სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან (იანვართან) შედარებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის თებერვალთან შედარებით 9.6%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 35%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.5%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 7.5%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 39.6%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი 11%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 12.8%-ით. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა გაიაფდა 2%-ით. ასევე, გაიაფდა ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 30.6%-ით.
დატოვე კომენტარი