20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ “ფორბსისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბლოკჩეინ სისტემაში 150 000-მდე ამონაწერია განთავსებული.
ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com შეუძლია. ეს მიმდინარე სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე ვრცელდება და მოქალაქისთვის დამატებითი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.
20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. განახლებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია, ავტომატურ რეჟიმში, ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში აისახება.
დატოვე კომენტარი