვადასხვა თემები/საზოგადოებრივი ჯგუფები. 1991 წლიდან Toyota-მ ამერიკაში ფილანტროპიულ საქმიანობაზე დახარჯა 500 მილიონ დოლარზე მეტი. Toyota-ს მიაჩნია, რომ მისი წარმატების საფუძველი მოიცავს მუდმივ გამოწვევის სულისკვეთებას და ახალი იდეების ენთუზიაზმს. მაგალითად, Toyota-ს გარემოსდაცვითი ხედვა მოიცავს მდგრად მობილურობას.

გარემოსდაცვითი ხედვა და PRIUS

გარემოსდაცვითი ხედვის შესასრულებლად, Toyota-მ შეიმუშავა 5-წლიანი გარემოსდაცვითი გეგმა. გეგმა მოიცავდა 5 მიმართულებას:

  • ენერგია და კლიმატის ცვლილება;
  • ნარჩენების გადამუშავება და რესურსების მართვა;
  • ჰაერის ხარისხი;
  • გარემოსდაცვის მენეჯმენტი;
  • საზოგადოებასთან კოოპერაცია.

თითოეული მიმართულებისთვის Toyota ისახავს მიზნებს და გაზომვად ამოცანებს საკუთარი ავტომობილების სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით : დიზაინიდან დაწყებული -წარმოება, გაყიდვები და დისტრიბუცია, გამოყენება და მომსახურების დასრულების შემდეგ -გადამუშავების ჩათვლით. ედ ლაროსკე, სატრანსპორტო საშუალებათა მარკეტინგის ნაციონალური მენეჯერი, აღწერს როგორ დაიწყო Toyota – მ ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა:

“ადრეულ 90-იანებში Toyota- მ შეიმუშავა G21-ის ხედვა. G21-ის გეგმის მიზანი იყო გამოეშვათ ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ექნებოდა დიდი გარემოსდაცვითი ბენეფიტები, არამარტო იაპონიაში, არამედ გლობალურად “.

ამ კონცეპციის შედეგად წარმოდგენილი იქნა PRIUS -ჰიბრიდი ავტომობილი, რომელსაც ერთდროულად გააჩნდა როგორც საწვავზე მომუშავე ძრავა, ასევე ელქტრო ბატარეა და მათ კომბინაციას დაარქვეს Hybrid Synergy Drive. თავიდან PRIUS მიმზიდველი იყო მხოლოდ ეკოლოგიაზე ძალიან დაფიქრებული მომხმარებლისთვის და შეხვდა წინააღმდეგობა პრესისა და საზოგადოებისგან. მანქანები იყო საწვავის დამზოგავი, მაგრამ არ იყო მიმზიდველი. პირველი წარდგენის შემდეგ Toyota -მ გააკეთა ცვლილებები და წარადგინა PRIUS ორი ახალი თაობა და გახადა ის მსოფილიოში ყველაზე პოპულარული ჰიბრიდი და გაყიდა 3 მილიონზე მეტი.

Toyota-ს მიერ ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ, ისეთმა როგორიც არის Hybrid Synergy Drive, დაეხმარა მას გამოეცნო მთელი მობილური სისტემის არსი. მდგრადი მობილურობის სტრატეგია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, არამედ ახალ ენერგიის წყაროებზე, ახალ სატრანსპორტო სისტემებსა და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობაზე.

სტრატეგიული პარტნიორები

Toyota-ს მიაჩნია, რომ შესაბამის ორგანიზაციებთან პარტიორობა ხელს შეუწყობს  საკუთარი ტექნოლოგიების და პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ეს პროგრამები ისეა შედგენილი, რომ გაანათლონ ადამიანები როგორ შეამცირონ საკუთარი გავლენა გარემოზე.

ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში, Toyota-მ  ამერიკის ნაციონალურ პარკებს გამოუყო გრანტი 5 მილიონი დოლარი და 25 ავტომობილი. ნაციონალურ პარკებთან პარნიორობა საშუალებას აძლევს ვიზიტორებს გამოცადონ Toyota-ის მიერ ნაჩუქარი ჰიბრიდული მანქნანები, რომლებითაც გადაადგილდებიან პარკის თანამშრომლები და აჩვენებენ ვიზიტორებს, რომ მანქანებს გააჩნიათ ნაკლები გამონაბოლქვი და გადაადგილდებიან ხმაურის გარეშე.

ზოგადად, ნაციონალურ პარკებთან პარტნიორობის მიზანია პარკის ვიზიტორების პერსონალური დაკავშირება ჰიბრიდულ ავტომობილებთან მაშინ, როცა ვიზიტორები არიან ბუნებრივ გარემოში და არიან უფრო მეტად მზად მიიღონ მდგრადი მობილურობის შესახებ მესიჯი. ეს მესიჯი მოიცავს შემდეგ ლინკებს:

“მწვანე“ მანქანა – უფრო სუფთა ჰაერი – პარკების დაცვა.

Toyota-ს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ პროგრამა მუშაობს. უახლესი კორპორატიული იმიჯის კვლევამ აჩვენა, რომ 4 ლიდერ ავტომწარმოებელს შორის (Toyota, Honda, Ford, GM), Toyota-ს ჰქონდა უმაღლესი მაჩვენებელი როგორც “ლიდერი ტექნოლოგიების განვითარებაში”, “გარემოსთან მეგობრული მანქანები, ” ასევე მან მოიგო “გარემოსდაცვითი ჯილდო”.

მომავალი

Toyota-სთვის, მომავალში მდგრადობაზე ფოკუსირება ნიშნავს გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებას ავტობიზნესში და მუდმივად მუშაობა იმაზე, რომ შეამცირონ უარყოფითი და გაზარდონ დადებითი გავლენა საკუთარ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე.

მდგრადობის მნიშვნელობის გაზრდა გამოწვევას უგზავნის Toyota-ს, რომ გაითვალისწინოს ეს გავლენა მანქანის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპზე. ეს ასევე უბიძგებს Toyota-ს მენეჯერებს გაითვალისწინონ ყველა დაინტერესებული მხარის (მომხმარებლების, რეგულატორების, ადგილობრივი თემის და არასამთავრობო ორგანიზაციების) აზრი.

ამასწინდელმა პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ, რამაც გამოიწვია Toyota-ს მიერ 16 მილიონი ავტომობილის უკან გამოთხოვა, დააზიანა Toyota-ს რეპუტაცია. მომავალში, ყველა აქტივობა, მათ შორის პარტნიორობის სტრატეგია და ნაციონალური პარკების პროგრამები, გადაწყვეტენ რამდენად შეძლებს Toyota გახდეს “ყველაზე პატივსაცემი მანქანების მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში”, რაც მის მისიას წარმოადგენს.

Toyota დღესაც აგრძელებს CSR პოლიტიკის შესაბამისად განვითარებას და სხვადასხვა მიღწევებისთვის იღებს ჯილდოებს. CSR პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია.

Toyota  შეირჩა როგორც ინდექსების სერიის FTSE4Good Index Series* მონაწილე , ნახევარი წლის შედეგების მიხედვით (გამოცხადდა 5 ივნისს, 2017 წელს) და ასევე ახლად დაარსებული FTSE Blossom Japan Index-ის მონაწილე (გამოცხადდა 19 ივნისს, 2017 წელს). ეს შერჩევა მოხდა დამოუკიდებელი კომპანია FTSE Group, რომელიც ეკუთვნის  London Stock Exchange Group-ს.

გააზიარე