2017 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 70 მლნ ლარით გაიზარდა. 36 მლნ დოლარით გაიზარდა უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები. 2016 წლის მაისში შედარებით, 2017 წლის მაისში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 760 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 378 მლნ დოლარით.
მაისში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 69% შეადგინა. აპრილში დოლარიზაცია 69.4%, ხოლო ერთი წლის წინ 68% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.1 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5.4 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2017 წლის პირველი ივნისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.8%-ია, ერთი წლის წინ 3.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.9%-ია, ერთი წლის წინ 8.7% იყო.
დატოვე კომენტარი