თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 მოსარჩელის სარჩელი შპს სტუდია მაესტროს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ ბათილად სცნო გათავისუფლების ბრძანებები და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციების გადახდა. საქმე ეხება BMG-ს 27 თანამშრომლის სარჩელს, რომლებიც მაესტრომ სამსახურიდან 2016 წელს გაუშვა.
2016 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა პროექტების – საქმიანი დილა, ბიზნესკონტაქტი და ანალიტიკა ავტორი, გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. 2 ივნისს კი მაესტრომ სამსახურიდან გადაცემების ჟურნალისტები და პროდუსერებიც გაათავისუფლა
დატოვე კომენტარი