გერმანული ავტომწარმოებელი BMW გეგმავს, რომ ელექტრომობილების წარმოების ბიზნესში კიდევ უფრო გააქტიურდეს და 2023 წლისთვის მის მიერ წარმოებული ავტომობილების 20% სწორედ ელექტრომობილებზე მოდიოდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა ოლივერ ზიპსემ გერმანულ გამოცემას განუცხადა, კომპანიას სურს, რომ ყოველი მეხუთე გაყიდული მანქანა იყოს ელექტრომობილი. შედარებისთვის, წელს BMW-ს ავტომობილების 8% იყო ელექტრომობილი.
“ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით ელექტრომობილების წარმოებას. 2021 და 2023 წლებში, 250 000-ზე მეტ ელექტრომობილის წარმოებას ვაპირებთ“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა.
გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ დააჩქარებენ დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
დატოვე კომენტარი