საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 518 მილიონი დოლარით (19%-ით) მეტია 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე.
ბოლო 10 წელიწადში, 2009-2018 წლებში საქართველომ უცხოელი ტურისტებიდან 17 მილიარდი შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, ამავე პერიოდში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან მხოლოდ 1 მილიარდი დოლარი მიიღო. 2001 წლის შემდეგ საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან ყოველწლიურად იზრდება, საშუალოდ 22%-ით. ზრდის წლიური საშუალო ტემპი ყველაზე მაღალი 2010-2011 წლებში იყო – 44%. ყველაზე დაბალი ტემპი კი 2014-2015 წლებში იყო – 4%. 2016-2018 წლებში საშუალო ზრდის ტემპი 20% იყო, რაც თანხაში საშუალოდ 451 მლნ აშშ დოლარია.
ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის პარალელურად საქართველოდან საზღვარგერეთ ტურისტული მიზნით დახარჯული თანხებიც გაიზარდა. 2018 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 525 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც 61 მილიონი დოლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ქართველებმა საზღვარგარეთ 3 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
გრაფიკი: საქართველოს შემოსავალი და გასავალი საერთაშორისო ტურიზმიდან, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი