საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს. კერძოდ, ბანკის არააღმასრულებელ დირექტორებად დაინიშნენ ვერონიკ მაკკაროლი და ანდრეას ვოლფი. ამასთან, ორივე მათგანი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უერთდებიან.
ვერონიკ მაკკაროლს საფინანსო სექტორში მუშაობის 30 წელს მეტი გამოცდილება აქვს. ანდრეას ვოლფი კი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე აზიის საფინანსო ინსტიტუტებში.
კიდევე ერთი ცვლილების თანახმად, ბანკის რისკებისა და ნომინირების კომიტეტები დატოვა თამაზ გეორგაძემ, რომელიც ასევე საბჭოს წევრი იყო. რისკებისა და ნომინირების კომიტეტებს კი ანდრეას ვოლფი უერთდება.
დატოვე კომენტარი