9 იანვარს ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.7674 იყო. 10 იანვრიდან ლარმა გამყარება დაიწყო და 9 თებერვალს ლარის ოფიციალურმა კურსმა დოლარის მიმართ 2.6454 შეადგინა. ლარი 12 თეთრით, 4.4%-ით გამყარდა. იმავე პერიოდში ლარი ევროს მიმართ 10 თეთრით, 3.6%-ით გამყარდა.
ბოლო ერთ თვეში ლარი ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტების მიმართაც გამყარდა. 100 რუსული რუბლი 4.4957 ლარი ღირს, როცა ერთი თვის წინ 4.6779 ლარი ღრდა. თურქული ლირას მიმართ ლარი 6.5%-ით გამყარდა და ერთი ლირა 0.7165 ლარი ღირს. 3.8-ით და 4.8%-ით გამყარდა აზერბაიჯანული მანათის და სომხური დრამის მიმართ.
დღეს ბლუმბერგის სავალუტო ბირჟაზე 1 დოლარის ფასი 2.62 ლარამდე შემცირდა, ანუ ლარი გამყარებას განაგრძობს.
ცხრილი: ლარის კურსის ცვლილება სხვადასხვა ვალუტების მიმართ:
დატოვე კომენტარი