Bank of Georgia Group PLC-ი უმსხვილესი სომხური ბანკის, Ameriabank-ის შეძენას განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
BOGG PLC-ი ადასტურებს, რომ Ameriabank CJSC-თან და მის მეწილეებთან პოტენციური შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ Ameriabank-ი 1910 წელს დაარსდა და საბანკო ლიცენზია 1992 წელს მიიღო, 2014 წლამდე კი Euromoney-ის საუკეთესო სომხური ბანკის სტატუსი სამჯერ მოიპოვა.
ბანკის მეწილეები არიან: Ameria Group (CY) Limited-ი – 56.6%, EBRD-ი – 17.8%, ADB-ი – 13.9%, ESPS Holding Limited-ი – 11.6%.
რაც შეეხება BOGG PLC-ის, მისი უმსხვილესი აქციონერი JSC Georgia Capital-ია, თუმცა წილს ფლობენ ისეთი საინვესტიციო ორგანიზაციები, როგორებიცაა JP Morgan-ი, BlackRock-ი, Vanguard-ი და სხვა.