2016 წლის ივნისის ბოლოს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 51 დოლარი იყო, დღეის მდგომარეობით კი ბარელი ნავთობი 43 დოლარი ღირს. 44.5 დოლარი ღირს „ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობი, რომელიც ერთი თვის წინ 52 დოლარი ღირდა.
ერთი თვის წინ, ნავთობის გაიაფებას ბიძგი მისცა ბრიტანეთის ევროკავშრიდან გამოსვლის შესახებ ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რადგან ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება აღქმული იქნა, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ გარემოებად. ამას თან ერთვის ნავთობის ჭარბი მიწოდება. კიდევ ერთი გარემოება არის გამყარებული აშშ დოლარი. როდესაც დოლარი მყარდება, დოლარში გამოსახული ნავთობის ფასი იაფდება, როცა, შესაძლოა, ექსპორტიორ ქვეყანას ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში არ უმცირდებოდეს.
დატოვე კომენტარი