სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის აპრილთან შედარებით 5.7%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.5%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 0.38% პუნქტით აისახა. ფასები 0.2%-ით შემცირდა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოებაზე.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 6.7%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7.8%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.9%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 0.9%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით
დატოვე კომენტარი